[ 5 ]
მეცნიერთა აზრით დღეს მეცნიერებამ იცის: ''გასაოცრად ბევრი''. გარკვეულწილად ეს ასეა.
სამყაროს ქონდა დასაწყისი და მისი ხილული ნაწილის ზომა დღეს დაახლოებით 14 მილიარდი სინათლის სიჩქარის წელია,
რასაც მოყვება სამყაროს კოსმოსური ჰორიზონტი.
თუ გადავახვევთ უკან დროს ანუ ზომას და შესაბამისად ასაკს - მივუახლოვდებით საწყისს ე.წ. ''დიდ აფეთქებას''
დღეს მეცნიერთა მტკიცებით ცნობილია:
-როგორი იყო ჩვენი სამყარო როდესაც მისი ასაკი იყო 10 ხარისხად -35 წამი;
-როდესაც ჩვენი სამყაროს ზომა იყო 10 ხარისხად - 25 სმ. (შედარებისათვის: პროტონის ზომაა 10 ხარისხად -14)
უფრო იქით ჩახედვა დღეს არ გვძალუძს, რადგანაც იმდენად იზრდება ენერგიები, რომ შეუძლებელი ხდება ცნობილი კანონების გამოყენება.
ამ საწყისი სინგულარული მდგომარეობის შესწავლა ზოგადი ფარდობითობის თეორიის ფარგლებში შეუძლებელია და
იმ დროს მიმდინარე პროცესების შესწავლა საჭიროებს კვანტური გრავიტაციის თეორიას, რომელიც ჯერ არ არის დამუშავებული
თეორიულად ხილული სამყაროს საზღვარი უახლოვდება კოსმოსურ სინგულაციას.
პრაქტიკაში კი საქმე გაცილებით რთულადაა:
წინ გვეღობება კოსმოსური მიკროტალღური ფონი — თერმული გამოსხივება (რელიქტური გამოსხივება),
რომელიც კოსმოლოგიაში მიჩნეულია დიდი აფეთქების ნარჩენად. ის სამყაროში ყველაზე ხნიერი სინათლეა.
სინგულარული პერიოდი — სამყაროს მდგომარეობა დიდ აფეთქებამდე, როდესაც სამყარო
უსასრულოდ შეკუმშული,
უსაზღვროდ გავარვარებული,
წარმოუდგენელად მცირე ზომის წერტილი იყო.შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რაზეა აქ საუბარი?
მე ვფიქრობ, რომ თავად მეცნიერებსაც უჭირთ და ამიტომ ზოგი პირდაპირ აცხადებს :
'' სამყარო შეიქმნა არაფრისაგან'' - და აქვე ამატებს -
''არ იფიქროთ რომ ეს არაფერი მართლა არაფერია. ფიზიკაში დაშვებულია ასეთი განსაზღვრება'' - გიორგი დვალი. აღიარებული მეცნიერ ავტორიტეტი თეორიული ფიზიკის დარგში -
'' საწყისი იყო არაფერი და შემდეგ კვანტური ფლუკტუაციის შედეგად განვითარდა მოვლენები''. მარტივ კითხვაზე: - როგორ ვუწოდოთ არაფერი იმას, რისგანაც რაღაცა იქმნება?
მეცნიერი პასუხს თავს არიდებს და ფილოსოფიისაკენ იშვერს ხელს.
კარგით, დავუბრუნდეთ იმას რაც იციან (მეცნიერებმა) ანუ რა ხდებოდა იმის მერე როდესაც სამყაროს ასაკი იყო 10 ხარისხად -35 წამი.
ეს პერიოდი მოიხსენიება ე.წ. ''
ინფლაციურ პერიოდად'' რადგანაც ხდებოდა ვაკუუმის ენერგიის ხარჯზე სამყაროს ძალიან სწრაფი გაფართოება.
(ხსენებულ ვაკუუმის ენერგიას დღეს ''ბნელ ენერგიად'' მოიხსენიებენ და აზრზე არავინაა რა არის ის, რისი წილიც ჩვენ სამყაროში 71პროცენტს შეადგენს)
როდესაც ჩვენი სამყაროს ასაკი დაახლოებით 1 წამი იყო ტემპერატურა დაეცა, ბირთვების შეჯახების ძალა შემსუბუქდა და
ელემენტარულმა ნაწილაკებმა დაიწყეს მდგრადი ბირთვების წარმოქმნა -
პირველადი ნუკლეოსინთეზი.
იგი გრძელდებოდა დაახლოებით 3 წუთამდე.
ამ პერიოდში ნეიტრონებისა და პროტონების შეჯახებების შედეგად ჩნდება დეითერიუმი;
მოდით სწორედ აქედან დავიწყოთ იმის ძებნა:
- თუ რისგან შეიქმნა მთელი ის ხილული მატერია რომლისაგანაც ჩვენ შევდგებით და რაც ჩვენს ირგვლივ არსებობს.
[ 6 ]
დავბრუნდეთ 27 საუკუნის წით ქალაქ მილეტში
თალეს მილეტელი (ძვ. წ. 624 —)— სოკრატემდელი ბერძენი ფილოსოფოსი და შვიდ ბერძენ ბრძენთაგან ერთ-ერთი.
მას ბერძნული ტრადიციის პირველ ფილოსოფოსად და ასევე მეცნიერების მამად მიიჩნევენ.
ის თვლიდა, რომ სამყაროს დასაწყისი ქონდა და საწყისი ელემენტი, რისგანაც შეიქმნა ყველაფერი იყო ''წყალი''.
როდესაც დავფიქრდებით და ღრმად გავაანალიზებთ დავინახავთ, რომ ნახმარი ტერმინი ''წყალი'' გაცილებით ფუნდამენტალურია.
ძვ. ბერძნული სიტყვების საფუძველზე: ὕδωρ (წყალი) და γεννάω (შექმნა) - ''წყლის შემქმნელი'' - წარმოქმნილი ლათ. სიტყვა
Hydrogenium-ით დღეს წყალბადს მოვიხსენიებთ.
დიახ, თალეს არ უხსენებია კონკრეტულად წყალბადი, მაგრამ მან გაცილებით მეტი იგულისხბა ვიდრე უბრალოდ სითხე წყალი.
ამიტომ
არსობრივად მნიშვნელოვან სხვაობას აქ ვერ ვხედავ.
გავეცნოთ დრევანდელ მეცნიერთა მოსაზრებებს ანუ რა ხდებოდა ''დიდი აფეთქების'' მერე და როგორ წარმოიშვა ყოველი ხილული ''არაფრისაგან''?
აფეთქებიდან ~180 წამის შემდეგ სამყაროს ტემპერატურა დაეცა და დაიწყო მსუბუქი და მდგრადი ბირთვების სინთეზი-
პირველადი ნუკლეოსინთეზი.ამ პერიოდში ნეიტრონებისა და პროტონების შეჯახებების შედეგად გაჩნდა დეითერიუმი(წყალბადის მძიმე იზოტოპი ერთი პროტონითა და ნეიტრონით ბირთვში)
წყალბადის ბირთვის შესაქმნელად საჭიროა მხოლოდ 1 პროტონი.
ჰელიუმის ბირთვისთვის კი ჩვენ გვჭირდება 2 პროტონი და 2 ნეიტრონი.
ამიტომ, პროტონების ნეიტრონებზე სიჭარბის პირდაპირი შედეგია ის, რომ ჩვენ სამყაროში არსებული
წყალბადის ბირთვები დაახლოებით 3-ჯერ მეტია ჰელიუმის ბირთვებთან შედარებით.
ეს ფაქტი წარმოადგენს დიდი აფეთქების მოდელზე დაფუძნებული თეორიული სურათის ძლიერ ექსპერიმენტულ დადასტურებას.
მსუბუქი ბირთვების ფორმირება (ნუკლეოსინთეზი) პირველ 10 წუთში დამთავრდა.
მოგვიანებით უფრო მძიმე ელემენტები ჩნდებიან – ვარსკვლავების ფორმირების დროს.
დიდი აფეთქებიდან მილიარდი წლის შემდეგ, როდესაც დაიწყო პირველი ვარსკვლავების შექმნა,
სამყაროში არსებობდა მხოლოდ სამი მსუბუქი ელემენტი - წყალბადი, ჰელიუმი და ლითიუმი.
1935 წელს ფიზიკოსმა ჰანს ბეთემ წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ მზის ენერგიის წყარო თერმობირთვული რეაქციის შედეგია,
რის დროსაც წყალბადი გარდაიქმნება ჰელიუმად - ნობელის პრემია მიიღო 67ში.
მზე ძირითადად შედგება წყალბადისაგან.
მზის სითბო და სინათლე — ეს არის წყალბადის ბირთვების შეერთებისას გამონთავისუფლებული ბირთვული ენერგიის შედეგი.
წყალბადი - წარმოადგენს ვარსკვლავების და ვარსკვლავთშორისი გაზის ძირითად შემადგენელ ნაწილს.
ვარსკვლავები წყალბადის ბირთვების შერწყმის რეაქციების საშუალებით წვავდნენ წყალბადს და ქმნიდნენ ჰელიუმსა და ლითიუმზე უფრო მძიმე ელემენტებს.
თერმობირთვული სინთეზი – ატომური დაშლის შებრუნებული რეაქცია: უფრო პატარა ბირთვები უფრო დიდებად ერთიანდებიან.
სამყაროში ყველაზე გავრცელებული რეაქცია არის წყალბადის ბირთვების თერმობირთვული გაერთიანება ჰელიუმად.
წყალბადი — ყველაზე გავრცელებული ელემენტია სამყაროში. მასზე მოდის ყველა ატომის მიახლოებით 88-90 %.
ყველა მძიმე ელემენტი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ დღევანდელ სამყაროში, გამოფრქვეულია ვარსკვლავებიდან,
რომლებიც აფეთქდნენ ამოწურეს რა თავიანთი საწვავის მარაგი.
მძიმე ელემენტების სინთეზი (და ზეახალი ვარსკვლავების აფეთქების შედეგად მათი კოსმოსში მოხვედრის პროცესი)
დიდი აფეთქებიდან 2 მილიარდი წლის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება.
დასკვნა:
ყოველი ხილული მატერია, რისგანაც ჩვენ შევდგებით და რაც ჩვენს ირგვლივ არსებობს შეიქმნა პირველი ქიმიური ელემენტი - წყალბადისაგან.
რაც ნიშნავს - ὕδωρ (წყალი) და γεννάω (შექმნა) - ''წყლის შემქმნელს'' და რაც მოწმობს, რომ
ყველაფრის საწყისად (არსობრივად) სწორედ ეს მიიჩნია მილეთის სკოლის დამაარსებელმა თალესმა (27 საუკუნის წინ)თალესმა ასევე მნიშვნელოვანი ცლილება მოახდინა, როდესაც თქვა, რომ ყველაფერს საფუძვლად უდევს ფიზიკური წესები (კანონები).
მან ასევე წამოაყენა აზრი რომ ვარსკვლავები იყო სხვა მსოფლიოები, რითაც ბიძგი მისცა სხვა ფილოსოფოსებს, რომ
რაციონალიზმის პოზიციიდან ემსჯელათ ციური სხეულების ბუნებაზე.
მისი აზრით ყველაფერს გააჩნია მოძრაობის უნარი და ყველაფერი მოძრაობს.
თალეს მილეტელი შეგვიძლია მივიჩნიოთ მათემატიკის დარგის - გეომეტრიის დამაარსებელად.

მან ეგვიპტეში მიღებული ცოდნა სისტემურ მეცნიერულ დონეზე აიყვანა .
კონკრეტულად მის მიღწევებსა და თეორემებზე აღარ შევჩერდები. მხოლოდ ყურადღებას გავამახვილებ ბერძენი ფილოსოფიის სკოლების
დამოკიდებულობას ზუსტ მეცნიერებებთან - კავშირის აუცილებლობასა და მის მნიშვნელობაზე - ამის ფუძემდებელი კი თალესია.
წარწერა პლატონის კადემიის შესასველ კარზე:
''არავინ შემოვიდეს, ვინც გეომეტრიულად არ ფიქრობს'' [დაინტერესებულთათვის გაგრძელება იქნება]
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)