ისეთი ფენომენები როგორიცაა დრო, გრავიტაცია, (უ)სასრულობა ჯერ ამოუცნობია. დღეისათვის მათი შეუცნობებლობა ცხოვრებას მნიშვნელოვნად სძენს ინტერესს ჩვენთვის განკუთვნილ დროში. ცხადია ვითვალისწინებ დღევანდელ ქართულ რეალობასთან ამაზე ლაპარაკი უადგილო და პირდაპირ ცინიკურია (და არამარტო ქართულ), მაგრამ ჩვენთვის ბოძებული შემეცნების უნარს ფასს, "დარჩენილი ბანძი და ურთულესი ამოცანები" ნამდვილად არ უკარგავენ. ჩვენს განკარგულებაში არსებული დრო და მისი ფასი ნიველირებულია სოციალური შეცდომებით, "რევოლუციათა" ციკლთა ორომტრიალში, სერიალები (ნუ იცით როგორებიც), მასმედია, ბარდაგი, სუპრესია, ინტერნეტში სუბლიმაცია და დეზორიენტაცია. ვშიშობ, როდესაც დღის წესრიგში დგას კითხვა "რა ხეირი ცხოვრებისთვის", კი არა, არამედ სიცოცხლისთვის, პერდონ და მაღალ მატერიებზე ლაპარაკი, კი, ჟღერს ცინიკურად და უადგილოდ.
წარმოიდგინეთ მიახლოებითი ნუსხა იმ საკითხების, რომელთა არსებობა ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს და ჯერ საერთოდ არაა გარკვეული მათი რაობა და კიდევ მათთან რამდენი რამის არსებობაზე ჩვენ ეჭვიც კი არა გვაქვს. არადა ეს შეიძლება სულ გვერდი-გვერდ, ჩვენთან, ხდებოდეს. მოვლენილები ვართ ამ სიახლეების გასარკვევად და ასათვისებლად. ეს შესანიშნავი ტენდენცია ჯამში უზრუნველყოფილი იქნება ყველაფრისდა მიუხედავად. თუ რათქმაუნდა პროგრესი იარსებებს და უკუღმად არ წავა, ვთქვათ სქემით: "ადამიანი გამოვიდა გამოქვაბულიდან, გაფრინდა მთვარეზე და კვლავ გამოქვაბულს დაუბრუნდა". გვინდა ეს?
P.S. თემის შესაბამისად, რაიმეს სათქმელად მე ვერ გავიჭაჭებოდი

ყველაფერი შეიძლება იყოს! და იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ დრო დამოუკიდებელი რამ არც იყოს და აღმოჩნდეს რაიმე არაფუნდამენტურის კომპონენტი (გამოვლენა, ეფექტი), ისევე როგორც ცნობილი გახდა, რომ მატერია არის ენერგიის გამოვლენის სახეობა.
აბა თქვენ იცით
Venga წავედ, ვახშამის დროა