- მართალია, რთულია ქართველისათვის ემიგრანტობა. სხებთან შედარებით ქართველებში ნოსტალგიის გრძნობა ყოველთვის ძლიერია.
- კაცმა უნდა იცხოვროს იქ სადაც დაიბადა და გაიზარდა.
სამწუხაროა, რომ ხშირად ჩვენი სურვილები არ ემთხვევა - შესაძლებლბებს.

- რაც მეხება მე. სიმართლეს ვიტყვი, ოღონდ ძლიერად არ მეჩხუბოთ.
- ადრე წარმოუდგენელი მეგონა საქართველოს გარეშე ცხოვრება. ერთი კვირა თუნდაც დასასვენებლად, რომ დავტოვებდი - მასზე ფიქრი მაინც არასოდეს მტოვებდა.
- 8 წელია ვცხოვრობ ჰოლანდიაში. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ნელა-ნელა ყველაფერს შევეჩვიე და არა მარტო შევეჩვიე, არამედ მომეწონა და შემიყვარდა.
შევისწავლე ენა, ერის ტრადიცები, ისტორია, ხალხის ხასიათი... ამ დროს ძალიან ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე და ბევრიც უინტერესო, მაგრამ მათ ყურადღებას არ ვაქცევ, იმიტომ რომ საინტერესო გაცილებით მეტია. მყავს მეგობრები, სამუშაო, კლასელები, მეზობლები, კოლეგები, ძმა თავისი ოჯახით, მისი მზეთუნახავი გოგოებით, მეგობარი გოგო ბელგიელია, მამამისი უფროსია

.....
მართალია არის ხოლმე მომენტები, როდესაც მათ არ ძალუძთ ბოლომდე ჩემი გაგება, ისევე როგორც მე - მათი, მაგრამ არა უშავს. ისინი და ჩვენ კარგები ვართ, უბრალოდ ჩვენ ცოტა სხვანაირები ვართ.
- როდესაც მივდივარ ბელგიაში, გერმანიაში, ინგლისში...... უკან დაბრუნებისას მიჩნდება სიხარულის გრძნობა, რომ სახლში ვბრუნდები.
- საფრანგეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მემგონი ჩემზე მაგარი გულშემატკივარი ჰოლანდიას არ ყოლია. ფრანგულ ქალაქებში ძეგლებზე ვძვრებოდი და ორანჯისფერ დროშებს ვკიდებდი.

(მარსელში დამიჭირეს ამისათვის)
- მოსაყოლი ძალიან ბევრია, ამიტომ აღარ შეჩერდები...
ბოლოს დავამატებდი, რომ მე ჩემს თავს მაინც ქართველად ვგრძნობ და ქართველს ვეძახი. მოყვარს საქართველო და ჩემი სამშობლოც ისაა. მაგრამ რატომღაც ეს არ მიშლის ხელს, მიყვარდეს ამსტერდამი რომელიც დღეს დღეობით ჩემი ქალაქია.