აბა ახლა დიდო მათემატიკოსებო მაქვს ამოცანა!
შეიძლება აქ იყო მაგი განხილვაზე და პასუხიც იყო, მაშინ მითხარით და პასუხი მაინტერესებს, მე ამ ამოცანის ორი პასუხი ამქვს მარა პატრონს არ მოსწონს!
მოკლედ დავიწყეთ!
ვთქვათ აიღეთ ერთი ოპტოვიკისგან ფეხსაცმელი და უნდა გაყიდოთ 25 ლარად! 25 ლარი პატრონს უნდა ჩააბაროთ!
გაყიდვისას მოდის ერთი კოჭლი მარჯვენა ფეხით და ბევრი საუბრის მერე დათანხმდით და მიყიდეთ ერთი ფესხსაცმელი ნახევარ ფასში ანუ 12.50 ლარი
ცოტახანში გაგიმართლად და მეორე მყიდველიც გამოჩნდა ისევ 12.50 ლარი
ჯამში აგროვდა 25 ლარი, მიუტანეთ პატრონს, პატრონი გეუბნებათ კაი კაცი ხარ შენ მარა აჰა 3 ლარი და სკიდკის ვარიანტში დაუბრუნე იმ ხალხსო!
მოდიხარ 1 ლარი საშენოდ მოტეხე და ჯიბეში ჩაიდე დანარჩენი ორი ლარი კი მყიდველებს დაუბრუნე, რის გამოც თითოეულს ფეხსაცმლის ყიდვა დაუჯდა 11.50 ნუ გასაგებია ლოგიკურია.
ახლა კი ამოცანა! შეკრიბეთ 11.50 და 11.50 და დაამატეთ თქვენი მოტეხილი ლარი რას მიიღებთ?? (11.50+11.50+1.00=24.00 ლარი) სად წავიდა ერთი ლარი???
ან მეორე ვარიანტი 11.50+11.50+1.00 და 2.00ლარი რომელიც მყიდველებს გაუნაწილეთ გამოვიდა (11.50+11.50+1.00+2.00=26.00) საიდან გაიჩითა ერთი ზედმეტი ლარი???
ნუ მე ჩემს აზრებს ჯერ არ მოგახვევთ რათა შედარებით დამოუკიდებელი დასკვნა გამოისახოს!! სასურველია ჩამოყალიბებული, თუ უკვე იყო ასეთი ამოცანის განხილვა მაშინ მითხარით და მეთვითონ მოვძებნი პასუხს!

აბა კონკურსანტებო წინ!