ყველას (გამონაკლისების გამოკლებით)1. ამოვიდა ყელში "დავკარ ხმალი არ დააჩნდა კვალი" და "შევიდა ორით და გამოვიდა ოთხით" და etc. ტიპის პოსტები!
გთხოვთ გამოიყენოთ შესაბამისი ბმულები. ეძებეთ და იპოვნით!
2. მიმდინარე თემის სათაურია
ლოგიკა, ამოცანები & გამოცანები და როგორც იტყვიან
"თემასთან ახლოს" მეგობრებო!!! ხმლები და შუბები შეგიძლიათ
მოიძიოთ სხვა თემებში!
3. ვინც ვერ გაიგო 1 და
2 პუნქტები, ვუხსნი:
სრულიად უკომპრომისოდ გამოვიყებ შეატყობინე მოდერატორს შესაძლებლობას პოსტის წასაშლელად!!!
4. პრეტენზიები, საჩივრები, ნაეზდები, საქმის გარჩევები და სიყვარულის ახსნები
მიიღება მხოლოდ(!) პირად მიმოწერა-ში. წინააღმდეგ შემთხვევაში იხ. პუნქტი
3.
5. ვინც საერთოდ ვერაფერი ვერ გაიგო, იხ.
1,
2,
3 და
4 პუნქტები
* * *
მინდა შემოგთავაზოთ ამოცანების ციკლი რეიმონდ სმალიანის წიგნიდან "პრინცესა თუ ვეფხვი? და სხვა ლოგიკური თავსატეხები" (RAYMOND M. SMULLYAN "THE LADY OR THE TIGER? And Other Logic Puzzles" Alfred A. Knopf, New York 1982. Copyright © 1982 by Raymond Smullyan). საავტორო უფლებები და სტილი დაცულია
პრინცესა თუ ვეფხვი?ზღაპარში "პრინცესა თუ ვეფხვი?" მსრჯავდებულმა უნდა გამოიცნოს, ორი ოთახიდან რომელშია პრინცესა და რომელში ვეფხვი. თუკი იგი პირველ ოთახზე მიუთითებს, პრინცესას შეირთავს ცოლად

ხოლო თუკი მეორეზე, მაშინ მას (სრულიად შესაძლებელია) ვეფხვი შეახრამუნებს

რომელიღაც სახელმწიფოს მმართველმა მეფემ წაიკითხა ეს ზღაპარი.
- ზედგამოჭრილია ჩემი პატიმრებისთვის! - უთხრა მან თავის მინისტრს. - მხოლოდ მე არ მინდა, რომ შემთხვევითობას დავეყრდნო. დაე, ყოველი ოთახის კარზე მიამაგრონ აბრა წარწერით, ხოლო პატიმარს აუხსნიან მათ მნიშვნელობას. თუკი პატიმარი შტერი არაა და შეუძლია ლოგიკური აზროვნება, მაშინ იგი შესძლებს შეინარჩუნოს სიცოცხლე და თანაც მშვენიერ საცოლეს მიიღებს.
- ბრწყინვალე იდეაა თქვენო უდიდებულესობავ! - დაეთანხმა მინისტრი.
პირველი დღის გამოცდებიპირველ დღეს ჩატარდა სამი გამოცდა. ამასთან, მეფემ პატიმარს გამოუცხადა, რომ მათი მსვლელობის დროს თითოეულ ოთახში იჯდება ან პრინცესა, ან ვეფხვი, თუმცა სრულიად შესაძლებელია, რომ ორივე ოთახში ვეფხვები აღმოჩნდნენ, ან ორივეში პრინცესები იჯდნენ.
1. პირველი გამოცდა- და თუკი ორივე ოთახში ვეფხვები ზიან? - იკითხა პატიმარმა. - მაშინ რა ვქნა?
- ჩათვალე რომ არ გაგიმართლა, - უპასუხა მეფემ

- და თუკი ორივეში პრინცესაა? - ისევ იკითხა პატიმარმა.
- ჩათვალე რომ ძალიან გაგიმართლა, - უპასუხა მეფემ. - თუმცა, ამას ალბათ შენითაც ხვდები.
- და თუკი ერთ ოთახში პრინცესა ზის, ხოლო მეორეში კი ვეფხვი, მაშინ, მაშინ რა ვქნა? - არ წყნარდებოდა პატიმარი.
- აი აქ კი ყველაფერი შენზეა დამოკიდებული

- კი მაგრამ, საიდან უნდა ვიცოდე ვინ სად ზის? - ამოიოხრა პატიმარმა.
მეფემ მას მიუთითა აბრებზე, რომლებიც თითოეულ ოთახზე იყო მიმაგრებული, მათზე ეწერა:
- და რაც აქ წერია მართალია? - იკითხა პატიმარმა?
- ერთ აბრაზე მართალია, - უპასუხა მეფემ, - მეორეზე კი არა.
თქვენ რომელ ოთახს გააღებდით, პატიმრის ადგილზე რომ ყოფილიყავით?!
I once shiffed Coke, but the icecubes blocked my nostrils...