მიღებულია
Sharlot-ის წერილი. 10x, 10x.
წინადადება ძალაშია.
ცოტას კიდევ მოვიცდი.
* * *
ახლა შევეცდები მოკლედ და მკაცრად ჩამოვაყალიბო რასაც ვფიქრობ მაგ ამოცანაზე. მოკლედ არ გამომივა, მაგრამ მათემატიკურად მკაცრად ნამდვილად იქნება.
ამოცანის შეკითხვა შემდეგნაირად დაისმის: როგორ იმსჯელა მასხარამ? (ან რაღაც მაგდაგვარი). მოკლედ ლაპარაკია იმაზე, რომ ერთერთმა ლოგიკურად იმსჯელა და მივიდა დასკვნამდე, რომ მას ახურავს წითელი ქუდი.
მასხარას მსჯელობას აქ არ მოვიყვან ზედმეტად, მაინც ყველამ ვიცით.
საქმე კი აი რაშია:
მასხარა მსჯელობდა და ცოტა ხანი მოიცადა,
დარწმუნდა, რომ არავინ აპირებდა თქმას და ამის შემდეგ გააკეთა თავისი დასკვნა.
მოდით დავუშვათ, რომ ამ სამ კაცში არის 2 ზუსტად ერთნაირად ჭკვიანი ადამიანი. ცხადია, რომ ორივე დაიწყებდა მსჯელობას და ...
და რა? ვინც პირველი იტყოდა პასუხს ის უფრო მაგარი (ჭკვიანი) იქნებოდა? არ არის მასე!!!
იმიტომ, რომ აქ საქმე არ შეიძლება იყოს სისწრაფეზე, რადგანაც შესაძლებელია, რომ რომელიმე ნაკლებად ინტელექტიალურს ჯერ არ ჰქონდეს მომთავრებული საკუთარი მსჯელობა და სხვამ მისი რეაქციით კი უნდა გამოიტანოს დასკვნა.
იმის თქმა მინდა, რომ
მასხარას არ აქვს დროის იმ მომენტის არჩევის საშუალება როდესაც უნდა გამოაცხადოს თავის მოსაზრება.
თითქოს ნიუანსია, მაგრამ ფაქტია.
თვალებში ნაცრის შეყრად თუ მოგეჩვენათ ჩემი მსჯელობა, მაშინ ცოტას კიდევ ვიმსჯელებ და კიდევ შევეცდები, რომ დაგარწმუნოთ:
დარწმუნების უმარტივესი და ძალზე სახალისო მეთოდი:
იშოვეთ 5 ქუდი ...
მაშინვე დარწმუნდებით, რომ ეს პროცესი სერიოზულ მჯელობას კი არა პოკერის თამაშს დაემსგავსება, რადგან ამაში ლოგიკა არ მუშაობს. მოკლედ ნახეთ და თვითონ დარწმუნდით,
ითს იზი.
თუ თქვენ ხართ უდაბნოში წყურვილი გტანჯავთ და აღმოაჩინეთ ჭა, - ჯერ ნუ გაიხარებთ, რადგან ვედროს გარეშე გინდ ყოფილა ჭა და გინდ არა. თუ ვედროს ვერ იპოვით აუცილებლად მოკვდებით წყურვილით (ნუ დღესაც აგრესული ვარ გადმომყვა გუშინდელი

)
საქმე იმაშია, რომ მასხარას მსჯელობა სწორია და მან ზუსტად რომ იცოდეს, რომ დანარჩენებმა დაამთავრეს მსჯელობა აი მაშინ კი იცოცხლე, - იტყოდა სათქმელს და სწორი იქნებოდა ყველაფერი. დასანანია, მაგრამ ამოდენა მსჯელობა ისევ ლოგიკურად რომ დაგვირგვინდეს აუცილებლად საჭიროა იმის ცოდნა, რომ სხვებმა დაამთავრეს მსჯელობა. აი ამ მომენტის ლოგიკურად გამოცნობა კი შეუძლებელია. ეს არ არის ნიუანსი და ლოგიკურ ამოცანას მოეთხოვება ამდაგვარი სიზუსტეები!აქ შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ უსამართლოდ ვახურებ, მაგრამ მგონი არა:
ამ ამოცანის სხვა მოდიფიკაციებს არ ვერჩი!
ახლა კი გთავაზობთ ერთ ასევე კარგად ცნობილ ამოცანას, რომელშიც ზუსტად ამ მომენტის გამო საცოდავ მგზავრებს საკმაოდ დიდ ხანს უწევთ გამურული სახეებით ყურყუტი. ეგ მომენტი რომ არა ეს ამოცანა გაცილებით "ეფექტურად" ამოიხსნებოდა
მატარებელმა გვირაბში გაიარა და ვაგონში მყოფთაგან ერთერთს მაინც გაემურა სახე. მათ გამოუცხადეს, რომ "ერთერთ თქვენგანს მაინც აქვს სახე გამურული, ჩავიდეს და გაიწმინდოსო". მოკლედ რომელიღაც გაჩერებაზე ჩავიდა ყველა სახეგამურული და მოიწმინდა. როგორ მოახერხეს? (იგულისხმება რომ ყველა ხედავს მხოლოდ სხვის სახეებს და ვერ ხედავს თავისას და გადალაპარაკებ გადმოლაპარაკებები და მინიშნებები არ მოსულა)
აქ ახლა ამის ამოხსნა არ გვინდა, ისედაც ყველამ ვიცით, საქმე იმაშია, რომ თუ 40 მგზავრს ექნებოდა სახე გამურული 40 გაჩერება მოუწევდათ ლოდინი.
არადა დამაინტრიგებელია, არა? ხედავ, რომ 39 გამურული ტიპი შემოგციცინებს სახეზე და აპრიორი იცი, რომ კაკ მინიმუმ 39 გაჩერება უნდა იცადო.
იმიტომ უნდა იცადონ ამ საცოდავებმა ამდენი გაჩერება, რომ სხვა გამოსავალი არ არის.
აი ზუსტად ეს მომენტია ქუდიანების ამოცანაშიც. მართალია ქუდიანი მასხარის მსჯელობა ანვითარებს ბავშვის გონებას, მაგრამ ზოგიერთის (მაგალითად ჩემი) გონებას მაინც შეატოვა რაღაც უკმაყოფილების გრძნობა და ბოლოს და ბოლოს (დაახლოებით 20 წლის მერე ) კი მივხვდი რაც მაწუხებს მასში.
დასკვნა ასეთია. მასხარას მსჯელობა სრულყოფილი რომ იყოს მას უნდა ჰქონდეს "გარანტია" რომ სხვებმა უკვე იმსჯელეს და მის გვერდით მდგომი მასსავით ნიჭიერი ადამიანი ზუსტად ამ მომენტს არ ელოდება.
ეს გარანტია ამოცანის იმ მოდიფიკაციაში რომელიც მე დავსვი არ არსებობს. (ამოცანის მეორე მოდიფიკაციას არ ვერჩი (
დარაჯებს არ ვერჩით - რადიო 105))
ძალიან მაინტერესებს თქვენი კომენტარები. დიიდი მადლობა წაკითხვისთვის, თუ წაიკითხეთ