როგორც ვხედავ ''მოთელვამ'' კარგად ჩაიარა
გამოითქვა ბევრი საინტერესო მოსაზრება.
მოგეხსენებათ თემა ძალიან ტევადია, ანუ გაგვიძნელდება დასმულ შეკითხვებზე ერთიანი პასუხის გაცემა.
ამიტომ მემგონი უმჯობესი იქნება დასაწყისისათვის გამოვყოთ გარკვეული საკითხები და კონკრეტულად მათზე გავამახვილოთ ყურადღება.
მაშ ასე, მოდით თავდაპირველად განვიხილოთ, თუ რას წარმოადგენს ''ეშმაკი''.
არის მოსაზრება რომ ერთ მხარესაა - ღმერთი და მეორე მხარეს - ეშმაკი.
ანუ გარკვეულ წილად ხდება მათი მოხსენიება ერთ დონეზე .
ჩემი აზრით საკითხისადმი ამდაგვარი მიდგომა არ არის მართებული.
ფორუმზე ჩემს მიერ ღმერთი არაერთხელ მოხსენიებული იყო როგორც - შემქმნელი.
- ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი განსაზღვრება, ძალა და ენერგია...
რომელმაც სამყარო შექმნა ანუ შემქმნელი იგივე - ღმერთი.
- რაც შეეხება ''ეშმაკს''... აქ საქმე სრულიად სხვაგვარად წარმოგვიდგება.
''ეშმაკი'' გვხვდება კონკრეტულად ადამიანთან მიმართებაში და კონკრეტულად ადამიანის საცხოვრებელ ადგილას - დედამიწაზე.
''ეშმაკის'' ე.წ. ძალაუფლება ვრცელდება და უკავშირდება მხოლოდ ადამიანს.
(არ ვრცელდება:ცხოველებზე, ფრინველებზე, მცენარეებზე, ვარსკვლავებზე, გალაქტიკებზე და სხვა)
- ხვდებით რისი თქმა მსურს?
- ანუ ხვდებით იმ დიდ სხვაობას რომელზეც მაქვს საუბარი?
აქედან გამომდინარე ''ეშმაკი'' წარმოადგენს არა უბრალოდ ''ტაკიმასხარას როლში გამოყვანილი რქებიან/ჩლიქებიანი კლოუნს'' არამედ - ღრმა ფილოსოფიურ მოძღვრებას, რომელიც განკუთვნილია პირადად ადამიანისათვის.
საუკუნეთა განმავლობაში ხდებოდა ადამიანთა ფანტაზიაში ''ეშმაკის'' სახის ჩამოყალიბება, რასაც აქტიურად ხელს რელიგიური პირები უწყობდნენ.
უპირველეს ყოვლისა ეს მცნება გამოიყენებოდა როგორც შიშის გამომწვევი ''წამალი''.
შესაბამისად ცდილობდნენ გამოესახათ ''ეშმაკის წარმომადგენლები'': რქებით, კუდებით, ჩლიქებითა და დასისხლიანებული კბილებით, კუზიანი, ბრუციანი... და ასე შემდეგ....
ამავე დროს ადამიანს თითქმის დაავიწყდა, რომ იგივე ბიბლიაში ამ ძალის ''დამაარსებლად'' წარმოგვიდგება ანგელოზი სახელად სატანა.
ეს ანგელოზი გამოირჩეოდა სხვებისაგან და ღმერთთან ყველაზე დაახლოებული იყო.
- როგორ გგონიათ ყველაზე საყვარელი ანგელოზი შეიძლება რქიანი და ჩლიქებიანი ყოფილიყო?
მოდით ''ამოვატრიალოდ სურათი'' და შევხედოთ სატანას სხვანაირად, ისე როგორც ანგელოზს შეეფერება...
თქვენ დაინახავთ ენით აუწერელ სილამაზეს, რომლის დანახვაზეც შიში კი არა პირიქით მოხიბლვის გრძნობა დაგეუფლებათ და მიგიზიდავთ თავისაკენ.
ეს ყველაფერი ''თავბრუს გახვევთ'' და გაკარგვინებთ საღი ლოგოკის უნარს....
ჯერჯერობით აქ შევჩერდები. მოდით გავაანალიზოთ ჯერ ჩემს მიერ ნათქვამი.
რას ეთანხმებით? და რას რა ეთანხმებით? რას დაამატებდით? და რას ამოაკლებდით?