(უკაცრავად ცოტა დიდი გამომივიდა

ამიტომ უმჯობესია
როცა მოიცლით მერე წაიკითხოთ)
დღეს ძმას ველაპარაკე ტელეფონით. ლაპარაკში ხუმრობით, გაკვრით, მაგრამ მაინც გამაფრთხილა ხვალინდელ დღეზე. ამის მერე რძალმა კონკრეტულად მთხოვა, რომ თუ ამ დროისათვის დავბრუნდებოდი და ამის გაკეთებას დავაპირებდი - სხვანაირად მოვქცევულიყავი.
ყველაფერის მიზეზი კი ჩემი ძმიშვილის სკოლის მასწავლებელია.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გამაფრთხულეს და მათგან შორსა ვარ, 5 დეკემბერს ამას მაინც გავაკეთებ.
... დავიწყოთ სულ თავიდან:
მე16ე საუკუნეში ჰოლანდია აწარმოებდა ხანგრძლივ ომს ესპანეთთან, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღო სრული დამოუკიდებლობა (ეხლანდელი ბელგია + ჰოლანდიის ტერიტორია)
ომის პერიოდში აქ იმყოფებოდნენ ბევრი ესპანელი ჯარისკაცები, რომელთანაც ტრადიციულად ყოველ შობის წინ, ესპანეთიდან ჩამოდიოდა ''სანტ ნიკოლასი'' (St. Nicholas)რომელსაც თან საჩუქრები მოქონდა .

მიუხედავად იმისა რომ ომის დამთავრების შემდეგ ესპანელები სამშობლოში დაბრუნდნენ,
ეს ტრადიცია დარჩა ჰოლანდიაში და დღეს წარმოადგენს საერთო სახალხო/საბავშვო დღესასწაულს.
ნოენბრის შუა რიცხვებში ესპანეთიდან გემით ჩამოდის თეთრ ცხენზე (''ამერიგო'') ამხედრებული ''სინტე-კლასს'' (Sinterklaas)
და მისი დამხმარე
''შავი პიტები''
არ გაგიკვირდეთ ესენი შეღებილი თეთრები არიან, რომლებიც
''შავ პიტს'' წარმოადგენენ. მათი რაოდენობა ბევრია, ისინი დახტიან, თამაშობენ, საჩუქრებს არიგებენ, Sinterklaas ემსახურებიან და სხვა.
მისი მოსვლა/წასვლა დაკავშირებულია გარკვეულ ტრადიციებთან, რომლის დროსაც ბავშვები ''მისგან'' იღებენ საჩუქრებს.
მოსვლის ღამეს უნდა დადო ფეხსაცმელი სტაფილოთი.

სტაფილო აუცილებელია ამერიგოსათვის (ცხენი).

ღამით სინტერკლასი მოვა და პატარა საჩუქრებს მოუტანს იმათ, ვისი ფეხსაცმელიც დახვდება, ხოლო ამერიგო კი სტაფილოს შეჭამს.
წასვლის საღამოს 5 დეკემბერს, უკვე დიდი ''მეშოკით'' მოუტანს სათამაშოებს ყველა ბავშვს ოჯახში.
მიუხედავად იმისა რომ საკუთარი ბავშვები არა მყავს, პირადად მე ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, თამაში ... ხოლო ჩემ ძმიშვილ გოგოებზე ძალიან თუ ვინმე შემიყვარდება, ნამდვილად ვერ წარმომიდგენია.
ერთი სიტყვით მე და თამარი (7 წლის) ნამდვილი მეგობრები ვართ. (მეორე ჯერ პატარაა) შესაბამისად მთელ ამ ზემოთ აღნიშნულ პროცედურებს მე ვაკეთებდი და რაც მთავარია ისეთი გულმოდგინებით, რომ დილით მშობლებიც საგონებელში ვარდებოდნენ, როდესაც არა მარტო შეჭმულ სტაფილოს ნახავდნენ, არამედ სახლში აღმოაჩენდნენ ცხენის ნაკვალევსაც და სხვა უტყუარ მტკიცებულებებსაც
(ღამით საკუთარი გასაღებით ვიპარებიდი, ისე რომ არავის გაეგო)
ყველაზე საიმტერესო 5 დეკემბერია. ამ დღეს ბევრი ცდილობს დაიქირავოს სინტერკლასი თავის შავი პიტებით, ხოლო მე კი მხოლოდ და მხოლოდ ვიქირავებდი ხოლმე მის მოსასხამს და სხვა ატრიბუტებს, აქვე ახლოს იპოდრომიდან ერთი საათით ვიქირავებდი ასევე მოთეთრო ცხენს, მაროკოელ მეზობელ ალის ჩავაცმევდი პიტის ფორმას და ასაა

სახლის წინ ერთი ორს ავიქროლებდი, საჩუქრებიან მეშოკს პიტი ეზოში გადააგდებდა და ერთად გავაჭენებდით უკან
უნდა გენახათ ბავშვების აღტაცება...
მე ხომ მეზობელ ორ ბავშვსაც აუცილებლად მივუტანდი ხოლმე რამეს.
თამარის მეგობრები არიან და თან მეცოდებიან
ერთ ბიჭს, დედისა და მამის მაგივრად - ორი მამა ყავს. მას კი ეს ვერ გაუგია და სულ სევდიანი თვალები აქვს.
მეორე კი ასევე ნაშვილებია, ოღონდ ნორმალურ ოჯახში, ისინი კარის მეზობლები არიან და ამიტომ ახლოს არიან ჩვენთან. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვურჩიეთ ასეთ პატარა ასაკში (6 წელი) ჯერ არ გაემჟღავნებინათ ბავშვისათვის რომ ის ნაშვილები იყო და დაეცადათ სანამ ცოტათი წამოიზრდებოდა, მათ მაინც სიმართლის ეხლავე თქმა ამჯობინეს და როგორღაც აუხსნენ რომ მისი მშობლები სხვები არიან რომლებმაც მიატოვეს და ა. შ.
მოდით ისევ სინტერკლასთან დავბრუნდეთ
ერთი სიტყვით თამარის ყველაფერი მართალი ეგონა და ამაშიც მე ყოველნაირად ვუწყობდი ხელს.
დრო გადიოდა ის წამოიზარდა. სკოლაში ერთ ერთი საუკეთესო მოსწავლეა და ძალიან თბილია ყველას მიმართ და კარგი ურთიერთობები აქვს მეგობრებთან, მაგრამ საქმე იმაშია რომ მის ასაკში უკვე აღარავის არა სჯერავს მსგავსი ზღაპრების და ეს ევროპული ბავშვების გონება ისეთი რამეებითაა დაკავებული, რომ თვალები შუბლზე აგივა კაცს მხოლოდ მათი გაგონებითაც კი.
მოდის თამარი და მეუბნება რომ, მისი ამხანაგები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არ არსებობს. - მერე შენ რას ეუბნები? - მე კიდევ ვეუბნები რომ არსებობს... ის ყველგან ვერ მივა და ამიტომ სხვები იცვავენ მსგავს ტანსაცმელს და ეს არ ნიშნავს რომ არ არსებობს. ამის გარდა ამიგომ ჩემი სტაფილოც ხომ შეჭამა? გახსოვს სახლი როგორ დაანაგვიანა? - მახსოვს - ვეთანხმები მე და ვამატებ - მათ არ სჯერავთ და ამიტომ მათთან არ მიდის. ის მარტო იმათთან მიდის ვისაც მისი სჯერათ და უყვართ.
შარშან სკოლის მასწავლებელი ელაპარაკა თამარის მშობლებს, იმის თაობაზე რომ საჭირო იყო ბავშვისათვის აგვეხსნა რომ ეს ყველაფერი არ არსებობდა რადგან ტავიდან აეცილებინათ ბავშვების დაცინვა. (ჯერ არავინ დაცინოდა, მაგრამ აქ შეგიძლია სკოლას ჯარიმა გადაახდევინო თუ ბავშვს დაცინეს და არ ჩაერივნენ, ამიტომ თავს იზღვევენ წინასწარ)
ამის მერე მშობლებმა ჯერ მე გამაფრთხილეს რომ აღარ გამეკეთებინა მსგავსი რამე, ხოლო მერე თამარის აუხსნეს რომ ეს ყველაფერი მოგონილია და არაფერი არ არსებობს.
ბავშვმა მოუსმინა, თავი დაუქნია და როცა დრო იხელთა ჩემთან მოვიდა.
- ხომ არსებობს სინტერკლასი ძია?
- რა თქმა უნდა არსებობს. შენ ხომ გჯერა რომ არსებობს?
- მე მჯერა.
- ხოდა არსებობს. არის ისეთი რამეები რომელთა დანახვა ჭირს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ არსებობს. აი მაგალითად ეკლესიაში ხომ დადიხართ სკოლიდან (კათოლიკური სკოლაა, თუმცა არ გეგონოთ რაიმე განსაკუთრებული) ხომ გეუბნებიან იქ რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ მათ ის არ უნახავთ. თუმცა სწამთ რომ არსებობს... ამიტომ აუცილებელიც არაა რომ სინტერკლასი ყველამ დაინახოს.
თამარის თვალები კვლავ აუთამაშდა.
- რას მომიტამს ეხლა?
- ამა მე რა ვიცი მე აქ არ ვიქნები, ხომ იცი სტუმრად მივდივარ.
წინასწარ ყველაფერი მზადა მაქვს, ზეგ აუცილებლად იგივეს გავიმეორებ და თამარისთან ერთად იმ ირ პატარა ბიჭუნასაც მიუტანს ნამდვილი სინტერკლაასი საჩუქრებს.
მემგონი მშიბლებთან პატარა უსიამოვნება არ ამცდება

მაგრამ მე ბავშვებს არ ვატყუებ. ეს ყველაფერი სიმართლეა.
(თემა სახალისოა მაგრამ თუ დააკვირდებით ნაცნობი კითხვებია ''სიმართლეზე'' )