
ესეც ასე.... ''სინტეკლაუსობამ'' ცოტა ხარვეზებით,
მაგრამ საერთო ჯამში მემგონი ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ცხენი არ გამომადგა

ცხენი კი არა სუფთა ''ვირი'' იყო.
რომელსაც ვიცნობდი (''ზევსი'') სადღაც ღონისძიებაზე წაუყვანიათ და
შემაჩეჩეს საწყალი, ბებერი, გამელოტებული
ერთი სიტყვით მე (სინტერკლასის ფორმაში) და ორ ''პიტს'' მოგვიწია ფეხით სიარული.
კიდევ კარგი წინასწარ კანფეტები ვიყიდე თორემ გზადაგზა ბავშვებმა ''შემჭამეს''...
არადა რუსულ მაღაზიაში ვიყიდე: ''დათუნია'' ''წითელქუდა'' და მსგავსი ძველი საბჭოთა კანფეტები.
''პიტები'' შეცვივდნენ თამარისთან სახლში და საჩუქრები დაუყარეს,

მე შორიდან ხელს ვუქნევდი, თან მზად ვიყავი თუ რამეა გავქცეულიყავი
(ახლოს რომ წამოსულიყვნენ)
ეეეჰჰ.... ცხენით ''მაგარი'' იქნებოდა

მაგრამ არაუშავს
N.G.QUOTE |
მეც მინდა სინტერკლასმა მომიტანოს საჩუქრები |
- მერე თხოვე და მოგიტანს
Zyklon-B
QUOTE |
არ არის გამორიცხული ამ უთანხმოების გამო ბავშვი უბრალოდ გარიყულ იქნას თანატოლთა წრიდან. |
- ეგ ყველაფერი რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია და გათვალისწინებულია
კიდეც;) .
თამარისთან სკოლაში ყველაზე ხშირად მე დავდივარ, ვიცნობ ყველა მის კლასელს და
მათი ურთიერთობის მხრივ ყველაფერი რიგზეა.
საქმე იმაშია რომ თამარი არავის არაფერს არ უმტკიცებს და რატომღაც მათ აზრსაც
საერთოდ არ აქცევს ყურადღებას.
უბრალოდ - არსებობს!
მორჩა და გათავდა.
sharlot
- ყველანი ძალიან საყვარლები ხართ
ALEXA
- ... შენ კი განსაკუთრებით საყვარელი ხარ