თქვენი ნებართვით ვიხმარებ სიტყვას - კოფე.
საქმე იმაშია რომ ემიგრაციაში ზოგიერთი სიტყვა სხვანაირად აღითქმება ჩემს მიერ და ეს შემთხვევაც ამის ნათელი მაგალითია.
საქმე იმაშია რომ სიტყვა ყავა არაბული წარმოშობისაა და შესაბამისად აქ მას მხოლოდ არაბები და მუსულმანები ხმარობენ უმეტეს წილად.
მე ნაცისტი და რასისტი არა ვარ

უბრალოდ ორიდან ვამჯობინებ ერთ დასახელებას.
(ასევე მაგალითად ვეღარ ვიტან სიტყვა - საღოლ და სხვა)
ეხლა რაც თვით კოფეს შეეხება. ეს სასმისი ჰოლანდიაში პირველ ადგილას დგას.
აქ ძირითადად გამოიყენება ნალექიანი უკვე დაფქვილი კოფე, რომელიც თავსდება ქაღალდის ფილტრში, ხოლო ადუღებული წყალი ზევიდან ესხმება ამ ფილტრს, რის შედეგადაც გაფილტრული სითხე გროვდენა ჭურჭელში, ხოლო ფილტრში დარჩენილი ნალექს ვაგდებთ,
ასეთი პრინციპი არა მარტო მოხერხებულია მარტივად მომზადებისათვის, არამედ მაქსიმალურად იფილტრება სითხე რაც უზრუნველყოფს ორგანიზმში მინიმალური ნალექის მოხვედრას, ხოლო ეს ყველაფერი კი საშუალებას იძლევა მიიღო დიდი რაოდენობით.
აქ ყოველ ნაბიჯზე კოფეა. სადაც გინდა მიხვიდე... ექიმთან, ადვოკატთან, ბანკში ფულის ასაღებად თუ საყოფაცხოვრებო პრობლემის გასასაჭრელად.
მთელი დღის განმავლონაში, ყოველ შესვენებაზე თუ პაუზაზე ''სტროგად'' კოფე მზადაა. ასევე სამუშაოს პროცესშიც იგივე მეორდება.
ნებისმიერ მშენებელს თუ სათბურში მომუშავეს პირველად უზრუნველყოფენ კოფეთი და მერე ყველაფერი დანაჩენით.
მე პირადად დღეში ვსვავ საშუალოდ 6-8 ჭიქას (დიდი) სახლში მიყვარს ''ნესკოფე''
კოფე კოფეინის წყაროა, ხოლო კოფეინი კი ენერგიაა. ჩემზე უებრად მოქმედებს.
დილით სანამ არ დავლევ, ჯობია არავინ დამელაპარაკოს

რაც არ უნდა მეჩქარებოდეს გზადაგზა მაინც წავაყოლებ პლასმასის ჭიქით,
მანქანაში სპეციალური ჭიქის დასადგამიც დავამონტაჟე, თორემ სანამ გაცივდება დამაგვიანდება.
თუ გონებრივ სამუშაოზეა ლაპარაკი აქ განსაკუთრებულ დოზას ვიღებ და ღამეც ისე გაივლის ვერც გავიგებ რომ თურმე არ მძინებია.