სამეცნიერო მოდული
Beagle - 2 
რამოდენიმე საათში განახორციელებს
მარსზე დაჯდომას და წესით 25 დეკემბრის დილა
ისტორიული უნდა იყოს კაცობრიობის ისტორიაში.
მეცნიერთა ვარაუდით მოსალოდნელია სერიოზული გართულებები,
რაც გამოწვეულია თვით პლანეტა მარსით
(კლიმატური პირობები სწრაფად იცვლება)
და ასევე ზუსტი ინფორმაციის არქონით
- თუ რა ადგილას (რა პირობებში) მოხდება მოდულის შეხება (დაჯდომა) მარსზე.
სხვა მნიშვნელოვან კითხვებთან ერთად სავარაუდოა რომ
საბოლოოდ პასუხი გაევემა კითხვას:
- არის ან თუ იყო მარსზე სიცოცხლე ?დაახლოებით 180 დღის განმავლობაში მოხდება პლანეტის შესწავლა.

მოდული გადაამუშავებს მიწას და შეისწავლის გარემოს,
ხოლო იქვე მყოფი კოსმოსური ''აპარატი'' იგივეს გააკეთებს ორბიტიდან.
ვნახოთ...დაველოდოთ, იმედია ძალიან საინტერესო ინფორმაციას შევიტყობთ.