Girlრამდენად კომპეტენტური პირი ვარ არ ვიცი, მაგრამ შენი თხოვნის წაკითხვისას არ შემიძლია არ გაგიზიარო შენ და სხვა დაინტერესებულ ფორუმელებს ჩემთ ხელთ არსებული ინფორმაცია
- მარსზე ამერიკელების ''ეპოპეის'' შესახებ :gigi
- რა მოხდა 3 თებევლის შემდეგ?!
( აქ უკვე მოყვანილი იყო მანამდე განვითარებული მოვლენები)
მარსმავალის სისტემათა მთავარი კვანძები 
''სპირიტს'' შეუძლია ძალიან ბევრი რამ და ამისათვის შესაბამისადაა აღჭურვილი.
ის არის გეოლოგი: ფერადი სტერეოკამერებით, ინფრაწითელი მოწყობილობით, მის ''ხელზე'' დამონტაჟებულია უამრავი ინსტრუმენტი.
მაგალითად მიკროსკოპი, გამა-სპექტომეტრი, საბურღი მოწყობილობა ...
''სპირიტი'' წარმოადგენს ასევე მინი ჰიდრომეტეროლოგიურ ცენტრს, რომელიც შეისწავლის მარსის კლიმატს.
6 თებერვალს მარსმავალმა ''კლდე'' გაბურღა ...

... 2.65 სიღრმე და 45.5 მმ. დიამეტრის ნახვრეტი და მიკროსკოპ/კამერის დახმარებით გაანალიზა შიგნიდან.
ან დროს პლანეტის მეორე მხარეს უკვე გამართულად ფუნქციონირებდა მეორე მარსმავალი Opportunity.
9 თებერვალს პირველად მარსმავალმა ''სპირიტმა'' შეძლო საკუთარი ნავიგაციური და დამცველობითი სისტემების ამოქმედება, რის შემდეგაც დედამიწისაგან გაგზავნილი სიგნალის გარეშე მოძრაობდა თავის ახალი მიზნისაკენ - ''თეთრი ნავის'' კლდე (White Boat),

სურათზე მოცემულია კომკიუტერის მიერ გაკეთებული ადგილის ანალიზი, რის შედეგადაც ისაზღვრება მოძრაობის მიმართულება.
ამის მერე მან შეძლო ერთ მარსულ დღეში რეკორდული მანძილის გადალახვა - 21 მეტრი.
ამის გარდა როვერმა სურათი გადაუღო მიწია ზედაპირის ტალღოვან ნაწილს, რომელიც ქარის მიერ იყო შექმნილი.

ამ დროს ევროპელების კოსმოსურმა თანამგზავრმა Mars Express
სურათი გადაუღო მზის სისტემაში არსებულ ყველაზე დიდ ვულკანს (22კმ) ''ოლიმპს''

სხვათაშორის სწორედ ევროელების ''მარს ექსპრესით'' აღმოაჩინეს ყინულის დიდი საცავები, რითაც დაამტკიცეს მარსზე წყლის არსებობის ფაქტი.
მიუხედავად დიდი ინფორმაციის არსებობისა, ამერიკელები ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ მათი ანალიზის შედეგების გამოქვეყნებით.12 თებერვალს Spirit-მა გაზომა მარსის ატმოსფეროს ტემპერატურის პროფილი.
ახალი მონაცემების საფუძველზე დადგინდა რომ მარსზე ძალიან სწრაფად იცვლება ტემპერატურა.

დილით ჰაერს შეუძლია 4 გრადუსით გაცხელდეს და გაცივდეს წუთში.
წარმოიქმნება მიწასთან მდებარე ჰაერის გათბობილი მასები, რომლებიც სწრაფად მიემართებიან ზევით.