Fragileკარგი ინფორმაციაა. თუმცა, პატარა შესწორებებს შევიტანდი:
FedExაშშ-მდე: 500გრ. წერილი - $34
აშშ-მდე: 500გრ. პაკეტი - $37
აშშ-მდე: 1k. წერილი - ??
აშშ-მდე: 1k. პაკეტი - $48 (პაკეტი), $62 (ყუთი)
ევროპამდე: 500გრ. წერილი - $34
ევროპამდე: 500გრ. პაკეტი - $37
ევროპამდე: 1k. წერილი - ??
ევროპამდე: 1k. პაკეტი - $44 (პაკეტი), $58 (ყუთი)
Delivery: 3-8 დღე (შაბათ-კვირის ჩათვლით). სამი დღე, რაც შენ ახსენე, იგულისხმება გზავნილის საქართველოდან გაასვლიდან. საქართველოდან კი გზავნილები მიყვება აირზენას თბილისი-ფრანკფურტი რეისს, სამშაბათს და შაბათს. მაგალითად, დღეს სამშაბათია და ფედექსის გვერდზე თუ შეხვალ, აქართველოს ამოირჩევ და გამოითვლი რა დრო დაჭირდება გზავნილის ლოს-ანჯელესში გაგზავნას, შედეგად წერს, რომ 17 მარტს, ანუ 8 დღეში ჩავა
EMSაშშ-მდე: 500გრ. წერილი - $28
აშშ-მდე: 500გრ. ამანათი - $32
აშშ-მდე: 1კ. წერილი - $33
აშშ-მდე: 1კ. ამანათი - $40
ევროპამდე: 500გრ. წერილი - $26
ევროპამდე: 500გრ. ამანათი - $30
ევროპამდე: 1კ. წერილი - $31
ევროპამდე: 1კ. ამანათი - $37
Delivery: თავიანთი ინფორმაციით: 3-8 დღე. (8 დღე მაქსიმუმიაო, თუმცა ლექსოს შემთხვევაში როგორც ჩანს 10 დღე დაჭირდა

). აქაც, ფრანკფურტის რეისს ელოდებიან, მოსკოვის რეისთან ერთად.
გამოდის, რომ ევროპის ტარიფები და ერთკილოიანო ამანათების ტარიფები ი-ემ-ესს ცოტა უკეთესი აქვს, თუმცა ამერიკაში გასაგზავნ 500 გრამამდე წერილების ტარიფებს შორის ფედექსი ბევრით ძვირი არ არის.
სხვა ქვეყნებში ფედექსს უკეთესი ქსელი რომ აქვს, ვიდრე ი-ემ-ესს, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ უცხოეთში ეს ორ დღეზე მეტ სხვაობას ალბათ არ მოგვცემს.
TNT-ს ფასები აღარ მახსოვს, საინტერესო იქნება შედარება. TNT საქართველოდან უფრო იაფია, ვიდრე UPS და DHL, მაგრამ ფედქესზე იაფია თუ არა, არ მახსოვს