AMSTERDAMMERჯერ დაუკვირდი: პირველ შემტხვევაში ვესაუბრებოდი ციკლონას, და იქ არ მითქვამს: არაა უფრო მისაღებიო,დაუკვირდი და აღმოაჩენ.
მეორე შემტხვევაში ვამბობ: მეტი ჭეშმარიტებაა,ანუ იმაშიცაა ჭეშმარიტება.
ბოლო ორ კითხვაზე ასე ვიტყვი:
- ორივედან საუკეთესოს(ჭეშმარიტებას).
-მაგის ძიებაში ვარ,და როდესაც დავადგენ,მერე საერთოდ ვერაფერს ვერ გეტყვი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო.
ახლა ასეთ რამეს შემოგთავაზებთ:
* * *
დ უ მ ი ლ ი !
დუმილი თანხმობის ნიშანია! - თქვა ვიღაცამ.....
დუმილი ყველაზე საშინელი შეპასუხებაა! - ესეც ითქვა...
დუმილი უცოდინარობას ადასტურებს!
დუმილი დუმილის ნიშანია! :-) ესეც ერთმა მელოტმა, ჯმუხმა და სიტყვაძუნწმა, ჩია ტანის კაცმა თქვა......
და, რა არის ბოლოსდაბოლოს დუმილი? იქნებ არაფერი საერთოდ? იქნებ ის ,,ყველაფერიც,, და ეს ,,არაფერიც,, ერთად?
იქნებ იმდენნაირია დუმილი, რამდენნაირი ხასიათიც არსებობს? იქნებ ერთია?
ერთი?
ანუ ის, რომ ეს ,,არაფერი,, რომელსაც ჩვენ ვუფრთხილდებით და თან არ ვუფრთხილდებით საერთოდ, ზუსტად ის ,,ყველაფერია,,?
ასე მარტივად?
როგორც ცუდი და კარგი, თეთრი და შავი, აღმართ- დაღმართი.....?
ჰმ...... ურთიერთ გამომრიცხავი ფაქტორები....
წრეზე სიარული? ანუ ,,სიმრგვალე,,?:-)) ჰა ჰა გამეცინა....
,,სიმრგვალე,, - ყველაფრის? თუ სიბლაგვე გონებისა....
თუ, ეს ის ,,სიმრგვალეა,, უსასრულობას რომ ვეძახით? იმ უკიდეგანო უსასრულობას, რომელიც ვიცით, რომ არსებობს, მაგრამ თან არ გვჯერა.... ჰო ჰო არ გვჯერა...
- ,,როგორ დავიჯერო ამ სამყაროს სასრული არ აქვს?,,
- და მაინც იმის, იმის, იმის, იქით რა არის??
- ეს როგორ? უსასრულობა???
გამეცინა...(
ჩვენ არ გვინდა, მაგრამ ტვინს ვერაფერს ვერ ვუხერხებთ, ჩვენი ტვინი მიჩვეულია იმას, რომ ყველაფერს აქვს სასრული, ყველაფერს..... ადამიანის სიცოცხლესაც კი, მაგრამ თან იცის რომ არსებობს რიცხვი (ნ+1) . უსასრულობა.
წინა დღეს გარდაცვლილი ადამიანი რომ დაინახო, არ დაიჯერებ, იმიტომ, რომ ტვინი ვერ მიიღებს ამ ინფორმაციას . . . მას ჯერა, რომ სიცოცხლის ერთი ეტაპი დასრულდა.
მაგრამ თვითონ ამავდროულად დარწმუნებულია იმაში რომ ის უკვდავია. არ ჯერა, რომ ის შეიძლება როდისმე მოკვდეს!
არა - არა არ გეგონოს, რომ მარადიულ სასუფეველს გულისხმობს, არა! მაგაზე ამ წუთას არ ფიქრობს. ის ხორციელ სიღორეს გულისხმობს.
OPSSS.!
რა ხდება?
ისევ ,,სიმრგვალე,,?
თუ სიბლაგვე ,,გონებისა,, ანუ ტვინის....
თუ, შემეცნება წინააღმდეგობაში ვარდება, ეს მხოლოდ შემთხვევითი დაბნეულობაა და დამყარებულია სუბიექტურ შეცდომაზე დასკვნასა და მსჯელობაში. კანტის თანახმად კი, პირიქით, თვითონ აზროვნების ბუნებაშია ჩამარხული ის გარემოება, რომ აზროვნება წინააღმდეგობაში (ანტონომიაში) ვარდება, როდესაც მას უსასრულოს შემეცნება სურს.
. . . . . . . . . . . . . . . .
იქნებ?
. . . . .
ეს რა, ორი უკიდურესობის ჭიდილია? გულის და გონების?
გულიო.....
საიდან გამოტყვრა ეს ,,გული,,?!
И тишинаа...::-)
სიჩუმე? თუ დუმილი.....
ზეკაცი, თუ ,,ერთადერთი ჭეშმარიტება - ანუ ,,ის,, - ძე ღვთისა? გონება, თუ გული? ტვინი, თუ გრძნობები? ლოგიკა, თუ ალოგიკურობა? სიტყვები, თუ თვალები? სიმეტრია, თუ ქაოსი? ჰო-არა, თუ არ ვიცი? კარგად-ცუდად, თუ რაღაცნაირად??? და ასე შემდეგ? რ ა ღ ა ც ნ ა ი რ ა დ . . .
როგორ ხარ? – რაღაცნაირად! :-) კარგად და ცუდად კი არა - რაღაცნაირად . . . მაგარია არაა?:-)
ჭეშმარიტება იბადება ქაოსში..... ოღონდ სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებისას . . . წინააღმდეგ შემთხვევაში დავიბნევით.
,, - გული გაწუხებს?
- კი.
- ძალიან?
- სასიკვდილოდ.
- გადაინერგე გემუდარები. . .
- არასოდეს.
- და რატოომ?
- მე შენ ისე აღარ მეყვარები როგორც ეხლა მიყვარხარ.
- ბიჭო მე შენ გულით კი არა გონებით გიყვარვარ . . .
- მაშინ . . . მაშინ, რატომ მტკივა გული როცა შენ ვერ გხედავ? რატომ გული? ~
ან თუნდაც: . . .
- მოვიდა ჩემთან ...
- ვინა?
- სატრფო ...
- როდის?
- დილით...
- კრთოდა?
- კი კრთოდა...
- რადა კრთოდაა?
- მამა ყავს ფრთხილი... სულ დავუკოცნე :-)
- რაა??
- ტუჩები...:-)
- ლოყები??
- არა:-(
- მაშ რაა?
- ღაწვები...:-)
- ტკბილი იყოო?
- თაფლივით ტკბილი . . .
სიჩუმეე . . .?
თუ დუმილი, მაინც?
არა! ეს არც ერთია და არც მეორე. ეს არის სიყვარული.
და რა არის სიყვარული?
სიყვარული - არის სრულყოფილი აღიარება . . .სრულყოფილი!
ვიღაცას ან რაღაცას რომ აღიარებ სრულყოფილად, და ეს ,,სრულყოფილი აღიარება,, არის - ღმერთი ჩვენი! რომელიც არის ჩვენში!
მე არ ვცემ პატივს ხალხს, რომლებიც ამბობენ:- მე არაფრის არ მეშინია!
მათ არაფრის დაკარგვისაც არ ეშინიათ . . .
მაგრამ ლანცელოტი ცრუოდა რომ ამბობდა არ მეშინიაო, მას უყვარდა - ესეიგი ეშინოდა. . . :-)
შიში ერთია! ყველა შიში საბოლოო ჯამში მიდის სიკვდილის შიშთან. მაგრამ ჩვენ გვეშინია სიკვდილის იმიტომ რომ არ ვიცით რა არის, ჩვენ გაურკვევლობის გვეშინია.
მე პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებსაც ეშინიათ, მაგრამ მანც დგამენ ნაბიჯებს!
არ ეშინია გიჟს.
ჯიმ კორბეტი, რუდრაპრაიაგში ღამით, უღრან ტყეში სამი მეტრის დაშორებით გრძნობდა, მშიერი, კაციჭამია ავაზის სუნთქვას, რომელსაც იმ დროისათვის 450 ადამიანი უკვე შეჭმული ჰყავდა ...... როგორ ფიქრობ არ ეშინოდა???
კაი ერთი, თუ ძმა ხარ . . .
მას უბრალოდ დრო არ ჰქონდა შიშზე ეფიქრა, დროოო!!!!
AMANამან უშველა მხოლოდ! . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კაი ბატონო, შიშის სხვა წახნაგს შეხედე თუ გინდა . . .
,,შიში შეიქმნს სიყვარულსა,,
მაინც, რომელ შიშს გულისხმობდა დიდი შოთა?
რომელს?
რომელმაც ვეფხვების რისხვას, წარმოუდგენელი ძალის, სილამაზისა და შემართების ვაჟკაცს, მძინარე უდანაშაულო ადამინი, ზურგში, ისრის სროლით მოაკვლევინა? (ზურგში ადამიანო).
მაინც, რატომ გააკეთებინა ეს გენიოსმა თავის გმირს? რისი თქმა უნდოდა მაინც? რისი?
არა მგონია, მარტო იმის, რომ აი ასეთ ადამიანსაც კი აქვს ნაკლიო ანდა კიდევ არ არსებობს უცოდნელი ადამიანიო.
გავჩუმდე? . . .
კარგი!
. . . .
ისევ დუმილი . . .
მაგრამ მე, მაინც გეოპათოგენური ზონების ბრალი მგონია ყველაფერი.
ის, რომ ადამიანი უსუსურია უმეტეს შემთხვევაში, უსუსური თავისი თავის წინაშე.
რა არის გეოპათოგენური ზონა?
მეცნიერებისათვის მისი წარმოშობის გენეზისი და რაობაქანიზმი უცნობია.
არსბობს მთელი რიგი ვერსიები, მაგრამ მკაფიო მეცნიერული პასუხი ჯერ კიდევ არ ჩანს.
მასთან დაკავშირებით საინტერესო აზრი გამოთქვა ერევნის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის მეორე კურსის სტუდენტმა, მისი აზრით უფრო ზუსტად კი შეგრძნების თანახმად, ჩვენი პლანეტის ზედაპირზე, რაღაც ბადეა, ბუნებაში წყლის ცირკულაციის მსგავსი ენერგიის ცირკულაციასთან კვანძებია, ესაა ძაბრის მსგავსი წარმონაქმნები, რომლებშიც ხდება დედამიწის ზედაპირთან ენერგიის შეწოვა. ასეთ ადგილას მყოფი ადამიანი კარგავს თავის ენერგეტიკულ ველს, რის შედეგადაც მისი იმუნიტეტი სუსტდება სხვადასხვა დაავადებებისათვის უფრო ადვილად დასაძლევი ხდება.
ვეთანხმები!
მაგრამ, ეს ხომ უკვე რეალიზმია? თუ არის საერთოდ რათქმაუნდა.
ისევ წინააღმდეგობა? მე ხომ იდეალისტი ვარ?!!!
ისევ ,,სიმრგვალე~, თუ ,,სიბლაგვე~ ჩემივე გონების?
არა არა, სოფისტი არ ვარ...
თუმცა გამოგიტყდები, დიდ პატივს ვცემ სოფისტებს.
უბრალოდ მე ვიცი, რომ არაფერი არ არის ერთმნიშვნელოვანი. სიკეთეც კი! დიახ სიკეთეც კი!
შეიძლება ის რაც ჩემთვის სიკეთეა, სხვისთვის ბოროტება იყოს.
იმან, რამაც მე შეიძლება სიკეთე მომიტანოს, სხვას შეიძლება ბოროტება მოუტანოს. . .
მაშინ რა გამოდის ადამინო? თუ, რაც ჩემთვის სიკეთეა და სხვისთვის ბოროტებაა რა გამოდის რა? ის რომ სიკეთე და ბოროტება ერთნაირად მოქმედებს ადამიანებზე? რომ სიკეთე და ბოროტება (ენა არ მიტრიალდება რომ წარმოვთქვა მაგრამ) ერთი და იგივეა?
მაგრამ ჭეშმარიტება ხომ მხოლოდ ერთიააა ერთიიი!
ისევ დუმილიიი - უკვე დავიღალე!
ძალიან ბევრი ვიფიქრე ამაზე.
ჰეგელი:
ვერც სოკრატემ, ვერც პლატონმა ვერც არისტოტელემ და საერთოდ ვერც ვერავინ - მხოლოდ ჰეგელმა:-)
მან მიპასუხა სულ სხვა კითხვებზე პასუხის გაცემით.
1) ,,მე ვცრუობ!~ - ანუ მე ეხლა, რომ ვლაპარაკობ ვიტყუები. მე ეხლა ვიტყუები თუ სიმართლეს ვამბობ?
2) ,,რამდენი პურის მარცვალია გროვა?~
და მაინც რამდენი მარცვალია გროვა რამდენი???
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დუმილი. . . .
ისევ ეს აუტანელი დუმილი . . .
ააქვს ამ კითხვებს ჰეგელისებური ახსნა, მაგრამ არ მაკმაყოფილებს მე არაააა . . . . .
და როდემდე ??? როდემდე???!!!
,,როდემდე უნდა დავიბანო პირი ყოველდღე?!
ყოველ სარამოს დავწვე ხოლმე უნდა როდემდე?!
მეჭიროს უნდა ყველაფერზე როდემდე თვალი?!
ანდა როდემდე უნდა მქონდეს იმედი – ხვალის?!
როდემდე?~
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მოიცა ერთი, თუ ძმა ხარ . . . ?!
და რა გამოვიდა აღნიშნულიდან გამომდინარე? გაიგე რამე? მე მაგალიათად ვერაფერიც ვერ გავიგე . . .
ერთის გარდა . . .
როგორც ძველი სპარსული ანდაზა გვეუბნება :
,,ჰარ დერახშანდე ზარ ნისთ~ - ანუ : ყველაფერი რაც ბრწყინავს ოქრო არ არის, ანუ ისე არ არის ყველაფერი, როგორც ერთი შეხედვით სჩანს.
მაშ როგორ არის???:-)) სულ ეს მაინტერესებს.. . . . ,,სულ,, მხოლოდ :-))
აი რა მინდა ვიცოდე, მხოლოდ . . .:-)
რა ცოტა რამ მინდა არა???:-))
ისე ჩვენში რომ დარჩეს . . . ერთხელ ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა თავისი ქალაქის დაწვა . . .!
იმ ღამეს ნოსტრადამუსი იპოვეს ქალაქის გალავანთან . . .
გალავანს ცეცხლს უკიდებდა!!!!! :-)
რას ნიშნავს ეს ყველაფერი??? ალბათ იმას, რომ ნოსტრადამუს ამით უნდოდა ეთქვა: ,,ხალხო ყველაზე დიდი წინასწარმეტყველება არის ის, – რომელიც არ სრულდება, რადგანაც ზუსტად მაგიტომაა ნაწინასწარმეტყველები რომ კაცობრიობამ თავიდან აიცილოს ის, რაგინდ შეუძლებლად და უტოპიად არ უნდა სჩანდეს მომავლის შეცვლის მცდელობაც კი. . . :-)
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
დუმილი ისევ????
ალბათ . . .
და მაინც ყველაზე მართალი ის კაცი მგონია ვინც თქვა: დუმილი დუმილის ნიშანიაო :-) ზუსტად ის მელოტი, ჯმუხი და სიტყვაძუნწი ჩია ტანის კაცი ......
ალბათ ის არის ყველაზე მართალი . . .
,,O, puissent voir votre beaute’ sacre’e,
Tant d’amis sourds a’ mes adieux!
Qu’ils meurent pleins de jours,
Que leur mort soit pleure’e,
Qu’un ami leur ferme les yex! . . .”
P.S. და მაინც :
- იმის, იმის, იმის, იმის იქით ნეტა რა არიის???
- დ უ მ ი ლ ი ი ი ი ი ი . . .
გადაქართულებულია ზარმაცებისათვის
sharlot This post has been edited by sharlot on 1 Mar 2004, 13:39