Naomiმაშინ დავუბრუნდეთ პირველ პოსტინგს.
ფსიქოლოგთან მიდიან გარკვეული პრობლემებით და არა ყველანაირით, ფსიქოთერაპევტთან მიდიან ფსიქიკური პრობლემების გადასაწყვეტად და არა გულის მოსაფხანად.
მე ვფიქრობ რომ ხშირად არის შემთხვევები ფსიქოთერაპევტის დახმარება და არსებული პრობლემების დაძლევა მართლა შესაძლებელია მეგობარ-ახლობლების დახმარებით (მაგრამ არა დღიურის საშუალებით).
შენ ალბათ მართლა არ გინახია მძიმე პაციენტები, ფობიები, ნევროზები, დეპრესიები... და რა ვიცი კიდევ რა ოხრობები. ცადე და შენს მეგობარს მოუხსენი ეგეთი რაღაცეები.
ყველანაირი ფსიქოთერაპიის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ანაზღაურება (რაზეც ასე ხშირად ეღიმებათ ხოლმე), მას ორი ძირითადი თერაპიული დატვირთვა აქვს:
1) პატარა პარალელი რომ გავავლოთ - როცა უცხო ენას უფასოდ გასწავლიან უმეტეს შემთხვევაში მას საკმაოდ უგულისყუროდ ეპყრობი და თუ ფულს იხდი თანაც საკმაოდ ბევრს... ასევეა ფსიქოლოგიაში, ეს ასე ვთქვათ ერთ ერთი დამხმარე საშუალებაა.
2) მეორე უკვე პირდაპირ ეხმიანება შენს თემას, ფასი რომ არ იყოს ბევრი მართლა ისეთი პრობლემებით მივიდოდა შენ რომ გულისხმობ, და ეს პრაქტიკამაც დაადასტურა.
არის შემთხვევები როდესაც სხვადასხვა მიზეზებით პაციენტს არ შეუძლია ფულით აანაზღაუროს სეანსების ღირებულება, ამ შემთხვევაში მიმართავენ ალტერნატიულ გზებს და მკურნალობის საფასურად აკეთებინებენ რაიმე სამუშაოს (ხშირად ისეთს რომელიც ფსიქოლოგს არაფერშიც არ ჭირდება, ერთი ახალზელანდიელი ხელმოკლე პაცენტ სსაფასურად ავალებდა თავისი ძაღლის ყოველდღიურ გასეირნებას თუმცა თვითონაც ძალიან უყვარდა ამის კეთება), ძალიან იშვიათად არის სრულიად უფასო დახმარება, მაგალითად საქართველოში ლტოლვილების მიმართ.
მე ამით იმას კი არ ვამბობ რომ ფსიქოლოგები ანგელოზები არიან და ფულს მარტო ამიტონ იღებენ თორე თვითო ძალიანაც არ უნდათ მეთქი, უბრალოდ ეს ერთ ერთი აუცილებელი ნაწილია თვითონ თერაპიული პროცესის.
თვითონ ის ფაქტი რომ შენ თვლი რაღაც მოვლენას საკუთარ ცხოვრებაში პრობლემურად და არ შეგიძლია მისი გადაჭრა უკვე მიუთითებს გარკვეულ დარღვევაზე და აქ ფსიქოლოგის დახმარება მართლაც არაა ურიგო.
თერაპევტი თვითონ კი არ "გაგიქობს" არსებულ პრობლემას და უმეტეს შემთხვევაში არც "გეუბნება" რომ შენ ესა და ეს პრობლემა გაქვს და ესე და ესე თუ მოქცევი აღარ გექნებაო, ფსიქოლოგი ცდილობს შენ თვითონ ჩაწვდე საკუთარი პრობლემის არსს და მოიშორო იგი.
ფსიქოლოგი არ გეუბნება, გსიქოლოგი გიხსნის, ამაში დიდი სხვაობაა.
ძალიან ხშირად თუ შენ ჩაწვდი საკუთარ პრობლემას, შემდეგ იგი თავისით მოიხსნება.
ნუ გგონია რომ შენ იცი რა და რატომ გაწუხებს, თუ ნამდვილად ბოლომდე იცი "რა" და რაც მთავარია "რატომ" და თვითონვე ვერ შველი მას მაშინ ფსიქოლოგის პაციენტი აღარ ხარ, მაშინ ნამდვილად ფსიქიატრთან ხარ მისასვლელი.
თუმცა ფსიქიატრები მარტო არყვეტილი გიჟების ექიმებად არ უნდა მოვიაზროთ.
ფსიქოთერაპია ზუსტად ის სფეროა სადაც ეს ორი მეცნიერება, ფსიქოლოგია და ფსიქიატრია, ყველაზე ინტენსიურად გადაკვეთენ ერთმანეთს.
ფსიქოთერაპევტი შეიძლება ფსიქოლოგიც იყოს და შეიძლება ფსიქიატრიც, აქ ძალიან ძნელია ძუსტი გამყოფი ხაზის გავლება.
გეთნხმები რომ ფსიქოლოგთან სიარული ზოგ შემთხვევაში მოდაა და მეტი არაფერი, უმეტეს ამერიკელ მეტ ნაკლებად მდიდარ და საკუთარი თავის პატივისმცემელ ქალს აუცილებლობად მიაჩნია ფსიქოლოგთან მუდმივ სეანსებზე სიარული. საქართველოშიც ბევრია ეგეთი.
თუმცა ბევრია ისეთიც რომელთაც მართლა სჭირდება დახმარება და ესე ხელაღებით თქმა "რისთვის არიან საჭირო ამ პროფესიის ადამიანებიო" ცოტა სასტიკადა კი მეჩვენება (არა ფსიქოლოგების მიმართ)
თუ შენ უბრალოდ შეყვარებულმა მიგატოვა ან ერთხელ მშობლებს წაეჩხუბე არ არის საჭირო მაშინვე ფსიქოლოგთან გავარდე "ვაიმე რა მეშველება მგონი მშობლის მიმართ ოიდიპოსის კომპლექსი მაქვსო".
ხშირად მოდაა, მაგრამ ხშირად ნახევრადცოდნაც, არაერთი დარღვევა გამოუწვევია უპრაკუნოდ ფსიქოლოგიური ლიტერატურის კითხვას (განსაკუთრებით ფროიდის ნაშრომების). ამას დაახლოებით ისეთი ეფექტი აქვს როგორც სხვადასხვა დაავადებების აღმწერი სიმპტომების წიგნის კითხვას, მერე რომ რაც არ უნდა ჯანმრთელი იყო და მაინც ყველა ჩმოთვლილ დარღვევებს აღმოიჩენ ორსულობის გართულების და მასტიტის გარდა (თუ მამაკაცი ხარ).
რჩევას კი ვერ გავითვალისწინებ აქ საფსიქოლოგოდ არ შემოვდივარ, თუმცა ზოგიერთებს გადავცემ იმათ თავიანთ გამოკვლევებში გამოადგებათ
* * *
amigoAMSTERDAMMER-ი მართალია, ფსიქიატრთან გამართული საუბრის მაგალითის მოყვანა უფრო ადვილია.
გააჩნია მიმართულებას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ფსიქოლოგი ცდილობს რაც შეიძლება ცოტა ილაპარაკოს, ძირითადში ინიცირებას უკეთებს პაციენტის საუბარს, უმტესწულად შემოიფარგლება ძალიან მცირე რაოდენობის კითხვებით, ძირითადში პაციენტის საუბრის გარკვეული მიმართულებით წაყვანის მიზნით. ესე ახსნა ძალიან ძნელია თავშიც არაფერი არ მომდის.
თუ პაცინტი წყვეტს გარკვეულ თემაზე საუბარს, თერაპევტი დუმს, უმეტეს შემთხვევაში იმდენ ხანს სანამ სიჩუმე არ აიძულოს პაციენტს დაამატოს ამ თემას კიდევ სხვა დეტალები, თუ თემას გადაუხვია მხოლოდ მაშინ ხდება ჩარევა (უმეტესწილად შეკითხვით) ან თუ საჭიროა სხვა საკითხზე გადასვლა, დაახლოებით ასე "ხომ არ გვესაუბრა ამის და ამის შესახებ" და რა ვიცი კიდევ როგორ, ეს ძალიან ინდივიდუალურია.
მოკლედ კარგად ამირიე აი...

მართლა "ჩამჭრელი" შეკითხვაა
Я не люблю когда мне врут, но от правды я тоже устал...........
სიცოცხლეა მაგარი მავნებელი, სიკვდილს იწვევს ©TimeRider
ლოცვა არ გაგიძლიერებია? © GT