ნამდვილ სპეციალისტს საერთოდ არ სჭირდება ადამიანთან ლაპარაკი, რომ მასზე ზოგადი წარმოდგენა იქონიოს.
საკმარისია გამოცდილი თვალით აათვალიეროს, გაეცნოს რამოდენიმე მომენტს მისი ბიოგრაფიიდან, ხოლო თუ შესაძლებლობა მიეცა გარკვეული დრო თვალი ადევნოს მის ყოველდღიურ მოქმედებებს - უკვე კონკრეტულ დასკვნებს გააკეთებს.
ამის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს განთქმული როსტოველი სერიული მკვლელის (მსოფლიოში ნომერ პირველი) დაპატიმრების ფაქტი. სახელი დამავიწყდა

''შიკატილა'' თუ რაღაც მაგდაგვარი.
ვისაც ნანახი აქვს მხატვრული ფილმი ამის შესახებ, კარგად ეხსომება მთელი ამ ისტორიის ასავალ-დასავალი.
ერთი სიტყვით, ამ მანიაკმა იმდენი ხალხი დახოცა და მოქმედებდა იმდენ ხანს, რომ მთელი საბჭოთა კავშირის შ.ს. სამინისტრო საგონებელში ჩააგდო.
საუკეთესო გამომძიებლები და კკბს აგენტები იყვნენ დაკავებული ამ საქმით.
ძალიან დიდი დროს განმავლობაში ვერ იჭერდნენ და როდესაც დაიჭირეს, წარმოიდგინეთ იმდენად ყველაფერი გათვლილი ქონდა, რომ ვერაფერს ვერ უმტკიცებდნენ.
საქმე იქამდე მივიდა, რომ დაჭერილი კანონით უნდა გამოეშვათ, რადგან დაკავების საფუძველი არა ქონდათ...
და აი აქ ჩნდება ფსიქიატრი, რომელმაც საკუთარი დაკვირვებების შედეგად დაწერა წიგნი, რომელიც ეხებოდა შიკატილას ბიოგრაფიას.
როდესაც მან დაწერილი წაუკითხა მანიაკს - სად დაიბადა, როგორ, რას გრძნობდა, რას აკეთებდა და ა. შ. - მან ვეღარ შეიკავა ემოციები და აღიარა რომ ეს ადამიანი თვითონაა.
რაც შეეხება მეგობრებს, მეზობლებს და კარგ/კეთილ ხალხს - რა თქმა უნდა მათი დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ სპეციალისტი სულ სხვა რამეა და მისი აბსოლიტურად ნეიტრალური პოზიცია (იგივე მეგობრებისაგან განსხვავებით) გამაგრებული ცოდნითა და გამოცდილებით გაცილებით ეფექტურ შედეგს იძლევა.