როდის დაიხურა? ჩვეულებრივად ღიაა

''მოდით გელით გაშლილი ხელით''
შეიძლება ადრე ერთი-ორი დღით, მაგრამ ეს დროებით იყო.
მოდი ერთ რამეზე შევთანხმდედ, არსებობს:
- ბიბლია (მასში მოთავსებული ფილოსოფიური სიბრძნით) რომლის შეცვლა არ შეიძლება და არცაა საჭირო.
- ეკლესია - რომლის დანიშნულებაა რელიგიისა და ხალხის მსახური.
რომელიც ვალდებულია დადგენილი წესების დაცვით მრევლამდე მიიტანოს ღმერთის სიტყვა (ბიბლიიდან)
ამავე დროს ეკლესია რთული სტრუქტურის მქონე ორგანიზაციაა, რომელსაც გააჩნია საკუთარი იდეოლოგია.
ხშირ შემთხვევაში იდეოლოგია შორსაა თავად რელიგიასთანაც, ამის ნათელი მაგალითი ინკვიზიციებია.
განა იესოს ქადაგების წამკითხავს აზრი გაუჩნდება ასეთი ბარბაროსული მეთოდების გამოყენების?!
მთელი ქრისტიანული რელიგიის ქვაკუთხედი სიყვარული და შენდობაა, ხოლო ამ დროს ხალხს იესოს სახელით ცეცხლში წვავდნენ.
რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში შესაბამისად იდეოლოგიაც იცვლება
(ამის შესახებ გვქონდა უკვე საუბარი)
რაც შეეხება თვით ბიბლიური ტექსტის ანალიზის აკრძალვას.
დიახ აკრძალულია... მაგრამ ვის მიერ და რა მოიტანა ამ აკრძალვამ?
- არ მომხდარა ანალიზი და კრიტიკა?
თუნდაც აქ ფორუმზე?! ჩვენს მიერ?! ჩემს მიერ?!
მე მორწმუნე ვარ და თუ როდისმე რამე მითქვამს ბიბლიას და იესოს არ გავცდენილვარ არასდროს.
(წმინდა მამებს და სხვა საღვთო წიგნებს, გარკვეულწილად - კი)
კრიტიკის და ანალიზის უამრავი მცდელობა იყო და არის.
- შედეგი?!
ბიბლიას დღეს უამრავი ''აფრიალებს'' და თავისებურად ხსნის იქ მოცემულ სიბრძნეს,
უამრავი სექტა და ორგანიზაცია იქმნება, რომელთაგან ზოგი რას აღიარებს და ზოგიც რას, მაგრამ ბიბლიას არ უარყოფენ.
დარვინმა უამრავი მონაცემების საფუძველზე ევოლუციური ჯაჭვი ჩამოაყალიბა ათასობით წლის შემდეგ და ეს, სხვა არაფერი თუ ბიბლიაში არსებულ რიგითობის მსგავსი აღმოჩნდა.
(დამთხვევის ალბათობა ყოველთვის არსებობს. ლაპარაკია იმაზე, რომ მსგავსია)
ამიტომ ავღნიშნე დასაწყისში, რომ ამ ფაქტს აქვს გარკვეული მნიშვნელობა.
აინშტაინმა იმხელა თეორიები ჩამოაყალიბა, გრანდიოზული გონებრივი სამუშაო ჩაატარა და მივიდა დასკვნამდე რომ მართლაც სამყარო წარმოიშვა ე.წ. ''დიდი აფეთქების'' შედეგად და ის ფართოვდება ანუ მას ქონდა დასაწყისი და ის დაიწყო ''წერტილიდან''.
მას ბუნებრივად გაუჩნდა ერთი კითხვა:
'' - რომელმან შექმნა სამყარო?......''

და საბოლოო ჯამში მიადგა მას ვისაც ჩვენ ღმერთს ვეძახით (სხვათაშორის თავადაც, მაგრამ შედარებოთ განსხვავებული ფორმით)
This post has been edited by AMSTERDAMMER on 3 Mar 2004, 01:09