ათი ცოტაა მარა შევეცდები ყველაზე პოზიტიურით შემოვიფარგლო:
1. მუსიკა..
2. კარგი ფილმი და წიგნი..
3. როცა მაგრა ბარდნის და მე სახლში ვზივარ ბუხართან თბილად, ვწრუპავ წითელ ღვინოს და ფანჯრიდან ვუყურებ როგორ თეთრდება ირგვლივ ყველაფერი......
4. ზღვა, განსაკუთრებით ღამე ბანაობა ... ან და უბრალოდ ზღვის სანაპიროზე ჯდომა და ტალღების ხმაურის მოსმენა...
5. ბუნებაში განმარტოება....
6. წვიმა ...განსაკუთრებით ზაფხულის წვიმა, ფეხშიშველა წვიმაში სიარული და საოცარი სურნელი წვიმის გადაღების შემდეგ...
7. მოგზაურობა...
8. მეგობრებთან ერთად ყოფნა..ლუდის დალევა.. მხიარულობა...ჭორაობა...დისკუსია....კარგი მუსიკის მოსმენა...ფილმის ნახვა და განხილვა...კარტის თამაში...ანდა უბრალოდ ჯდომა..მთავარია ჩემი უახლოესი და საყვარელი მეგობრები იყვნენ ირგვლივ..
9. საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა...
10. და რათქმა უნდა საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა...