საქმე ასე იყო
გავბრიყვდით ამ ბოლით რომელიც გაზეთში დაიბეჭდა და წავედით. მაშინ არეული პერიოდი იყო მემგონი 1992 წელი იყო კარგად არ მახსივს - წავიღეთ კარავი და რამე
მატარაბლიდან რომ ჩამოვედით სადღაც 27 კმ ვიარეთ ნუნისამდე ფეხით -

მერე ზემოთ ეკლესიასთან გავათენეთ - დილას გიორგი გამოჩდა სასტავტან ერთად სადღაც მიდიდნენ და ერთერთმა მათგანმა აგვაცილა - ის რომ არ ყოფილიყო ვერ მივაგნებდით ალბათ- კიდე საკმაოდ ბევრი ვიარეთ ერთი 5 კმ ტყეში.
სულ რამოდენიმე კაცი ვიყავით გიოეგი ტავის ოჯახტან რამოდენიმე ბიჭი და ჩვენ. ვნახეთ ის გამოწვაბული. იქვე დანგრეული პატარა მემგონი სალოცავი - ზედ უზარმაზარი ქვა იდო. საიდან მოვიდა ის ქვა გაუგებარია. ალბათ ზევიდან ჩამოგორდა. გვერძე მეორე ქვაც იყო -
იქ ორი კვირა ვიყავით მემგონი კაი იყო - ცოტანი ვიყავით და დებოში არ იყო. ძაან მოგვეწონდა და მაგარი დაბოლილები ჩამოვედით. გიოგი პატარა გურუს პონტში გადის. მერე გაირკვა რომ ადრე სტარავერებთან დვიჟენიობდა. კაროჩე ყველაფერი იცის. გაიგო რომ მფრინავი ტეფშები მაინტერესებდა და მითხრა აწყობა ძაან ადვილიაო. სახლში წიგნი მაქვსო თუ როგორ უნდა ააწყო მფრინავი თეფშიო (მერე როგორც გაირკვა ვიმანიკა შასტრას გულისხმობდა) LOL უცხოპლანეტელების დასანახად სპირალური გამოსხივების ლაზერები გავაკეთოთო - რადგან მათი ატომები ასეა აგებულიო LOL (კაროჩე უბერავს კი არა სხვებს აბოლებს - გურუ უნდა რომ იყოს)
რომ მოვდიოდით წვიმა მოდიოდა და ეხლა მე ღრუბლებს გაგიფანტავთო რომ კარგად ჩახვიდეთო და ცაში ვითომ ენერგიებს უშვებდა

წვიმამ გადაიღო თუ არა თქვენთვითონ მიხვდით
ორი წლის მერე კიდე ავედით. ბანაკი წყაროსთან გადმოეტანათ. უფრო მეტი ხალხი იყო. ერთ კარავში ვიღაც წყვილი იყო და მთელი ღამე ჟიმაობდნენ ხოლმე LOL და ვინც მაგათ კარვის ახლოს იყო ყველა ცუდათ იყო LOL კიდე კაი ჩვენ არ გესმოდა
მეხუთე თუ მეექვსე ჩანჩქერამდე ავედით - ხევის ზემოდან დათვის ბურტყუნი ისმოდა LOL მერე სასტავი დაიქმენდა და უკან წამოვედით. დილას მოსაფსმელად რომ გავდიოდი 20- 30 მეტრში დათვის ნაკვალევი იჩითებოდა ხოლმე ცველ მიწაზე.
მერე დაიწყეს ბერების საფლავების ჩიჩქვნა. ის იტალიელიც იქ იყო მწერალი ვითომ. ხოდა სასტავს რომ არ მოეწონა ეს ფაქტი, გიორგიმ თქვა რომ ღმერთის ნებაა ამ ძვლებმა მზის სინათლე უნდა ნახოსო. ჩიჩქნიდნენ და ყრიდნენ მიწას. ერთი იდეინი ძმაკაცი მყავს და იმან დაიწყო გადაყრილი მიწის და გოროხების გარჩევა და ერთ ასეთ გოროხში იპოვა ბეჭედი - წერილებს რომ ადებდნენ ხოლმე - ქვისგან იყო გამოთლილი - გიორგიმ გამოაცხადა რომ შენ ჩვთის მიერ რჩეული კაცი ხარო და ამ ბეჭედზე ასტრალური მეშვიდე თვალია გამოსახულიო და იასნია ეს ბეჭედიც მიითვისა.

არ უნდა მიგვეცა.
მერე ცდილობდა პარაშუტის გამორთმევას - მატერია მოეწონა - კარავზე ზემოდან გვქონდა გადაფარებული პარაშუტი რომ წყალი არ ჩამოსულიყო. არ მივეცით - მაგიერში ჩემს ძმაკაცს ვინც ეს ბეჭედი იპოვა საპიორნი ლაპატა დაახია LOL (ის ხომ რჩეული იყო) LOL
კაროჩე მივხვდით რომ მაგარი აფერისტი იყო და იმედები და ოცნებები გაგვიცრუვდა.
მერე ერთი პერიოდი გაზეთს ვუშვებდი. ამოუცნობი ერქვა - შეიძლება გინახიათ და ინტერვიუზე მივედით მაგასთან სახლში - დიდ დიღომში. იმ პერიოდში ვითომ მკურნალობდნენ (ამას ექომბაშობა ქვია) და ორი ქალი იყო მოსული და ერთერთის მეუღლეს ბუასილი აწუხებდა ესენი კი ჭკუაზე არიგებდნენ რომ ბუასილზე ალუბლის კურკა ატრიალე ზევიდანო და მოურჩებაო - ისინი კი ამბობდნენ რომ იტანჯებაო ტკივაო და არ შველიოსო მარა ესენი თავისას აწვებოდნენ. (ეტკინებოდა აბა რა იქნებოდა - ასეთი უმეცრება არ გამიგია ;( იმ კაცს რაღას ერჩოდნენ???)
კაროჩე ჯერ იწვა საწოლზე ფაშასავით და არ დგებოდა და არ გველაპარაკებოდა. მერე კი ეტყობა რაღაცეები დაარენდერა თუ ჩვენი გამოყენება როგორ შეიძლებოდა და სტატია დაგვაწერინა - სენსაცია შიდსის წამალი აღმოჩენილიაო. და კიდე კიბოსიცო და აბა გამოიცანით თუ ვინ აღმოაჩინა ეს წამალი??????
მერე ის ვიმანიკა შასტრა მომცა ეხლაც სახლში მიგდია - უფრო სწორად ქსეროასლია ინგლისური გამოცემის

))) და კიდე დიქტაფონი გვათხოვა - მათინ ჩვენ უფულო სასტავი ვიყავით და უარი არ ვუთხარით.
ესაა ა ეს მეტი შეხება მე მაგ კაცთან არ მქონია - ჩემი დასკვნა კი ისაა რომ აფერისტები არიან და ასეთი ტყუილისთვის ადამიანი უნდა ისჯებოდეს კანონით. მარა სადაა კანონი
კიდე გვაბოლებდა რომ მოდი გაზეთს სახელი გადავარქვათ - ლომი დავარქვათო - და მარაოს ფორმა მივცეთო ან სამკუთხედიო - ამა ვის უნახია ასეთი გაზეთიო LOL ბევრი გაიყიდებაო. სტატიებს მე დაგაწერინებთო

ბოლოს კი ერთი უცნაური ამბავი მინდა გითხრათ რომელიც "კიდობანში" შემემთხვა - ჩემი თვალი რომ არ მენახა არ მოგიყვებოდით. ყველანი ღამე ავედით გამოქვაბულში და იქ ყველამ ლოცვა დაიწყო ჩემს გარდა

მთლათ ათეისტი არ ვარ მარა მაიც და მაინც რელიგიური არ ვარ. ხოდა ტავზე სინათლის სვეტი დამეცა - თეთრი სინათლის სვეტი - არ ვიცი სხვაბმა დაინახეს თუ არა რადგან ყველას ტავი დაბლა ქონდა დახრილი მარა ასე იყო - ცოტა შევცბუნდი და ძაანაც გამიკვირდა მარა იმ მომენტში არავირთვის არ მითქვამს ამის შესახებ.
სურათები კი უნდა დავასკანერო - ერთი მაქვს აქ

აბა გამოიცანით ვინ დგას მარჯვნივ?????