indianagკი ბატონო გასაგებია

მე არ ვამბობ რომ ძარცვით იშოვა და მსგავსი,
მაგრამ
ხომ ვხედავთ რომ რაღაც არ არის სწორი.
რასაც გუშინ მარადონას აძლევდნენ მთელი კონტრაქტით, ეხლა ერთ სეზონზე იღებს ''კარგი'' ფეხბურთელი.
ერთი ტელესერიალის გასაღებაში რომელიც 1საათიც არ გრძელდება მილიონებს იღებენ
და სხვა უამრავი (უკაცრავად პრიმიტიული მაგალითებისათვის)
მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან ხოლო მთელი მსოფლიო კი ღარიბდება და ღარიბდება.
ამავე დროს ეს აურაცხელი ფული კიდევ დამატებით პროცენტებს იღებს ბანკში.
რატომ?
თუ დევს მილიარდი, რაღა საჭიროა კიდევ პროცენტების დამატება?
მესმის რომ ეს რეალობაა და ვერსად გავექცევით.
მაგრამ ისე.... უბრალოდ

აი რის შეცვლასაც ვინატრებდი, სწორედ ამის. რომ შეიქმნას იმდაგვარი სისტემა რის საფუძველზეც განისაზღვრება მაქსიმუმი. მაგალითად კაცს 5 მილიარდი. ამ ფულსაც ვერასოდეს დახარჯავს ვერც ის და ვერც მისი შვილი, ხოლო ამაზე მეტი კი არ შეიძლებოდეს. სხვა რამის საშუალება ეძლეოდეს მაგრამ არა ფულის გაზრდის.
ისე კი თემა ეხებოდა სხვა საკითხს
ხომ არაა ცოდვა მასეთს რომ ერთი ორი მილიარდი მოპარო?