ვააა საღოლ თქვენ , თუ რამე არ გამომრჩა 36 შეგროვდა უკვე
1. შავი კატა რო გადაგირბენს (წასულია შენი საქმე);
2. წინასწარ თუ იტყვი რამეს, სამჯერ უნდა გადააფურთხო და ხეზე დააკაკუნო რო არ დაითარსო;
3. მარილის დაყრა (ჩხუბი იცის);
4. უკან მიბრუნება სახლში ;
5. ფულის სამჯერ შემოტარება(ბაზარის გამყიდველებმა იციან...განსაკუთრებით დილაობით., როგორც ჩანს სიფთაზე უნდა ქნა ეგ რიტუალი)
6. სახლში შტვენა არ შეიძლება,--> ფული არ გექნება( ამას რო მეუბნებიან განსაკუთრებით ხმამაღლა ვუშტვენ ხოლმე.,კხმ, ეტყობა მაგიტომ არა მაქვს ფული)
7. ობობა რომ მოკლა 100 მანეთს დაკარგავ .(შესაბამისად , მ,არტო მაშინ შეიძლება ობობის მოკვლა თუ ქვეყანაში ინფლაციაა);
8. საპონის ხელიდან ხელში მიწოდება არ შეიძლება;
9.მაგიდაზე ჩანთა არ შაიძლებაო.(??? რაზე მოქმედებს მიზეზი უცნობია ???)
10. დანის ხელში მიცემა არ შეიძლება(ჩხუბი იცის);
11.კარებში ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება;
12.ხახვის სესხება (???);
13.პურის უკუღმა დადება ;
14.ჩანგალი რომ დაგივარდეს ვინმე მოვა, თუ კოვზი დავარდა მაშინ ქალი მოვა, ხოლო თუ დანა ესე იგი კაცი ;
15 ქოლგის სახლში გახსნა, კიბის ქვეშ გავლა(???)
16.კიბის ქვეშ გავლა (???)
17.ბაყაყი არ მოკლა, იწვიმებს;
18.წვიმის დროს ცოცხი უნდა დაწვათ, გადაიღებს ;
19.ცუდი სიზმარი დაგესიზმროს, (გააჩნია შინაარს, მაგ:პოლიტიკური)მაშინ "ალიას" ცეცხლი უნდა წაუკიდო, თავზე სამჯერ შემოიტარო და ნაცარი წყალს უნდა გაატანო. თუ თმები პაწა შეგეტრუსა, კარგის ნიშანია;
20. ჩიტის დასკინტლება ... (ფული იცის);
21. შენ ნათესავს რო მარხავენ ბოლომდე არ უნდა უყუროო ;
22. მზის ჩასვლის მერე ფულის გასესხება არ შეიძლებაო.;
23. ცუდი სიზმარი წყალს უნდა მოუყვე ;
24.ფეხმძიმე ქალმა ორშაბათობით თავი არ უნდა დაიბანოს..
25.ბებიაჩემმა იცოდა, თუ რამე სერიოზულ საქმეზე მივდიოდი, ვარდს ან რომელიმე ყვავილს მოსწყვეტდა, მარჯვნივ დამატრიალდება სამჯერ და ჯიბეში ჩამიდებდა მერე მაგ ვარდს. საქმის დამთავრებდამდე, არ უნდა გადამეგდო;
26. ახალმთვარეობისას უნდა ისესხოო(ფული) და მთვარის მილევისას გასცეო;
27. ქუდის მაგიდაზე დადება;(???)
28. სახლიდან გასული თუ უკან შებრუნდი სარკეში უნდა ჩაიხედოო ;
29.დანაზე გამახსენდა, მაგიდაზე ნუ ტოვებო ბებო მიბრაზდებოდა;
30.თუ მარცხენა ხელი გეფხანება - ფული შემოგივაო, თუ მარჯვენა - ფულს დახარჯავო ;
31.სულ ახალი მთვარე რო გაიჩითება, უნდა აიღო საქორწინო ბეჭედი(სულ ერთია ვისი) და იქიდან გახედო(რგოლში ჩასვა), პახოდუ სურვილი ჩაიფიქრო. აგისრულდება (შემოწმებულია, მუშაობს

32.ცხვირი თუ მოგეფხანა, რამე გეწყინება;
33. თვალი თუ მოგეფხანა, აუცილებლად ვიღაცას შეხვდები, ვისი ნახვაც გაგიხარდება ;
34.კიდევ ამბობენ, რომ საღამოს სახლის დახვეტა არ შეიძლებაო ;
35.თვალი თუ გითამაშებს სამჯერ უნდა აკოცო და რაღაც გაგიხარდება;
36.რიჟას დანახვაზე **** ხელი უნდა წაივლო ... (მეც გამიგია)

--------------------------------------------
რასაც კითხვის ნიშნები აქვს იქნება 'პროტივოიადიეც' იცოდეთ ...ისე, ყოველი შემთხვევისთვის
This post has been edited by vidua rarikola on 3 Jul 2004, 04:35