თქვენ გენაცვალეთ, ხალხო, რა კაი გუნებაზე დავდექი ამ ტოპიკის კითხვით, მანამდე ცოტა გაბრაზებული ვიყავი და სულ გადამიარა. მადლობის ნიშნად რამდენიმე ცრურწმენა:
ნამცეცებიანი სუფრა ფანჯარაში არ გადაბერტყო - ოჯახში ბარაქა არ იქნებაო.
მაისში არ დაქორწინდე - маяться будешь-ო (რუსებმა იდიოტობა გამოიგონეს, ჩვენ კი უფრო იდიოტურად გადმოვიღეთ).
დაბადებიდან 40 წლის თავი არ აღნიშნო - ნაადრევი სიკვდილი იცისო

ორმოცის რომ გავხდები, აუცილებლად გაშანშალებულ დაბადების დღეს გადავიხდი ყველა ცრუმორწმუნის ჯინაზე.
საინტერესო თემაა, კიდევ ვინ რა იცით, დაწერეთ, რა!