#572418 · 25 Jul 2004, 12:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი სიტყვით - ყველაფერი გასაგებია  უფრო სწორედ ეტყობა აქ ახალი არაფერია. უმეტესობის აზრით: QUOTE | დასმენა მისაღები არასდროსაა... პირიქით ერთმნიშვნელოვნადუარყოფითი მოვლენაა... |
მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთმა ოპონენტმა შეეცადა გარკვეული ზღვარის გავლება, საერთო ჯამში ზღვარი მოჩვენებითი გამოდგა. ''მთავარი ის კი არა რას იცავს ადამიანი მთავარია, რომ - თავად დაიცვას! თუ თავად არ ძალუძს (თუნდაც სიმართლის დაცვა) ეს მაინც არაა ხშირ შემთხვევაში გასამართლებელი საბუთი დასასმენად''(აი თუ ყაჩაღები ავტომატებით შეუვარდნენ მეზობელს და თუ შენ ავტომატი არა გაქვს.... მაშინ შეიძლება ან თუ იცი რომ სერიული მკვლელია, შეეცადე თავად გაგეთოკა და არ გამოვიდა ... მაშინ შეიძლება  ) ბევრ რამეში გეთანხმებით და მსგავსი აზრი მეც მაქვს. ასევე ვიცი, რომ ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა. მოსაზრება რომელიც ჩამოყალიბდა გარკვეულ პირობებში აღზრდით და შესაბამისი შეხედულობების ჩამოყალიბებით. ასევე ვიცი რომ ხშირად ჩემი სუბ.მოსაზრება ძალიან განსხვავდება - ობიექტურისაგან. ... ეს, როდესაც დავშვიდდები, სიმყუდროვეში განვმარტოვდები და სადღაც გულის კუნჭულში მალულად ჩავიხედები, ხმა გაისმება ''- არადა მართალი იყო''. მაგრამ ეს ხმა იმდენად სუსტია და ისე სწრაფად წარმოითქმება გამეორების გარეშე, რომ - თითქოს იყო და თითქოს არ იყო paradoxQUOTE | რა კითხვებიც დამისვი შენ თვითონვე ხომ იცი მათზე რასაც გიპასუხებ. |
სიმართლე გითხრა გარკვეულწილად მასეა, თუმცა მე მაინც მაინტერესებდა რა შეიცვალა საქართველოში 9 წლის განმავლობაში.
QUOTE | ის თუ როგორ იმართლებს ცალკეული ადამიანი თავს და არის თუ არა ზიანი სამართლიანი, არ შეიძლება ყოველთვის ამოსავალ წერტილად იქნას მიჩნეული. ერთი იმიტომ რომ მართლა ყველა თავის თავს ამართლებს და მარტო მის ნათქვამს ვერ ენდობა კაცი, ეს შენ უნდა განსაზღვრო მართალია თუ არა. |
მასეც ვაკეთებ ყოველთვის (სხვების მსგავსად), მაგრამ ვიცი რომ ეს ობიექტურობას არ ნიშნავს და ხშირად შეცდომაშიც შევსულვარ. უბრალოდ ამ დროს უამრავი ნიუანსი არაა მესამესათვის ცნობილი, გარდა ამისა ძირითადი მაინც ურთიერთობებია: პირველსა და მესამეს შორის, მეორესა და მესამეს შორის.
QUOTE | მეორე იმიტომ რომ ყოველთვის არ არის დრო არჩიო მტყუან-მართალი, როცა კაცს ქუჩაში კლავენ იმის გარჩევის დრო აღარ არის მოსაკლავია თუ არა, თუ შენ ვერ შველი საშველად სხვას უნდა უხმო. |
საინტერესო მაგალითები მოგყავს ხოლმე ამაზე ზევით ავღნიშნე '' თუ შენ ვერ შველი საშველად სხვას უნდა უხმო[B]'' - კი მაგრამ საშველად დაძახება რატომ არ არის შველა? თუმცა პასუხი ცნობილია, მეც ქართველი ვარ  QUOTE | ხო იცი რომ ეს უკვე დემაგოგიაა. |
არა არ ვიცი  კაცმა დააშავა რაღაც და შენ ამბობ '' თუ იცი რომ აღარ დააშავებს'' მე ვიკითხე - საიდან უნდა იყო ამაში დარწმუნებული? ეგ მხოლოდ ვარაუდია, რომელიც ასევე შენს სუბიექტურ მოსაზრებაზეა დაფუძნებული. მოიქეცი ისე, როგორც საჭიროდ თვლი დღეს, ხვალ რა მოხდება ეს მარტო ღმერთმა იცის. QUOTE | ეგრე რომ იყოს ან მართლა ყველა დასაჯელია |
დასასჯელია ის ვინც რამე დააშავა.
QUOTE | იმიტომ რომ ყველა ადამიანი პოტენციური დამნაშავეა რადგან არავინ არ იცის ხვალ რას ჩაიდენს იგი |
ხოდა დაველოდოთ ხვალინდელ დღეს.
QUOTE | ან ყველას თავი უნდა გაანებო, რაც არ უნდა გააკეთო შენ პირადად ან პოლიცია ან თუნდაც ძმაკაცების დახმარებით მაინც შეიძლება ხვალ იგივე განმეორდეს. |
თუ დღეს თავი გავანებეთ ანუ დამნაშავე არ დაისაჯა, დიდი ალბათობაა იმისი რომ ხვალე იგივეს გაიმეორებს. (დასჯა ძალიან ფართო მცნებაა - ბოდიშიდან დაწყებული ზევით...)
QUOTE | საერთოდ ზოგადად რატომ არსებობს სასჯელი? ამ სიტყვის ფართო გაგებით |
იმიტომ რომ არსებობს დამნაშავე რომელიც სასჯელს იმსახურებს. არაა დამნაშავე - არაა სასჯელი. თუმცა ხშირად დამნაშავე არის, სუბიექტური მოსაზრებების გამო კი, არ არის სასჯელი.
QUOTE | შენ შეიძლება პირადად ვინმეს გაუსწორდე (ეჩხუბო, დატუქსო, გალახო, შენიშვნა მისცე). იმიტომ რომ საკუთარი ბრაზი ამოანთხიო თუ იმიტომ რომ ეს მეორედ აღარ განმეორდეს? |
ერთიც, მეორეც და ''მესამეც'': - თუ არსებობს დამნაშავე უნდა მოხდეს მისი დასჯა. ლაპარაკი არაა სიმკაცრეზე, ლაპარაკია დაუსჯელობის დაუშვებულობაზე. მე ძალიან ბევრის პატიება შემიძლია, მაგრამ ამას გარკვეული პირობები სჭირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ პატიების დროსაც კი დამნაშავე დაუსჯელი დარჩება (ჩემგან)
QUOTE | მთავარი ისაა რომ გულგრილად ყურება იმისა თუ როგორ ადგება სხვა ადამიანს ზიანი არ შეიძლება. |
სხვა ადამიანს დავამატებდი: სამშობლოს, ქალაქს, უბანს, საზოგადოებას ...
--------------------
The God became the person, that the person became the god
|