საინტერესოა, მაგრამ ჯერ სამოთხე რას ნიშნავს ის უნდა გაირკვეს მე მგონი.
ისე ნათლად სჩანს, რომ ზოგიერთებს ფორუმი მხოლოდ სამასხარაო გასართობ
რამედ მიაჩნიათ, კი გართობა და მხიარულობას რა უდგას წინ, მარა??? რატომ არ შეიძლება
სერიოზული მსჯელობებიც იყოს? ფორუმი ხომ აზრთა სამყაროა და მოიცავს ქართული აზრის
მთელ ჭირვარამს. ამ სამყაროში ჩანს რა დონეზე ვართ და რას წარმოვადგენთ, მოდით ცოტა
კეთილშობილებაც შევიტანოთ ამ აზრთა სამყაროში განა ნაკლებად გვაქვს ეს? აი შაქრუასაც კი
გაუხარდა ლამპიონების დანახვა, ისევ გაუნათდა გულის კარი და მოაშურა ჩვენსკენ.
* * *
ზოგიერთისთვის ცხოვრების მიზანი, საკუთარი უმიზნობით გამოწვეული მიზანსწრაფვაა.