Front National
პრაქტიკულად გაუქმებული პროფილი

      
ჯგუფი: Members
წერილები: 11836
წევრი No.: 40257
რეგისტრ.: 20-August 07
|
#19659199 · 17 May 2010, 21:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაინც რისთვის შეიძლება ცხოვრობდეს ადამიანი? მოკლედ ეს ისეთი ბრტყელ-ბრტყელი ფრაზისაგან შემდგარი კითხვაა ლამის გული აერიოს ადამიანს, მაგრამ საუკუნეებს გაუძლო მან და დანამდვილებითი პასუხი არ გაცემულა. რატომ? იმიტომ რომ პასუხის ძიებისას გათვალისწინებული იყო მხოლოდ მატერიალური ან მხოლოდ სულიერი მხარეები, შესაბამისად პასუხიც ცალსახა გამოდიოდა (ადამიანი უნდა ილტვოდეს ქონებისათვის, სიმდიდრისა და განძისათვის ან ადამიანი უნდა განდგეს და ზრუნავდეს მხოლოდ სულისათვის, საზოგადოება და სხეული მხოლოდ ციახეა სულისათვისო). ამ კითხვაზე ფიქრს ლამის თავი შევაკალი... და საბოლოოდ აღმოვაჩინე უმარტივესი ფორმულა რომელიც იმდენად მარტივია, რომ გაგეღიმებათ კიდეც, მაგრამ იმდენად რთულად შესასრულებელი, მერწმუნეთ, აგეტირებათ.
არ მინდა სუპერინტელექტუალური და ზედემტად შემოვლითი გზები, მოდით პირდაპირ დავწეროთ: ადამიანს უნდა იყოს ბედნიერი?! უნდა! ღმერთმა რისთვის შექმნა ადამიანი?! ბედნიერებისათვის, რადგან მას უყვარს იგი, როგორც ნაწილი მისი და შვილი მისი. როგორ მიიღწევა ბედნიერება?! All The People On This Earth Are Chosing one (ამ სამყაროში ყველა ადამიანი ირჩევს ერთს) << მოვისმინე ერთ-ერთ სიმღერაში. ძმაკაცთან ვიყავი მაშინ და მან მითხრა, რა მაგარი სიტყვებიაო არა?! მაშინ უბრალოდ დავეთანხმე, მაგრამ ახლა ვხვდები რას დავეთანხმე... ადამიანმა უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, სრულყოფა, უკეთესობისაკენ სწრაფვის დაუოკებელი სურვილი, ზეციური მიზანი, რომელსაც ნებისმიერი საშუალებებით მიუახლოვდება და გააკეთებს მას, თუნდაც ეს შეუძლებლად ჩანდეს. როდესაც მიხვდება რომ საკუთარი თავი გარდაქმნა, შეცვალა, დაამარცხა ყველა შიში და ყველა ვნება ერთ დღესაც გაიღვიძა და სარკეში ჩახედვისას თქვა, რომ ეს დღე მისი დღეა, რომ ყოველი წუთი მისი საკუთრებაა და მადლობა ღმერთს ამისათვის, უკვე საკმარისი იქნება გამარჯვებისათვის. ყოველი მომენტი, წუთი, წამი უნდა იყოს გამოყენებული არა იმისთვის, თუ ტყუილზე აგებული დროებითი გატაცებით დატკბეს პიროვნება, არამედ თუნდაც რთულსა და მწარე რეალობას გაუსწოროს თვალი და უთხრას მას, მერე რა, ახლა ჩემ წინაშე დგახარ ასეთი, სულ მცირა ხანში კი ისეთად გაქცევ, როგორიც მე მინდა რომ იყოო. რა რთულია არა?! გეთანხმებით. მაგრამ ვისთვის არის რთული?! მისთვის ვინც მთელი დღეს უაზროდ ატარებს, მიჯაჭვულია მონიტორთან ან ჩაფლულია ბიუროკრატიულ ქაღალდებში, არსებობს როგორც ფორმალური წარმონაქმნი და საერთოდაც მისი ნებისმიერი ადამიანური გრძნობა გახუნებული და გაუფასურებულია. სულ მალე მოგახსენებთ რატომ მიმაჩნია ცოლ-ქმრის თანამედროვე ინსტიტუტი სანაგვედ და ფორმალზაციის უმაღლეს მაჩვენებლად, მაგრამ ეს მერე, ახლა მოდით ბედნიერების ფორმულას გავასრულებ. All The People On This Earth Are Chosing one << ისევ ამ ფრაზას დავუბრუნდეთ. როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან დაასრულებს საქმეს, აუცილებელია იპოვოს ადამიანი, რომელსაც მთელს ამ ცოდნას, ამ შინაგან სამყაროს მიუძღვნის, ამ უსასრულო სამყაროში ჩაძირავს და საერთოდაც ეტყვის: "იცი, მე შენ მიყვარხარ! დიახ, მე შენი სიცოცხლე, შენი არსებობა მიყვარს, განა იმიტომ რომ შენი ნაყოფით გამოვიკვებო მე, არა, არამედ იმიტომ, რომ შენი სილამაზით, მშვენებით დავტკბე, დატკბეს სამყარო და ის ვინც შენში შენ მიღმა კიდევ ერთ "მე"-სა და "შენ"-ს აღმოჩენს. რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ შენთვის და არაფრისთვის სხვისთვის. რასაც ვთეს, ვთეს მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი მოსავლით დატკბე შენ, რადგან მე არ მჭირდება არაფრის აღება, ჩემი სული ისედაც განძია ბედნიერების თესლისა". დიახ, ეს ის არის რასაც შეუძლია ადამიანს მოახდენინოს თვითრეალიზება, ანუ დააწყებინოს საკუთარი განძის გაცემა. რა არის გაცემაზე დიდი ბედნიერება?! მით უფრო მაშინ თუ იცი, რომ რასაც გასცემ ის არასდროს გამოგელევა...
ჩავუფიქრდი, რა არის ადამიანის სხეული (არ მითხრათ სრულყოფილება არ არსებობსო, ყველა ადამიანი ვიღაცისათვის სრულქმნილია, უბრალოდ მისი აღმოჩნაა საჭირო. როგორ?! მარტივად, თუ ერთი ადამიანი სულით უსაზღვრო განძს ატარებს, რა თქმა უნდა მისთვის აღარ იქნება დაბრკოლება მისი სხეული, რომელიც რაიმე ნაკლს ასახავს, რადგან ყოველთვის იქნება მეორე, რომელიც ადამიანს აღიქვამს ერთ მთლიანობას, სულით ხორცამდე და არა მის ცალკეულ ნაწილს). როდესაც ვფიქრობდი გოგოს ლამაზ, დათლილ ცხვირზე, ულამაზეს, მიმზიდველ ტუჩებზე, ულამაზე სხეულზე, ნაკვთებზე, მკერდზე, ნებისმიერ სხვაზე, ლოგიკური ადამიანური აღგზნების ელემენტები ჩნდებოდა, მაგრამ როგორც კი უფიქრდები კითხვას ვისი ქმნილია იგი, იმ წუთსავე აღგზნების ტალღა ფერს იცვლის და ტკბობის ტალღად იქცევა. მართლაც, ვისი ქმნილია იგი?! ღმერთის, როგორც ერთი საწყისის, შემოქმედის, რომელმაც თითოეულ ადამიანს მისცა რაღაც განსაკუთრებული, რაღაც ორიგინალური, რაღაც უმშვენიერესი, რაღაც ისეთი, რაც გამოარჩევს მას სხვისგან და მეტიც, ამ მშვენიერების გავითარების საშუალებაც კი მისცა. ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანს შეხედავს, როგორც სრულქმნილს, ყოველ დეტალს ზეციდან ქმნილს, მაშინ მიხვდება თუ რაოდენ ზეციურია თვითონ ადამიანი, თუ როგორ იქმნება ყოველი მშვენიერი ნაწილისაგან ერთი, მომნუსხველი მთლიანობა.
ხედავთ როგორი არაეგოსიტურია ეს ყველაფერი?! სადმე დეევს ეგოიზმი?! საერთოდაც არა. ეგოიზმისაგან განწმენდილია ადამიანი, მაგრამ მაინც, როგორი ბედნიერი და მდიდარი ხდება იგი. იქცევა პრინცად, ოღონდ არა მატერიალური სიმდიდრით (მისთვის მატერიალური სიმდიდრე ან აღარ არსებობს, ან თვითნებურად ხდება მისი წყარო), არამედ იმ დაუსრულებელი სულიერით, რომელიც მასში არსებოდა, არსებობს და იარსებებს.
სწორედ ეს არის პასუხი იმაზე თუ რა ძალას აქვს ალტრუიზმს და უანგარობას, სიყვარულს, რომელსაც ქრისტე ქადაგებდა.
როგორც კი ადამიანი თავს დააღწევს მატერიალური ქაღალდომანიიდან, მიხვდება რომ მას აქვს რაღაც განსაკუთრებული შესასრულებელი ამ ცხოვრებაში, იმ წუთასვე შეუძლია მიიჩნიოს, რომ მან პირველი ბრძოლა მოიგო, იმ დიდი ომისა, რომელსაც სიცოცხლე ეწოდება. მეტიც, არავინ გაბედოს და აღნიშნოს მაშ სიკვდილი რას წარამოადგენსო?! ქუჩაში რომ გადიხარ და თავში აგური დაგეცემა ეგეც შენი მისია იყოო?! იცით რაა მეგობარო, თუ თავში აგური დაგეცა და მიწა მოგაყარეს და არავინ აღმოჩნდა ისეთი, რომლისთვისაც ის ერთადერთი ხარ, რომელმაც აგირჩია იმად, რომლისთვისაც ყველაფრის გაღება გადაწყვიტა, მაშ მარტივად გეტყვი, არ გაგმართლებია, მაგრამ სხვას ნუ დააბრალებ, მაინც შენი ბრალია თუმცა არც ის სხვა ყოფილა ადამიანი...
და ბოლოს, რატომ მეზიზღება და მძაგს დღევანდელი ცოლ-ქმრული ისნტიტუტი?! სიამოვნებით მოგახსენებთ! ადამიანები თავიანთ სამსახურებრივ პრობლემებს ურთიერთს ახვევენ, კარიერულ მარცხსა თუ უბრალო პრობლემას ქუჩაში ყლაპავენ და ოჯახში აფრქვევენ, მუდმივად წუწუნებენ, ცდილობენ ანგარებით აკეთონ რაიმე და იმის მაგივრად რომ შეიგრძნონ ერთიანობა, უფრო და უფრო შორდებიან ერთმანეთს, უხუნდებათ გრძნობები და საერთოდაც, სჯობდა ისევ შორიშორს ყოფილიყვნენ, ვიდრე ერთად... ბერდებიან და ლპებიან... მათი ურთიერთდამი დამოკიდებულება გადაჭარბებული სიყვარულით კი არა სიძულვილთან და მობეზრებასთან მიახლოებული გრნობებით ლპება! მუდმივად დასვენებაზე ოცნებობენ და როცა ამის დრო მოვა (უმეტესად ზაფხულის პერიოდში) დროებით ისევ ახსენდებათ მინავლებული ნაკვერჩხალი, მერე კი ისევ თავიდან იწყებენ ყველაფერს.. მეტიც, ამ დროს ადამიანი იმდენად ბევრს ფიქრობს მატერიალურზე, სულ ავიწყდება თავისი ცხოვრების ოცნებები და სულიერი მისია, რომელიც ხორციეის საშუალებით უნდა გაიაროს. სწორედ უთქვამს ერთ დიდებულ ფილოსოფოსს (არ აქვს მნიშვნელობა მის სახელს), იჩქარეთ სიკვდილი სანამ ადამიანები გქვიათო. მაგრამ მე მას ერთი დიდებული ქართველი მწერლის სიტყვებით ვუპასუხებ: "სანამ ცოცხალი ხარ არ გაბედო სიკდვილი!" და ჩემსას დავამატებ: რომ მოკვდები, იზრუნე ღირსეულ დაბრუნებაზე.
ჭეშმარიტად გვეუბნება ქრისტე: ქორწინებისას ადამიანი ერთ მთლიანობად იქცევაო! ხოდა ადამიანნო, თუღა დარჩით, იყავით ადამიანები, გთხოვთ! იმდენს ფიქრობთ მომავალზე სულ გავიწყდებათ დღევანდელი დღე, ერთ დღესაც კი აღმოაჩენთ, რომ ხვალინდელი დღე აღარ დადგება, ან არა, ვერც აღმოაჩენთ, ისე დამთავრდება ყველაფერი.
ბედნიერება გინდა?! აკეთე ყველაფერი მიზნისთვის და არაფერი მიზნის გარდა! გუშინ მე და ერთმა მნიშვნელოვანმა ადამიანმა უფლისწულზე ვისაუბრეთ. მან დამისახა რა საზარელია ცხოვრება, როდესაც ადამიანს უფლისწულობა უნდა და ვერ ახერხებს ქცევას. მე კი მარტივად მივუგე: განა რამეს აკეთებს ადამიანი იმისათვის, რომ გახდეს უფლისწული?!
რატომ ვუწოდებთ ჩვენ ღმერთს ღმერთს?! იმიტომ რომ იგი მდიდარია და ქონება აქვს?! თუ იმიტომ რომ მან გვიბოძა სიცოცხლის და ბედნიერების უფლება?! მაშ როგორ ვიქცეთ უფლისწულებად?! გავცეთ სიცოცხლე, სიყვარული და როდესაც საყვარელი ადამიანის მოსავალი იქნება ბედნიერება, მისთვის ჩვენ ვიქცევით ნამდვილ ღვთის შვილებად, სიცოცხლის აზრად და იმ უფლისწულებად, რომელზეც ჩვენც და ისიც ოცნებობდა...
ბედნიერება გინდა?! მაშ დაისახე იდეალური ადამიანი, გარდაქმენი საკუთარი თავი დღესვე და შემდეგ იპოვე საკუთარი "მე" იმ ადამიანში, რომელსაც მიუძღვნი ყველას და ყველაფერს! დაიწყე დღეს, ხვალე ხვალისამ იზრუნოს. შეუძლებელი არაფერია, გახსოვდეს ეს, მით უფრო როდესაც ყველაში და ყველაფერში ღმერთს დაინახავ და შეიგრძნობ. უსულო სხეულიც კი მალე მიიღებს თავის ნაწილ სულს, მაგრამ არ იჩქარო, გაასრულე შენი თავის გზა. გახსოვდეს ყველა ადამიანს აქვს თავისი მისია, ყველას. ყოველი დღე კი ბრძოლაა, იმ დიდი ომისა, რომელსაც სიცოცხლე ეწოდება, გაიმარჯვე მასში და რომც მოკვდე, დიდებული აღდგომა მოგელის წინ.
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
|