ღმერთმა დაგლოცოთ ძმებო. რარიგად გამახარა თქვენმა გონების სინათლემ. მეც ვგრძნობ რომ ახლოა ჟამი დიდი ურჩხულის განადგურებისა და ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ყველა კეთილ საქმეში.
ლაშარის წმინდა გიორგი იყოს ჩვენი მფარველი.
ეხლა ვასკა ფხოველის ახლად დაწერილ ლექს შემოგთავაზებთ.
გაბრწყინება
"ბინდი ჩამოწვა კავკასიონს ბოროლას ქედზე,
ლაშარის გორსაც ჩაუცვია შავ-ფერის ჩოხა,
ხოშარის კალთაც მობუზულა მათურის გვერდზე
დამუნჯებულა მოღრიალე არაგვიც ქვებზე.
-------
სვეტიცხოველში აღარ ისმის ზარების რეკვა,
ჯვრის მონასტერშიც არ კიაფობს, სანთელი ლოცვად,
სიონის ტაძარს დასტყობია ურჯულოთ ხელი,
მოსთქვამს და კვნესის იუდას ხელში ტანჯული ერი.
------
სისხლი სწყურიათ ვერ ძღებიან, ქართველი ერის,
დადუმებულა ივერთა მოდგმა, გიორგი მეფის.
იქნებ დავუკრათ საცეკვაო ფიცხელი მხედრის
ვაჟას არწივსაც შევუძახოთ, არაგვსაც ხევის.
------
ბინდი გადავა და გამოჩნდება ნაბრძოლი ბარად,
ურჯულოს ხელით ქართველთა სისხლი მიედინება თავდაღმე
ღვარად.
კვლავ ღალატია! სამწყსო გაწირეს ცხრა ვერცხლის ფასად,
ქვეყანა კვნესის, სისხლად იცლება სატანის დარად.
--------
ბინდი ჩამოწვა კავკასიონს ბოროლას ქედზე,
ლაშარის გორსაც ჩაუცვია შავ-ფერის ჩოხა
ხოშარის კალთა მობუზულა მათურის გვერდზე
დამუნჯებულა მოღრიალე არაგვიც ქვებზე.
------
მოსჩანს ლანდები იკრიბებიან აონის მთაზე,
ივერთქვეყანას დასტყობია გაცისკროვნება,
სანთლებიც მოსჩანს კიაფობენ სახუთმეტოზე,
ხოშარის გორზე სანათასაც გაუღვიძია.
------
კავკასიონზე ამირანი ეშვება მგონი,
ამხედრებულა წმინდა გიორგიც ცეცხლოვან რაშზე,
გოდება წყდება, ისმის ყიჟინი დიდგორის ველზე,
არაგვიც ქშინავს, აზვირთებულა მხედრულად ცხენზე.
------
ერი ზეიმობს გამარჯვებას იუდას ზნეზე,
დაუნთხევია უფერო სისხლი გველეშაპს ველზე,
ზარები რეკვენ, ჟრიამულია ხარობენ ბერზე,
მოღალატენი და გამყიდველნი, გაუკრავთ ძელზე.
--------
ვასკა (ვასილი) ფხოველი 2004 წლის 10-სექტემბერი.
This post has been edited by UTA on 18 Oct 2004, 00:18
მიმაგრებული სურათი
dzirs vardebis mtavroba.