აჩრდილიჰეჰ, მე ვუთხარი ამათ კარგ რაღაცეებს ლაპარაკობთ, მაგრამ თარგამაძის ”დროებასავით” და შტაინერის წიგნებივით გაწელილი და დამღლელია მეთქი, მაგრამ ვინ გაიგო

..
არის მოეწმუნეთა კატეგორია რომელსაც ავიწყდება ”არა მოიღო სახელი უფლისა ამაოსა ზედა” და რელიგიურ ეგზოთერულ თემებზე საუბარი ან მოსმენა ორგაზმულ სიამოვნებას ანიჭებს..ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ეს არაა ”საიდუმლო სულიერი ცოდნა” ეს არსის ეგზოთერული მხარეა მხოლოდ..
მოლას 1 იგავი გამახსენდა...2 კაცი რაღაც საკითხზე უსაშველოდ დაობდა და რომ ვერ შეთანხმდნენ მოლასთან მივიდნენ საქმის გასარჩევად...მოლამ პირველს მოუსმინა და უთხრა მართალი ხარო...მერე მეორემ ილაპარაკა ზუსტად პირველის საპირისპირო, მოლამ იმასაც უთხრა მართალი ხარო...ვიღაც მესამემ, რომელიც ამ ამბავს შეესწრო, ჰკითხა მოლას:
”ასე როგორ იქნება, მოლა..ორმა კაცმა ურთიერთსაპირისპირო ილაპარაკა და შენ ორივეს ეუბნები მართალი ხარო”.
”შენც მართალი ხარო” უპასუხა მოლამ

გადაიკითხეთ იუმორის ბუმბერაზი კლასიკოსები