მე გეტყვით რა შემემთხვა, ქუთაისში, რადგან მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი:
ერთხელ, დავხეტიალობდი ქუთაისის downtown-ში და რუსთაველის ხიდდან შევამჩნიე აშკარად უცხოელი (?!) მობირჯავე ბიჭების ჯგუფს რუსულად გამწარებული რაღაცას უხსნის (ლექსიკონის დახმარებით). გამოვეცნაურე, და ავსტრალიელი აღმოჩნდა. გელათის მონასტერის ნახვა უნდოდა. საიდან იცი თქო. ინტერნეტიდან ამობეჭდილი შავ-თეთრი სურათები მაჩვენა. გიდი სადა გყავს მეთქი. მარტო ვარო. გამიკვირდა. მე ვუთხარი, გიდის გარეშე მართო ქუთაისში ცოდო ხარ თქო. მერე მაინც შევეკითხე, როგორ მოგწონს აქაურობა თქო, თუმცა პასუხი უკვე ვიცოდი. უცნაური ადგილიაო, ავტობუსების გაჩერებებზეო ქალაქის ან სატრანსპორტო რუქებს არ ყიდიანო. მე ვიფიქრე, მაგას გაჩერებებზე კი არა მერიაშიც ვერ ნახავ თქო. მოკლედ, მე ჩემ საქმეებზე მიმეჩქარებოდა მაგრამ ამას მარტო როგორ დავტოვებდი! ჰოდა, გელათისკენ მიმავალი პაზ-ები ოპერის უკან ჩერდება, გეცოდინებათ ალბათ

ჰოდა იქ მივიყვანე, მერე გაჩერებაზე ერთ ქალბატონს შევეკითხე, გელათისკენ ხომ არ მიდიხართ თქო. არაო. მე ვთხოვე აგერ გზააბნეული უცხოელი არის თქო, და იქნებ ავტობუსი რომ მოვა ჩააჯინოთ და მძღოლსაც ერთი ორი სიტყვა უთხრათ-თქო. კარგიო. მერე ავსტრალიელს მივუბრუნდი და you are all set -თქო. რითი გადაგიხადო მადლობაო, წამოდი ყავაზე დაგპატიჯებო. აგვისტო იყო, 36 გრადუსი ჩრდილში. გამეცინა, მადლობთ მეჩქარება თქო. და წამოვედი. ეხლაც ვდარდობ, ალბათ ისევ გელათში დახეტიალებს თქო...
ერთხელ, ისევ გელათში ვიყავი, ისევ აგვისტო. ჰოდა წვრილთვალება ხალხი შევნიშნე. გამოვეცნაურე, იაპონელები რა თქმა უნდა, Kodak-ის მუშები იყვნენ. რას აკეთებთ თქო. ჩვენო silk road-ზე რაც ქვეყნებია ყველას დათვარიელება გვინდაო. მერე იაპონელების დაბეჭდილი პატარა წიგნი მაჩვენა აბრეშუმის გზაზე, ყველა ქვეყანაზე და ქალაქზე ამომწურავი ინფორმაცია ეწერა, მათ შორის ვანზე. ვინატრე ნეტავი ეს წიგნი ქუთაისის მერიას ან იმ ავსტრალიელს ქონოდა თქო...
და ბოლოს, ისევ გელათში ვიყავი. ამჯერად მოხუცი ამერიკელი წყვილი შევნიშნე. გელათის კედელზე რომ მზის საათია იმას მიშტერებოდნენ. ყური მოვკარი, ნეტაო ზუსტი თუაო, კითხულობდნენ. მე საათს დავხედე და მივიახლოვდი. ეგ მზის საათია მეთქი ვუთხარი. ვიცით-ო. ნეტაი რომელ საათს აჩვენებს-ო? მეც მივაშტერდი, მზეს ავხედე, მერე ისევ გელათის კედელს და მივუბრუნდი: 4 საათსა და 23 წუთს, პლიუს მინუს 3 წუთი მეთქო. მაჯის საათს დახედეს და მერე მე ამომხედეს, სერიოზული სახე რომ დაინახეს, მგონი დაიჯერეს, მადლობაო და წავიდნენ...
Always Remember You are Unique; Just Like Everyone Else.