ჩემ გვერდით დიდი სისწრაფით მიქრის ქალი ინვალიდის ეტლით. პირში რესპირატორის მილი აქვს. ეტლის საზურგე ჰორიზონტალურადაა გადაწეული, ისე, რომ გზას ეტლზე დამაგრებული სარკით ხედავს. ბორტზე დიდი ასოებით წერია "მე მიყვარს სიცოცხლე"
* * *
ბრმა ქალი სოციალური დაცვის ცენტრში თავისი ამასწინანდელი ვიძიტის შესახებ მიამბობს.
ცენტრის თანამშრომელმა რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.
- გაქვთ თუ არა სამუშაო?
- შეგიძლიათ თუ არა თქვენს თავს მოემსახუროთ?
- გყოფნით თუ არა თქვენი შემოსავალი იმ დამატებითი მომსახურების დასაფარად, რომელიც თქვენი ინვალიდობითაა გამოწვეული?
როცა ყველა შეკითხვაზე დადებითი პასუხი მიიღო, ადგა და მშრალი, ოფიციალური ტონით სტანდარტული ფრაზა წარმოთქვა:
- გილოცავთ. თქვენ სოციალურად ადაპტირებული ხართ. დღეიდან თქვენ სოციალური მხარდაჭერა აღარ გჭირდებათ.
http://www.disability.ge/ge/index.php?acti...ype=news&id=197