შენ არაფერი გჭირს დასამტკიცებელი და ჩვენ კი გვჭირს?!

საინტერესოა...
საკმაო ხანია ფორუმს თვალყურს ვადევნებ და რაღაც ვერ შევამჩნიე, რომ ფორუმელთა ერთმა ნაწილმა შეძლო მეორესათვის რაიმეს დამტკიცება და აზრი გადაათქმევინა სერიოზულ საკითხებთან მიმართებაში.
თუმცა აქ გასაკვირი არაფერია, მსგავსი რამ ყველა ფორუმზე შეინიშნება.
პირადად მე ნამდვილად არაფერს ვამტკიცებ და ამის შესახებ ბევრჯერ განმიცხადებია. არც შენ გიმტკიცებ რაიმეს.
ფორუმზე ხდება აზრის გამოთქმა და მიმდინარეობს დისკუსია მის გარშემო.
ყოველი მხარე ცდილობს არგუმენტირებულად დაასაბუთოს თავისი მოსაზრება, მოიყვანოს ოპონენტზე მეტი ფაქტი, შედარებით ვრცელი და ლოგიკური ანალიზი, საჭიროებისამებრ დემაგოგიით განაზავოს და სხვა მსგავსი....
თუმცა ....

მსგავსი რამ ნაკლებად შეინიშნება forum.ge - ზე. ამიტომ მესმის შენი.
ოკკეი... აღარაფერს დაგისაბუთებ, მითუმეტეს რომ წინა პოსტები პირადად შენ არ გეკუთვნოდა (მეცნიერება და რელიგია)
ოღონდ აინშტაინზე ჩავათავებ. არ მიყვარს შუა გზაზე შეჩერება, მითუმეტეს როდესაც ვხედავ, რომ ბევრისათვის ახალია ჩემს მიერ ნათქვამი.

ლინკზე არ გაწყენინებ. რადგან მარტივია საძიებელში ორი სიტყვის შეგდება - აინშტაინი ღმერთი.
თუმცა ვინც იცნობს ჩემს მიერ ამ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებებს, ასევე ეცოდინება რომ სათანადო არგუმენტაცია ყოველთვის დამიდია, რადგან მე სანამ რაიმეს ვიტყვი, გაცილებით ადრე პირადად ვეცნობი ხელმისაწვდომ მასალებს, ვაანალიზებ მათ და დასკვნას ვაკეთებ.
ასე რომ თუნდაც ლინკი არ დავდო, მემგონი სიტყვაზე მენდობოდეთ, რომ აინშტანსაც სწამდა ღმერთის. უფრო მეტსაც გეტყვით აინშტაინს ახასიათებდა არაჩვეულებრივი, განუმეორებელი წარმოდგენა, რითაც გაამდიდრა ფიზიკა. მას სჯეროდა ღმერთის, რომელიც აერთიანებდა ყოველივე არსებითს და ჰარმონიაში მოყავდა იგი. სწორედ ამ ''კოსმოსურ-რელიგიურმა'' (სახელწოდება მე არ მეკუთვნის) გრძნობამ შეაძლებინა მას ის ყველაფერი რასაც ალბერტ აინშტაინი ქვია.
მეცნიერს არა თუ სწამდა ღმერთის, არამედ ხშირად იშველიებდა მის სახელსაც.
როდესაც ბორმა ჩამოაყალიბა კვანტური მექანიკის სტატისტიკუტი ინტერპრეტაცია. აღშფოთებულმა აინშტაინმა - რომელიც თვლიდა რომ სტატისტიკა წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ საშუალებას, რის გამოც ფიზიკის ფუნდამენტალური თეორია თავისი ხასიათით ვერ იქნებოდა სტატისტიკური - განაცხადა სახელგანთქმული ფრაზა
"God does not play dice"(1927)
ზუსტად მიჭირს გადათარგმნა. რუსულად “Бог не играет в кости” ''ღმერთი არ თამაშობს კამათლის გაგორებას''

სამყაროსთან მიმართებაში ანუ დაუპირისპირდა ათეისტთა მოსაზრებას, რომ ყველაფერი შემთხვევის წყალობითაა შექმნილი/მოწყობილი და რომ შემქმნელი არ არსებობს .
ჰაა... ჯანი გავარდეს, კი არ მეზარება. აგერ ლინკიც
http://www.google.nl/search?hl=nl&ie=UTF-8...ogle+zoeken&lr=რა შეიძლება კიდევ ითქვას ადამიანზე, რომელსაც ბუხრის თავზე, საყვარელ სამუშაო ადგილას, მთელი ცხოვრება ერთი ფრაზა ქონდა დაკიდებული?!
''Господь Бог изощрен, но не злонамерен. ''(Альберт Эйнштейн)დიახ ღმერთი ყოვლისმომცველია, ყოვლისშემძლეა, მაგრამ ბოროტებისაგან შორსაა.
http://www.google.nl/search?hl=nl&ie=UTF-8...ogle+zoeken&lr=ჰუუჰ

შევყევი აი... მემგონი საკმარისია. გამგები გაიგებს.
უკაცრავად დიდი პოსტისათვის.