სიმართლე გითხრათ მეზარება იმის სულ წაკითხვა რაც აქ წერეთ...
პირადად მე ნარკომანიის სასტიკი მოწინააღმდეგე ვარ, განსაკუთრებით როცა საქმე ჰეროინს ეხება

მაგრამ რასაც ახლა გეტყვით მხოლოდ ფაქტები და სტატისტიკაა:
(და კიდევ - ეს მხოლოდ კანაბის ეხება):
1.
ჰოლანდიაში მარიხუანას ლეგალიზაციის შედეგად:
- 18 წლამდე ახალგაზრდების 80%-ს ეს გასინჯული აქვს.
- მათგან ვინც გასინჯა მხოლოდ 20% აგრძელებს მოხმარებას.
- თუმცა მომხმარებელთა საერთო მაჩვენებელი 70%-ზე მეტია. (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ 70%-იდან უმეტესობა ე.წ. "სტაჟიანი" მომხმარებლები არიან, ანუ მათი რიცხვი, ვინც კანაბის რეგულარულად გამოყენებას იწყებს მცირდება.)
- მარიხუანის ლეგალიზაციამ შეამცირა უფრო მძიმე ნარკოტიკული საშუალებების (იგივე ჰეროინის) გასინჯვისა და გამოყენების რიცხვი.
2.
ბევრს გონია რომ მარიხუანის მოხმარება გონებრივ დაქვეითებას იწვევს. იგივე ჰოლანდიაში ამის გარკვევის მიზნით ჩატარდა გამოკვლევა. ტესტირებული ახალგაზრდების აბსოლუტურმა უმეტესობამ (ზუსტი პროცენტული მაჩვენებელი არ მახსოვს - სორი

) საუკეთესო შედეგები აჩვენა, განსაკუთრებით ტექნიკურ სფეროში.
3.
(შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ფაქტია რომ)
მარიხუანა შეიძლება გამოყენებულ იქნას სამედიცინო მიზნებისათვის. დაფიქსირებულია შემთხვევები როცა ექიმის ნებართვისა და მოწმობის საფუძველზე სასამართლომ ის ლეგალური გახადა რიგი პაციენტებისათვის. ამ შემთხვევებს ადგილი ქონდათ კანადაში, ინგლისსა და შტატებში, კერძოდ ნიუ მეხიკოში. (ნუ, შეიძლება სხვაგანაც, მაგრამ ეგ უკვე აღარ ვიცი

). აი, იმ დაავადებათა სია, რომლის დროსაც კანაფი გამოიყენება სამედიცინო დანიშნულების მიზნით (დავასახელებ მხოლოდ ნაწილს):
1. AIDS (შიდსით დაავადებულებს უქვეითდებათ ჭამის მადა. მარიხუანა მადის აღძვრის მიზნით გამოიყენება)
2. ეპილეფსია
3. კიბო/სიმსივნე (ქიმიოთერაპიის შედეგად დამახასიათებელი გულისრევის საწინააღმდეგოდ)
4. გლაუკომა (თვალის შიდა გარსის წნევა)
5. სკლეროზი
6. შაკიკი
7. დაშავებული ზურგის ტვინი
8. ასთმა
და ა.შ.
პ.ს. იმედია ინფორმაცია საკმარისად ამომწურავია
I love ALL animals - except for those who are considered to be "humans".
London - you know, fish, chips, cup of tea... bad food, worse weather, Mary-fucking-Poppins. London!
It's all about music!
არაფერი არ გვეშველება.. არასოდეს!.. :mo: