#748026 · 30 Oct 2004, 12:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წარსული გზაა განვლილი,შარშან დათესილი ყანაა,გასროლილი ბუმერანგია და ოდესღაც სამომავლოდ გადადებული დივიდენტია,რომელიც ადრე თუ გვიან დაგვიბრუნდება.რომ გადახედავ,რაღაც ზებრას მსგავსი რამ არის,სადაც შავი და თეთრი ზოლები ერთმანეთს ცვლის..აწმყო კი მხოლოდ წამია,რომელიც თუ არ გამოიყენე არ დაგიცდის და წარსულს ჩაბარდება,აქ წამიერად იცვლება ზებრას მსგავს რამეზე შავი და თეთრი ზოლები და წარსულის არქივისაკენ მიექანება..აწყოს უნდა აყვე,თუმცა დინების საწინააღმდეგოდ არ უნდა გაცურო,ხანდახან კი ჩათრევას ჩაყოლა ჯობია..ისეც ხდება,რომ"მამათა სჭამეს კვარწახი და კბილნი შვილთ მოეკვეთათო"..მოკლედ ისიც უნდა გაიაზრო,რომ "ისეთი ვინმე შევჭამო,აქეთ რომ არ შემჭამოსო" და ეს ყველაფერი სწრაფად უნდა აკეთო...არ არსებობს მომავალი,რომელიც აწმყოდ არ იქცევა.თუ კაცი დააკვირდება,იქაც შეძლებს დაინახოს ზებრისებური რამ,რომელშიაც კვლავ ერთმანეთს ცვლიან შავი და თეთრი ზოლები და ამ სანახაობას დიდი უკანალი აგვირგვინებს,ოღონდ ეს უკანალი ხან შავია და ხანაც თეთრი,ოღონდ ეს უკვე წარსულზე, ანუ უკანალამდე განვლილ გზაზეა დამოკიდებული.
--------------------
საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი
|