NEO
დიდი მადლობა რომ გავმხიარულდი და პოზიტიური ენერგია გადმომეცი
ასევე უღრმესი მადლობა ვინც მხარი დამიჭირა.
სამწუხაროდ მე არ შემიძლია მოდერობა.
რთულია ყველაფრის ახსნა. ეტყობა ინდივიდუალური ნიშანია.
როდესაც ფორუმი გავხსენი და დირექტორის კაბინეტი დავინახე, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ უსიამოვნო შეგრძნება რომ დამეუფლა - ეს კი მახსოვს.
მსგავს კაბინეტიდან მხოლოდ უსიამოვნებები მახსოვს

არასდროს დავუძახივარ კაი ამბავში.
ეს ხუმრობით... ისე კი მართლა ვერ შევძლებ.
(თავის დროზე მე მხოლოდ ვითხოვე საკუთარ თემებზე კონტროლის გადმოცემა, საპასუხოდ მოდერობა მივიღე)
სხვათაშორის არცაა საჭირო... ერთ ამბავს მოგიყვებით (უბრალოდ როგორც ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ)
საქართველოში ჩამოდიოდა ირანის მეფეა თუ პრეზიდენტი...

მოგეხსენებათ დიპლომატიური ეტიკეტი: პრეზიდენტს პრეზიდენტი ხვდება, მინისტრს - მინისტრი და ა. შ.
მოდის თურმე ირანის ''პრეზიდენტი'' და გზაში ეუბნებიან - აეროპორტში დაგვხვდებათ ბატონი ჯაბა იოსელიანი

- ვინაა ჯაბა იოსელიანი -გაკვირვებულად იკითხეს ყველამ. ამოქექეს ინფორმაცია და პირი დააღეს.
ეს კაცი არც პრეზიდენტია, არც პრემიერი არც უბრალო მინისტრი... აბსოლიტურად არაფერია, მხოლოდ ნაძალადევის დეპუტატი, ეგაა და ეგ... რატომ გვხვდება აეროპორტში ჯაბა???!!!(აღარაფერს ვამბობ კრიმინალურ წარსულზე)
მართლები იყვნენ - ჯაბას არავითარი თანამდებობა არ ეკავა, მაგრამ იმ დროს პირველი კაცი იყო საქართველოში....
ხო, ხო

ჯაბას არ ვედრები და არც პირველ კაცობაზეა ბაასი, უბრალოდ ძალიან საინტერესო მომენია.
ერთხელ ჯაბას ამის შესახებ აზრიც კითხეს:
- ბატონო ჯაბა რატომ არ ისურვეთ სახელმწიფოს მეთაურობა ან პრემიერობა...
მან როგორც ყოველთვის თავისებურად უპასუხა:
- იცი რა არის?! აი მაგალითად: ზონაში ერთ დღეს შემოვიდა ვიღაცა. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ თავისთვის დაჯდა და არავის საქმეში არ ჩაერია.
ზონა აუცილებლად დაინტერესდება მისით. აუცილებლად მივა ვინმე, რომ რამეზე აზრი კითხოს.
მასთანაც მივიდნენ... კითხეს.... ვააა მაგარი პასუხი მიიღეს.
მეორედ მივიდნენ - ასეთივე პასუხი;
მესამედ.... მეოთხედ....
მიუხედავად იმისა რომ ის არც მაყურებელია, არც ქურდია, განაბია... თუ რაიმე სხვა წოდების მატარებელი, ის ყველაზე დიდი ავტორიტეტით ისარგებლებს, ყოველთვის მასთან მივლენ რჩევისათვის და ფაქტობრივად ის წაიყვანს პარადს...
ერთია სამწუხარო, ბატონმა ჯაბამ ვერ განასხვავა ერთმანეთისაგან ციხე და თავისუფლება, მან იგივე წესები ''სვაბოდაზეც'' გადმოიტანა.... თუმცა ეს სხვა თემაა

რაც შეეხება ჯენერალს.
შარლოტა ასეა თუ ისე ართმევს თავს თანამდებობას. გახსოვთ ალბათ, რომ პირველი მე ვიყავი ვინც მთელი გულითა და სულით დაუჭირა მხარი მის კანდიდატურას და არც არაფერზე ვნანობ.
მართალია მაქვს შენიშვნები, მაგრამ ეს ბუნებრივია
ჯენერალს მე ყოველთვის განსაკუთრებულად ვუყურებდი....
ბარემ აქ ვიტყვი მთავარს:
- რაც განყოფილება ''ხელოვნებას'' მიაწერეს მეცნიერება - აირია მონასტერი

აქაური თემები იქ განიხილება, უმეტესობა ახლოსაა რელიგიასა და ფილოსოფიასთან და არა მეცნიერებასთან.
დაიბნენ იუზერები, მეც დავიბენი... აღარ ვიცი სად რა თემა ვაწარმოო.
აუფ..

არაუშავს მიეჩვევოდით ჩემ დიდ პოსტებს.