რემეს. გამოტოვებული ზღაპრის ანგარიშში

მელიას თავის კუდზე ჯავრი მოზდიოდა
(აჭარული ზღაპარი)
ერთი მელია შიმშილისაგან გაბეჩებულა. შიმშილის ფიქრში, მეგემ, სოფელში ისე შემოვდა, რომ არც კი გუგია. ნახა, რომ ბევრი ძაღლებია. მელია შიშმა ეჲტანა, მარა იფიქრა: "რაკი ასე დულოდნელათ აქ მოვხდი, მოდი და თავს ჭკვიანათ დევიჭერავ, როგორც კარგი მლოცავი ხოჯაო".
მას მართლაც ერთ ღობეზე გასაშრობათ გადაკიდებული ხოჯის სარუღო უნახავს, მუპარავს ის და თავზე შემუხოვია ისე, როგორც ხოჯას.
ამის შემდეგ მან გზას დაადგა და აუჩქარებლათ მიდის. ანდა რა ექნა, თავი რომ მოებეჩებია და გაქცეულიყო, ძაღლებს ხომ ვერ გუდურჩებოდა.
მიდის მელია და გზაში შამიეყარა მამალი. მამალს უკვირდა - მელიაც გახოჯავებულაო და შეეკითხა მას:
- ჰად მიბძანდები, ხოჯა-ეფენდიო?
მელიამ უპასუხა: - ცოდვების მოსაშორვებლათ მივალო. თუ ბევრი ცოდვები არ გაქ, წამობრძანდი შენც, და თუ გაქ, მაშვინ არ გირჩევო.
მამალმა ბევრი იფიქრა, მარა თავის ცოდვები ვერ მოიგონა. ამიტომაც ადგა და გაყვა ხოჯა-ეფენდი მელიას. როცა ცოტა წეჲარეს, წინ შამიეყარათ ბატბი. ბატებსაც შეეხავისენ ცოდვების მოშორვება. იგინმაც სთხუეს მელიას - ჩვენც წაგვიყვანეო. მელიამ დიდი გაჭირვებით პირობა მისცა.
როცა კარქა მანძილი გეჲარეს, მელიამ, მეგემ, ორი პატარვანი კრავი დეჲნახა. იფიქრა, ესეც კარქი ლუკმა იქნება და ერთი ამათაც ჩუვარ გვერდშიო. მიბძანდა მელია კრავებთან. მას მიყვებიან ქათმები და ბატები. იქ მეგემ ცხვრის ძაღლიც იყო.
ჭამოშპა ძაღლებმა და გამოსხრიკენ მელიას. მელია მირბის სარუღით და ძლივღა შეასწრო სოროში. ახლა იმფო დაღონდა მელია. იფიქრა: ეს რა ღმერთი გამიწყრა, ამდენი საჭმელი როგორ დავკარქეო.
ახლა გულმოსული მელია დუჟდა მოსამართლეთ თავის ნამსხმანებს და ეკითხება:
- ფეხებო, თქვენ რა ქენით, რომ ძაღლები დეჲნახეთო?
- ჩვენ ხომ ხედევდი, რომ გამოვეჭენეთო.
- აბა, თქვენ, თვალებოვო?
- რა უნდა გვექნა. როგორც კი დევინახეთ, იმ წუთში სოროსაკენ ვქენით თავიო.
ყურებმაც უპასუხეს: ჩვენ, როგორც კი ძაღლების ყეფა გევიგონეთ, გითხარით და ის იყო, რომ გემოიქეციო.
- აბა, შენ რას შვებოდიო? - შეეკითხა დანაბოლოს კუდს.
კუდმა უპასუხა: - მე, შენ როგორც კი გამოეჭენე, ფეხებში გაგეჩეჩე, გაგეფინე, ფეხები რომ შეგშლოდა და ძაღლს დჲეჭირე.
ამაზე მელიას გული მუვიდა თავის კუდზე. აწია, გამოყო ფოქვის გარეთ და დეჲძახა: ა, ძაღლებო, თქვენ, კუდიო.
ძაღლები ფოქვს კიდევ არ მოშორვებოდნენ. დეჲნახეს თუ არა მელიას კუდი, დააშპენ ზეთ და, ჰაიდე! - გააშპუნლეს მელია ქეიფში.
ჲ