#894443 · 29 Dec 2004, 16:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თქვენ პრეტენზიები მოყარეთ,კიდევ და კიდევ... რას დაეძებთ ვისია??? სხვათაშორის ევროპაშიც იგივე ტელე-მარკეტი მუშაობს ნებისმიერ საკაბელო სისტემაში.ევროპელებს ძალიან უყვართ ტელე-მარკეტიდან რაღაცეების შეძენა.აქაც ზუსტად იგივე რაღაცეების რეკლამირება და გაყიდვა ხდება,რასაც მანდ აჩვენებენ. ეჭვი მაქვს,რომ ვიღაცა პირდაპირ კოპირებას უკეთებს ტელე-მარკეტს.ოღონდ ფასებშია კატასტროფული სხვაობა და ეგ არის მთელი ფილოსოფია. მაგალითად გასაღებების ასხმაზე ჩამოსაკიდი დიჯიტალური კამერა,რამდენადაც მახსოვს ქართული ვარიანტით 100 ლარამდე ღირდა.მე კი ჩემს 5წლის ბიჭუნას,სკოლაში სურათების გადასაღებად 9 ევროდ ვუყიდე და მოტანის 3ევრო დავამატე.მოკლედ სულ 12 ევრო. მანდ თუ ასეთი კურსია 12ევრო-100ლარი ,არ ვიცი მაშინ. იგივე შემიძლია ვთქვა გასაბერ (ლეჟანკაზე). ¨¨სამეული¨¨ აქ ღირს 18 ევრომდე,მანდ არ დფავკვირვებივარ ჯერ ფასს.თუ გავითვალისწინებთ იმას რომ 12 და 18 ევრო ევროპაში თითქმის არაფერს არ წარმოადგენს(ასე რომ ,მყიდველი ,რომც მოტყუვდეს,გაბითურებულად არ გრძნობს თავს),წარმომიდგენია ქართველი,რომელიც ყოველდღიური დაჟინებული რეკლამის შემდგომი ხვეწნის მერე ,გადაიხდის 100 ლარს და უყიდის შვილს აღნიშნულ დიჯიტალ კამერას,წარმომიდგენია მისი სახე როდესაც გახსნის და ხელში შერჩება ,რაღაცა ჩინური სათამაშო,რომელიც თითქმის 100%-ით ჩამოუვარდება რეკლამირებულს. ერთად ერთი სწორი გამოსავალია ი გ ნ ო რ ი!!! ამას ვამბობ რეალობიდან გამომდინარე,თორემ მაგათ ამ ნაგვის შემოზიდვას ვერავინ ვერ დაუშლის. სამართლებრივად ბევრად უფრო მოწესრიგებულ ევროპაშიც ,ვერაფრით მოაგვარეს ეგ პრობლემა.გეუბნებიან:თუ არ მოგწონს ,ნუ იყიდი ! და ყველაზე მთავარი. ნუთუ ასე შორია,საქარტველო ევროპისაგან ,რომ აქაური სარეალიზაციო ფასი 12ევრო,ასე ტრანსფორმირდება მანდ ჩამოღწევამდე(100ლარი).თუ მადა აქვთ განსაკუთრებული,ჩვენს ტელე ბიზნესმენებს? ან შეიძლება ჰგონიათ რომ ტელე-მარკეტს მათ გარდა არავინ არ უყურებს? აი ამას უნდა მიეხედოს(ფასების ასეთ სხვაობას) თორემ ტელემარკეტი იყოს ვის რას უშლის? ოღონდ შუა დღისით 1 საათი და ღამე 2:30-ის შემდეგ,როგორც ეს მიღებულია ყველგან! ვოტ ტაკ ! პატივისცემით მეგობარი....
|