#894611 · 29 Dec 2004, 17:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შაქროII ! საინერესეო ფრიად! სუნის შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ,მაგრამ მეც მაქვს ერთი მიგნება ამ კუთხით და შევეცდები როგორმე გადმოვცე: არ აქვს მნიშვნელობა განწყობას,არც იმას ,თუ სად ვიმყოფები(როგორც ითქვა,შეიძლება რაიმე გემრიელსაც გეახლებოდეთ,შესაბამის დაწესებულებაში). ჰოდა ერთი შემთხვევის მერე მივაქციე ყურადღება; ძალზედ მშვენიერი და ლამაზი დღე იყო(გაზაფხულის). ჰოდა დასანაყრებლად ლიეჟის ოპერის თეატრის წინ რომ ქვიკი-ს ჰამბურგერებია იქ გადავუხვიე. ავედი მაღლა და შევუკვეთე ჩემი ულუფა ჩიზბურგერი. მოკლედ ვათვალიერებ ხალხს ვიტრინის შიგნით და გარეთ(გარეთ ლიეჟის გრან-პლაცია). ამ დროს შემოვიდა ერთი ულამაზესი გოგონა(25 წლამდე),რაღაცნაირი კაშკაშა წითელი კაბით. ჩემს მიერ დაკავებული ადგილის გასწვრივ. თითქმის ყველამ ყურადღებით შეხედა. მე კი ჩემდაუნებურად რაღაც უცნაურად შევხედე.მაშინ მოვტვინე,როდესაც რარაც უხერხულად გამიღიმა. მეც გამეცინა და მივუბრუნდი ჩემს ბურგერს. რატომღაც ისევ ავხედე,და ისევ იგივე ვიგრძენი. ეს არ იყო არც მოწონება ,არც აღფრთოვენება,თუმცა კი სრულიად იმსახურებდა ორივეს. შევხედავდი თუ არა,გული რაღაცნაირად ძლიერად იწყებდა ცემას სამ-ოთხჯერ და თითქოს ამ საოცარი სილამაზის და კაშკაშა წითელის უკან,რაღაცა საოცრად ბნელს და მახინჯს ვხედავდი. თვით ვიზუალურად უნაკლო ღიმილიც კი საოცარ შიშს ბადებდა.მოკლედ ასეთი გრძნობა არასოდეს არ მქონია.ვიფიქრე,ალბათ აურა აქვს დაბიძურებული და ამიტომაც ახდენს ასეთ ცუდ გავლენას თქო. რატომღაც გუნება გამიფუჭდა და პირველად ცხოვრებაში ერთ ულუფა ბურგერს ვერ მოვერიე. ხში ხშირად ისიც ვიტრინიდან იყურებოდა. მალე კი მიატოვა საკუთარი ულუფა და გარეთ გავიდა სწრაფი ნაბიჯით,თითქოს ვიღაც დაინახა და ეშინია არ დაეკარგოსო.კიდევ ერთხელ გავადევნე თვალი,კიდევ ანალოგიური შეგრძნება დამეუფლა,სამ-ოთხჯერ დაკრა გულმა მკერდში და ისევ ის რაღაცა ძრწოლვისმაგვარი შეგრძნება. საბოლოოდ გადავწყვიტე აღარ მეფიქრა კაშკაშა მზეთუნახავზე და ბურგერისთვის მიმეხედა,მაგრამ ზუსტად იმ მომენტში როდესაც ბურგერი პირთან მივიტანე,ანალოგიური ბრახუნი გაისმა გულში ,დაჰკრა ბოლოჯერ თუ არა,გარედან საშინელი მუხრუჭების ხმა მომესმა და ხალხის წამოკივლებები. ამჯერად საბოლოოდ მივაგდე ჩემი ბურგერი და გარეთ გავვარდი. მინდა აღვნიშნო რომ არასოდეს ასეთ შემთხვევებში აქტიური არ ვარ.არ მიყვარს ასეთი სცენების ყურება(ავარიები და ა.შ),მაგრამ ამ შემთხვევაში სულსწრაფად მივწი-მოვწიე ხალხი და ვნახე ის რაშიც თითქმის 100%-ით ვიყავი დარწმუნებული,თუმცა არც კი გამიაზრებია არასოდეს. წითელკაბიანი გოგონა ფორდის მარკის ავტომობილს ყავდა გასრესილი. აღარც სახე ჩანდა და აღარც სილამაზე.სამაგიეროდ აღარც ის შავი და ბნელი აურა აღარ ჩანდა,არც ჩემს გულს დაუბრაგუნია. ეს შემთხვევა ალბათ მიმავიწყდებოდა,რომ არა სხვა შემთხვევა... შემდეგ პოსტში მოგახსენებთ,თორემ ძალიან გაიწელა რაღაც.. არა და არ მინდა მოსაბეზრებლად დავწერო..
|