მართლა მაგარი იყო ძაან. ნიკას ეტყობოდა რო ღელავდა, მაგრამ ამას ხარისხზე არ უმოქმედია. ბოლო 1 წლის მანძილზე ღამის შოუზე პრაქტიკულად არც ერთხელ არ გამცინებია (მითუმეტეს შაბათის შოუზე) და ამან გაასწორა.. ღამის შოუ უბრალოდ არ და ვერ ღადაობს ახალ ჩინოვნიკებზე, ისე რომ ეს სასაცილო იყოს. პირიქით სულ კოჭებს უგორებს (გარდა იდიოტური ხუმრობებისა მერაბიშვილზე). ერთადერთი რაც ქავთარაძის შოუში ნაკლებათ ხარიხიანი იყო, ეს არის რეჟისურა: ხშირ შემთხვევაში არასწორი კუთხეებიდან იღებდნენ.. ზვიომ ჯობია თავი დაანებოს ამ საქმეს.

მონოლოგი იყო ძალიან სასაცილო და შონზოს სიმღერაც მაგარი იყო.
სხვათაშორის, გოგიჩაიშვილმა რო გაკრა კბილი ღამის შოუში ნახეთ? იმედის თანმშრომელი თუ არის ვინმე დარბაზში გადაცემის მერე მოდით ჩემთან, რაღაც ახალი პროექტები მაქვს კიდე და ბარებ ეგენიც გააკეთეთო. ეს აზრი სხვებმაც თქვეს, რო ღამის შოუს იდეა მოიპარა ქავთარაძემო. არა და, უშუალოდ ამერიკაში ღამის შოუს ფორმატის გადაცემები ბევრად უფრო იდენტურია ვიდრე ქავთარაძის და გოგიჩაიშვილის გადაცემები და სხვადასხვა არხებიდან (ენბისიდან და სიბიესიდან) უწევენ ერთმანეთს კონკურენციას. ასე, რომ აქ იდეის მოპარვაზე საუბარი ზედმეტია.