მოვედი.
პირველ რიგში დღევანდელი შეხვედრის დეტალებს მოგახსენებთ:
შევიკრიბეთ მეტრო მარჯანიშვილის წინ. ვიყავით: მე, ექეთი, რინდი, ჯეი-ქეი, აბუკომი, ვაითა, აი, ფანტომი და მოჩვენება, ანუ 9 ფორუმელი...
დავრეკე შალვა ცხაკაიასთან და გვასწავლა, როგორ მივსულიყავით მასთან. იქვე გვერდიდან შევედით და რაღაც საკმაოდ მინგრეულ-მონგრეულ ეზოში აღმოვჩდით. იქვე იყო 15 სართულიანი შენობა და ამ შენობის მეორე სართულზე მდებარეობდა ბატონი შალვას სამუშაო ოფისი. რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, აღმოჩნდა: "ქალაქ თბილისის მერიის სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტეგრაციის საქალაქო სამსახური - თბილისის კორპუსი", და რომლის უფროსიც ბრძანდება თავად შალვა ცხაკაია.
ჩვენდა გასაკვირად ეს ოფისი აღმოჩნდა სულ 3-4 კაბინეტიანი. შალვა კონფერენციისთვის ემზადებოდა და ვიღაც უცხოელიც ჰყავდა სტუმრად. რამდენიმე წუთი დაველოდეთ და შევედით. ვიწრო, მოგრძო ოთახში ფეხზე ვიდექით, არ მოელოდა ალბათ ამდენი ხალხის სტუმრობას.
საუბარი დაიწყო იმით, რომ ბატონ ზურაბს უთქვია მისთვის, რომ თურმე ჩვენ გვქონია რაღაც ინიციატივა და მზად იყო, მოესმინა.
ყველაფერი მოკლედ ავუხსენი, რომ გვჭირდებოდა ტერიტორია, რომელზეც დავრგავდით თუნდაც 500 ნერგს ან თუ ამხელა ტერიტორია ვერ მოხერხდებოდა, პატარ-პატარა ადგილები, სადაც გავანაწილებდით ნერგებს.
როგორც გავიგეთ, მერიაში მუშაობამდე თავადაც ყოფილა დაკავებული ამ საქმიანობით, ანუ ეძებდა ფართობებს ნერგების დასარგავად. მაშინაც პრობლემა იყო ტერიტორიები და ახლა არ ვიცი როგორ არის საქმეო.
მოკლედ, 10 მარტს მე საზღვარგარეთ მივდივარ (მგონი ამერიკაში), მანამდე შეგეხმიანებით და პასუხს შეგატყობინებთო. ანუ პასუხს იმაზე, მოინახა თუ არა ჩვენთვის რაიმე ტერიტორია...
სამი ჩვენთაგანის მობილური ჩაიწერა, სახელი და გვარითურთ და დაგვემშვიდობა.
ჩვენ გამოვედით და ცოტა ხანი "ფოიეში" გავჩერდით. ყოველ ჩვენთანში შეიმჩნეოდა უკმაყოფილების თუ დაუკმაყოფილების და ამასთან ერთად იმედგაცრუების გრძნობა.
ცოტა ხანი ვისაუბრეთ და დავსახეთ შემდეგი:
1. დავუწერთ მერს დღევანდელი შეხვედრის შედეგებს.
2. წავალთ სანერგე მეურნეობაში და აბსოლუტურად ყველა ტექნიკურ საკითხს გავარკვევთ.
3. ველოდებით 10 მარტამდე ბატონ შალვას.
ჯერჯერობით ეს არის:
როგორც ხედავთ, საქმე არც ისე შავად და ბნელად არის, როგორც გვგონია (ჯერჯერობით).
თუ ბატონი შალვა უარს გვეტყვის, მაშინ მივმართავთ ბატონ ზურაბს და ზუსტ პასუხს მოვთხოვთ ამასთან დაკავშირებით. თუ მისგანაც იგივე პასუხს მივიღებთ, რომ არ არის ტერიტორია, დაუყოვნებლივ გავნაწილდებით თბილისის სხვადასხვა რაიონებში (ალბათ დაახლოებით ხვდებით, რა რაიონებზეა საუბარი), ჩვენით მოვნახავთ კონკრეტულ ტერიტორიებს, ჩამოვწერთ ყველას და ბატონ ზურაბს წარვუდგენთ.
აუ რამდენი მიწერია...
ცოტას შევისვენებ, თქვენის ნებართვით

.
* * *
ახლა კი გეტყვით, რა არ მომეწონა დღევანდელ შეხვედრაში...
1. ის, რომ მოუმზადებელი შეგვხვდა...
იმას არ ვამბობ, რომ ოფიციალური დახვედრა უნდა მოეწყო, უბრალოდ რომ მივედით, აღმოჩნდა რომ კონფერენცია უნდა ჩაეტარებინა და ცოტა დრო ჰქონდა ჩვენთვის.
7-8 წუთზე მეტი არ გვისაუბრია და ამას (რაც ზემოთ ვრცელ ტექსტში მოგიყევით) ტელეფონზეც კი გავარკვევდით მგონი...
2. 100 კაციანი კორპუსით დახმარება აღგვითქვა.
ეს რაღაც საეჭვოდ მეჩვენება, არ მინდა ოდნავ მაინც შევიტანო ეჭვი მის პატიოსნებაში, მაგრამ უახლესი ისტორიის პრაქტიკიდან ცნობილია რა ფულებიც კეთდებოდა "გაკეთებულ საქმეებში". სავსებით დასაშვებია, დაგვახმარონ ეს 100 კაციანი ბრიგადა და გარკვეული ფინანსებიც გამოყონ ამისათვის. ანუ ფულსაც ჩაიჯიბავენ და სახელიც და შესრულებაც მათი დარჩება

.
ჩვენი მიზანი სულ სხვაა. დაირგას თუნდაც 100 ხე, ოღონდ ფორუმის სახელი ერქვას და ჩვენგან ჰქონდეს თბილისს!
და ჩემი აზრით რასაც 100 კაცის დახმარებით გავაკეთებთ, 60 კაციც გავართმევთ თავს

.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ერთ-ერთი ვერსიაა და სულაც არ ვცდილობ ამით მის შეურაცხყოფას.
3. საუბრის დამთავრებისას გვკითხა, შეიძლებოდა თუ არა მისი ბანერის ფორუმში ჩამოკიდება.
ეს კი ამ შემთხვევაში უადგილოდ მეჩვენა. რაღაც "შენ რომ ჩემთვის რკო არ მოგიტანია"-ს მსგავსად გამოუვიდა...
ჯობდა ეს ყველაფრის დამთავრების შემდეგ ეთქვა.
ნუ ესეც ჩემი პირადი აზრია და არავის გახვევთ თავზე...
ახლა თქვენ კომენტარებს ველოდები ყოველივე ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით.
P.S. თუ რამე გამახსენდა, დავუმატებ

.