რეჟისორი არ გვყავს ფორუმში? ერთი კაი სცენარი მაქვს სათავგადასავლო ტრაგიკომედიისათვის და თუ გნებავთ, მოგცემთ

.
მთავარი მოქმედი გმირები:
Int3lig3nt, eqeti, Jay-Kay და Jay-Kays მანქანა

.
მოკლედ რა გადავიტანეთ დღეეს. ჩემი ბრალია ყველაფერი. მე დავითარსე და ესენიც დავთარსე.
ჯერ იყო და სახლიდან რომ გამოვედი, გაჩერებასთან ჩავედი და აღმოვაჩინე რომ სხვა სათვალე მიკეთია (კომპიუტერის). მეორე: სამარშრუტო ტაქსის ლოდინში, ერთმა გადარეულმა ჩამოიქროლა და ტრასაზე დაგუბებულმა გუბემ ჩემს პალტოზე გადმოინაცვლა

. ახლა მეცინება მაგრამ მაშინ აღარ ვიცოდი რა მექნა, სულ სველი ვიყავი, ისეთი სიჩქარით გამოიარა, რომ მართლა მთელი პალტო დამისველდა (შარვალზე და ფეხსაცმელზე, რომ არაფერი ვთქვა). ჩამოვიფერთხე როგორღაც... კიდევ კაი ტალახიანი არ იყო თორე სულ ავჭრელდებოდი. მესამე: ბარათაშვილის აღმართზე საგზაო შემთხვევა იყო მომხდარი და მოძრაობა დროებით შეაჩერეს. ესენი კი საბურთალოზე მელოდებოდნენ. ცოტა ხანი ვიცადეთ და როგორც იქნა დავიძარით. მართლა სერიოზული ავარია იყო, თეთრი ვოლგა იყო მთლიანად ცხვირ მიჭყლეტილი, მეორე მანქანა ვერ დავინახე (ალბათ ჯობდა არც დამენახა, ვოლგა რომ დაჭეჭყილი იყო, ის რაღა იქნებოდა...).
როგორც იქნა მივაღწიე "ნიკალამდე". ჩავჯექით Jay-Keys Honda Civic-ში და დაიწყო თავგადასავალი

.
დანიშნულების ადგილი იყო დიღომი, ჭიაურელის ქუჩა. დიღომამდე მშვიდობით მივედით, მშვენიერი მძღოლია Jay-Kay. აი მერე დაიწყო საშინელება. არ ვიცოდით ზუსტად სად იყო ის ქუჩა, უფრო სწორედ ვიცოდით, მაგრამ იმდენი რესტორნები იყო ჩაყოლებული, რომ ვერ მივაგენით.
პირველ რიგში დავით აღმაშენებლის ხიევანს ავუარ ჩავუარეთ და მომავალი დისლოკაციის ადგილი დავათვალიერეთ

. ადგილი არ მოგვეწონა

. ზოგან ხშირი ხეებით არის დაფარული, ზოგან სულ მოტიტვლებულია, ან ალაგ-ალაგ ურევია რამდენიმე ხე. თან ზოგი ფოთლოვანია, ზოგი წიწვოვანი

. არ გამოვა ისეთი რაღაც, რაც ჩაფიქრებული გვქონდა

. ახლა მეორე ვარიანტზე ფიქრიც მოგვიწევს. შეიძლება იქ უფრო დიდი დიამეტრის ფართობი იყოს...
ხეივნიდან ისევ დიდუბისკენ წავედით, რომ ახლიდან ამოგვევლო ჭიაურელის ქუჩის ჩასახვევამდე. ახლიდან ავუარეთ და ისევ ვერ მივაგენით, ვის არ ვკითხეთ და არავინ არ იცოდა. მერე ერთმა რაღაც ტალახიანი ჩასასვლელი გვანახა და ჩავედით... ჩასვლით კი კარგად ჩავედით, მაგრამ რა?! ვიძრომიალეთ ჭაობებში და გასასვლელი ვერ ვნახეთ. მერე რაღაც ეზოში შევუხვიეთ და გავჩერდით. დასაზვერად eqeti გავუშვით. გაიარ-გამოიარა და სახეირო ინფორმაცია ვერ მოგვიტანა. მერე საქმეში Jay-Kay ჩაერთო, გარემო დაათვალიერეს, იქვე მაცხოვრებელსაც ჰკითხეს და ისევ ვერაფერი ვერ გაიგეს. არ იფიქროთ, რომ მე ბატონივით ვიჯექი მანქანაში და მითითებებს ვიძლეოდი

, უბრალოდ ორკარებიანი მანქანაა და როცა ისინი იჯდნენ, მე ვერ გადმოვდიოდი, როცა წავიდნენ, მანქანას ხო მიხედვა უნდოდა

. ჩასხდნენ და ისევ ტალახიან აღმართს ავუყევით, ამჯერად მანქანამ რამდენჯერმე გაუსვა ძირი მიწას. შემდეგ მეორე ჩასახვევში ჩავედით, იქაც არანაკლები ტალახი იყო, მოკლედ მანქანა სულ ამოიგანგლა...
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, 6 საათამდე ასე ვიბორიალეთ. საქმე იმაშია რომ ქუჩის ჩასახვევი, რომელზეც ჩვენ უნდა ჩაგვეხვია, რომელიღაც რესტორანს ჰქონდა დაკავებული (როგორ შეიძლება ასეთი რაღაც?! თან დიდი ხნის აშენებული არ უნდა იყოს ეს რესტორანი (!)). ამიტომ ვერაფრით ვერ მივაგენით... შემდეგ პარალელური ქუჩიდან შევედით როგორღაც. სამწუხაროდ სანერგე მეურნეობის ოფისი დაკეტილი დაგვხვდა. დირექტორი ახალი წასული იყო... ასე, რომ ხვალაც მოგვიწევს წასვლა, ამჯერად მისამართი ვიცით და აღარ გაგვიჭირდება მიგნება.
ბოლოს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა Jay-Kay-ს და მის მანქანას განცდილისათვის.