მოვედი.
დღეს შევიკრიბეთ. ოცდაათიც არ ვიყავით

.
ალბათ ყველა იქ მყოფები მიხვდით, რომ შეკრების მიზანი სინამდვილეში სხვა იყო...
ანუ ჩემი მიზანი იყო, გამეგო რეალურად რამდენი ადამიანი აპირებს ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობას...
რა თქმა უნდა, ისეთებიც არიან, ვისაც მართლა არ ეცალა და ვერ მოვიდოდნენ...
ახლა იმაზე, რაც დღეს ვისაუბრეთ:
ხის დარგვა არ ყოფილა, ისეთი ადვილი, როგორც წარმოგვედგინა, ანუ:
1. უნდა დავრგოთ მინიმუმ 3 წლიანი ნერგი, რომლის ჩასარგავადაც აუციელებელია მინიმუმ 50 კუბური სანტიმეტრი მიწის ამოთხრა... (აბა რა გეგონათ).
2. დარგვის დღეს უნდა მოხდეს ყოველი ნერგის 2-2 სათლი (ვედრა) წყლით მორწყვა.
შემდეგ 1 კვირის თავზე უნდა ისევ მორწვა. შემდეგ ამ მორწყვიდან 2 კვირის თავზე და ა.შ. (დანარჩენი ზუსტად არ ვიცი)
3. სანერგე მიწის ამოღება უნდა მოხდეს ერთი დღით ადრე, ანუ მოგვიწევს ორი დღე მუშაობა.
გავიხსენოთ ჩვენი თავდაპირველი ამბიციები 500 ხეზე

. ეს ამ პუნქტების შემდეგ უაზრობად იქცა.
ჯერ ერთი, ვერ ამოვთხრით ამდენ ორმოს და ტყუილად გავაფუჭებთ ნერგებს. მეორეც, ვერაფრით ვერ მოვრწყავთ ამდენს...
ამიტომ ამჯერად ვრგავთ 100 ნერგს. მივხედავთ და მეორე სეზონზე დავრგავთ მორიგ 100 ნერგს და ა.შ.
ხვალ მივდივარ იმ რაიონის აგრონომთან და ყველაფერზე შევუთანხმდები.
რაც მე დამავიწყდა დანარჩენები დაუმატებენ

.
* * *
აი რა დამვიწყებია.
მორწყვაზე მოგვიწევს ხოლმე მორიგეობის დაწესება. როცა დრო მოვა, 10 ადამიანი შევიკრიბებით ხოლმე და წავალთ

. ასე შევცვლით ერთმანეთს იქამდე, სანამ საჭირო იქნება...
შემდეგ მეორე სეზონზე ახალ ხეებს დავრგავთ და ახლა იმათ მოვრწყავთ...
ასე რომ მუდმივი საქმე ვნახეთ

. უხელფასო, მაგრამ ღირსეული და სასარგებლო
This post has been edited by Int3lig3nt on 14 Mar 2005, 01:04