სანამ მერი იქ შემოვა, ჯობია ჩვენ მივადგეთ მერიაში. პირადად მერს ვერ დაველაპარაკებით ალბათ, მაგრამ რაღაც საინფორმაციო სამსახური ექნება იმედია და იქ მივიღებთ საჭირო ინფორმაციას.
ერთად ვართ:1.
Ania 2.
ai: 3.
MariG 4.
pudelblak 5.
Doct0rIN 6.
Solveig 7.
eqeti 8.
Jazzoline 9.
humanoidi10.
Trulala11.
PBero12.
kalkaff13.
cube14.
kosheen15.
ჩიტუციო16.
kardu17.
შაქროII18.
ucelo19.
KoShKa20.
asphurcela21.
TAPSIKO22.
paranoidis_dzma23.
საბუნია24.
kvis25.
Natosha26.
თაზო ???27.
ნიკა28.
Int3lig3ntშემოგვიერთდით

.
ამ სიაში მყოფ პირებს ვთხოვ გადაავლოს თვალი შემდეგ პუნქტებს და გამოთქვას საკუთარი აზრი...
გასარკვევი გვაქვს შემდეგი საკითხები:1. ტერიტორიის შერჩევამე ჯერ წარმოდგენაც არ მაქვს, სად შეიძლება გაშენდეს ტყე. იქნებ ვინმემ იცით თბილისში მოტიტვლებული ადგილები? აი მაგალითად კუს ტბასთან, ან მამადავითზე, არ ვიცი... ამას მოფიქრება უნდა.
2. ნებართვის აღება და შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება (ალბათ აუცილებელია?).ალბათ მართლა დაგვჭიდება ამის მოგვარება, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ რამე ბიზნესს ვატრიალებთ (თხილის პლანტაციების გაშენება

, ან ნაძვების ბიზნესი) და დაგვადგებიან ძია პატრულები.
ამიტომ ჯობია თავიდანვე გავარკვიოთ რა იურიდიული დოკუმენტები არის საჭირო ასეთი საქმის წამოსაწყებად.
3. ნერგების და დროის შერჩევა.ამას კი პროფესიონალი აგრონომი გვირჩევს. პრინციპში ცოტა რამ ისედაც გასაგებია, რომ ხეხილის დარგვა არ ღირს, ბავშვები შეესევიან და დაამტვრევენ ტოტებს, ნაძვზეც დავწერე უკვე მიზეზი. დანარჩენი არ ვიცი, გავიგებთ ყველაზე უპრობლემო ხე რომელია, თორე წარმოიდგინეთ, ჩავრგავთ ასობით ნერგს და 20 რომ გაიხარებს, ხომ გული დაგვწყდება?
თან ტერიტორიაზეც არის დამოკიდებული, თუ მთაზე გავაშენებთ, ისეთი ხე უნდა შევარჩიოთ, რომ დაქანებულ ზედაპირზე გაიხარებს...
ნერგების ზომა უნდა იყოს პატარა, მაქსიმუმ 30 სანტიმეტრი (ალბათ უფრო იაფიც იქნება), ბევრი შრომა და დრო რომ არ დასჭირდეს, მისთვის ორმოს ამოთხრას. რაოდენობა კი დიდი უნდა იყოს, მე მგონი 500-ზე ნაკლები არ უნდა დავრგოთ, რომ მინიმუმ ნახევარმა მაინც გაიხაროს. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, ან რაღაც შეუძლებელს ვწერ, უბრალოდ არანაირი გამოცდილება არ მაქვს ამ საქმეში და თუ რამეა, მერე შევცვლით გეგმებს.
დრო კი ალბათ გაზაფხული. უკვე მოდის და ცოტა უნდა დავფაცურდეთ, შემოდგომამდე რომ არ მოგვიწიოს გადადება.
4. ნერგების შოვნა.ორი ვარიანტია
ყიდვა - ჩვენ ჯერ არ ვიცით რა ღირს ნერგი ბაზარში. ისიც არ ვიცი, სად შეიძლება ყიდვა... ან ამ რაოდენობის, რაც ჩვენ გვჭირდება, იქნება სადმე?
ხეების მიგრაცია - ერთი დიდი ლაშქრობა გავაკეთოთ სადმე დიდ ტყეში და იქიდან წამოვიღოთ პატარ-პატარა ნერგები. ეს უფრო რეალურია, სხვადასხვა ზომის ნერგებს წამოვიღებთ და გახარების ალბათობაც მეტი იქნება.
5. დარგვააქ კი მთლიანად სპეციალისტის რჩევებს უნდა დავუჯეროთ. ადვილი არ არის, უნდა მოხდეს მათ შორის მანძილის დაცვა (გააჩნია ალბათ ხის ჯიშსაც), წყლის დასხმა უნდა თუ არა და ა.შ.
6. მოვლაასე არ არის: დავრგავთ, 5-6 წელი ვიჯდებით, შემდეგ მივალთ და გაფოთლილი ტყე დაგვხვდება (შეიძლება ასეც არის, არ ვიცი).
მე მგონი, თავიდანვე უნდა მივაქციოთ ყურადღება ტერიტორიის დაცულობას, იმიტომ რომ შეიძლება ხშირია იქ ხალხის მიმოსვლა და ისე გადაუვლიან ჩვენს ნერგებს, როგორც დაგვიბარებია. ზოგსაც საქონელი ჰყავს გაშვებული თბილისის ახლომახლო, ესეც პრობლემაა.
არ ვიცი, სჭირდება მოვლა?
This post has been edited by Int3lig3nt on 27 Feb 2005, 10:44