შენი თვალები ისე წრფელია,
ისე წმინდაა, როგორც სანთლები,
შენი თვალები ტყუილს ვერ მალავს,
მხოლოდ სიმართლე ჩანს შენს თვალებში.
შენი თვალები ვერ იტყუება,
წყენას ვერ მალავს შენი თვალები,
ნუ მომატყუებ რომ არ გიყვარვარ,
თორემ გაგყიდის შენი თვალები!
მიმაგრებული სურათი