#1297385 · 26 Apr 2005, 23:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
@SOPO@ ჟურნალისტს შეუძლია განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოაქვეყნოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ამის გამართლება შეიძლება იმ საბაბით, რომ გადამოწმების გამო შეიძლება ინფორმაციას დაეკარგა აქტუალობა.
ჟურნალისტს აქვს უფლება, არ გაამხილოს ინფორმაციის წყარო.
კარიკატურის გამოქვეყნებამ ძალზე იშვიათად შეიძლება შელახოს პირის ღირსება, უფრო სწორედ ჩაითვალოს რომ ეს სოკეთე დარღვეულია, რადგანაც კარიკატურა მხატვრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზებად ითვლება, ხოლო მაღალჩინოსნებს თმენის მეტი ვალდებულება აქვთ, ანუ მათ მეტი კრიტიკა უნდა მოითმინონ რიგით მოქალაქეებთან შედარებით.
ჟურნალისტს სრულიად თავისუფლად შეუძლია იჩივლოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. მხოლოდ ეგ განაჩენი კი არა სავარაუდოდ გადაწყვეტილებაა, რადგან განაჩენი სისხლის სამართლის საქმეებზე გამოიტანება, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსი ცილისწამებას დანაშაულის შემადგენლობად არ ითვალისწინებს, გარდა ცილისწამებისა დანაშაულის დაბრალებით (სსკ 148-ე მუხლი).
და კიდევ ერთი სტრასბურგის სასამართლო იმსჯელებს არა არასწორ განაჩენზე, არამედ ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების სავარაუდო დარღვევაზე (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი)
--------------------
raime chkvianurs elodi? jobia personal photo naxo, kudis unaxavs gagxdis :P
www.iveria.eu
|