არა მხოლოდ რუმინეთში, რუსეთშიც ეგრეა და ნაწილობრივ, საქართველოშიც (რუსულ ეკლესიაში მინახავს ქორწილი). მაგრამ ისე, ღმერთმა იცის, რა სწამთ. რაღაც თავიანთი ტრადიციული რწმენაც ძალიან აქვთ შენარჩუნებული.
ბოშები მართლა ძალიან საინტერესო ხალხია. ევროპაში უფრო ნორმალურად ცხოვრობენ-ერთ ადგილზე არიან და არ დადიან აქეთ-იქით, თუმცა მაინც თავიანთი კანონით სჯიან, დიდად არ დაგიდევენ ქვეყანაში მოქმედ კანონს.
გაზეთში ვნახე ერთხელ-რუსეთში ორმა ბოშამ დანაშაული ჩაიდინა (მესამე ბოშის მიმართ) და მიიმალნენ, მაგრამ ამ დანაშაულისთვის ბოშების კანონით იმდენად მძიმე სასჯელი ყოფილა ”გათვალისწინებული”, რომ თვითონვე ჩაბარდნენ მილიციას.
ჩემს ბავშვობაში სოფელში მოვიდნენ და მდინარის პირას დასცეს კარვები

მაგრამ ხალხმა არ გააჩერა (მგონი, ეშინოდათ-გაგვძარცვავენო) და აიბარგნენ.