ტაკ ეხლა ყველაფერს მოვყვები
გპი-ს მივაგენი

, გავიარე ბარიერი და შევედი შენობაში. აქ გამაჩერეს და შემამოწმეს დეტექტორით. ჯერ გასაღებზე დაიჭყვიტინა დეტექტორმა, მოვიხსენი, მერე კიდე საფულეზე (ხურდები რო იყო..). საფულე ამომაღებინეს, გამიხსეს და შემომოწმეს.
მერე რეგისტრაციის მაგიდასთან მივედი, საკმაოდ სიმპატიურმა გოგონამ რაღაც სმართფონის მსგავსი ხელსაწყოთი ჩემს საგამოცდო ბარათზე შტრიხკოდი ამოიკითხა და ჩამიწერა ბარათში, ჩემი სექტორი და მაგიდა. შემდეგ კიბეებთან მივედი, სადაც ორი კაცი იდგა და მითხრეს, სეკტორის მიხედვით, რომელ სართულზე ავსულიყავი. გზაში სხვებმაც რამოდენიმეჯერ მიმითითეს და საბოლოოთ მივახწიე ჩემს ოთახს.
ოთახში ასაკოვანი ქალი იყო, და ესე 25–30 წლის ბიჭი, კურატორი. ორივეს აკრედიტაცია ეკიდა(თან ლამინირებული!

) და ოფიციალურად გამოწყობილები იყვნენ. მაღლა პატარა კამერა ეყენა. მიმითითეს რომელ მაგიდაზე დავჯდარიყავი. კურატორმა, რომელიც ჩვენზე უარესად ღელავდა, დაიწყო წესების წაკითხვა. ყოვალგვარ გადალაპარაკებისას შენიშვნას მიიღებთო, და მეორე შენიშვნაზე სახლში წახვალთო. და მსგავსი რაღცეები. მინდა ავღნიშნო საკმაოდ კარგათ იყვნენ ჩვენს მიმართ განწყობილნი და ყველანაირად გვეხმარებოდნენ. მკაცრად აკონტროლებდნენ, რომ მაგიდაზე საგამოცდო ფურცლის, პირადობის, კალმის და ტესტის გარდა არაფერი ყოფილიყო. ბოლოს პირველ მაგიდაზე ჯდომ აბიტურიენტს დაამოწმებინა, რომ პაკეთი სადაც ტესტი იდო, დაუზიანებელია, და გახსნა. სათითაოდ დაგვირიგა ტესტი და შტრიხ–კოდები დააკრა, თნ გადაგვამოწმებინა, სწორეთაა დაბეჭდილი ტესტი თუ არა. მერე ინსტრუქცია წავიკითხეთ, კურატორმა დრო
დაინიშნა და დაიწყო წერა. ხო კედელზე მაგარი საათი ეკიდა, წამებსაც თვიდა, ტემპერატურასაც და წნევასაც

. წერის დროს ყველაფერი მკაცრად კონტროლდებოდა
სრული სიჩუმე იყო.
ტესტში აღმოჩნდა შეცდომა: "ა) ბ) გ ) დ)" –ს ნაცვლად "ა) ბ) დ ) გ)" ეწერა. ამაზე სასწრაფოდ გადაურეკა ვიღაცას და გაირკვა, რომ არაუშავსო, მაინც დაწერეთო.
როდესაც დავწერეთ ყველას შეუმოწმა ტესტი, რაიმე დაზიანება, ნაჯღაბნი ხომ არ არის, ყველა ისეთ ადგილას, სადაც რაომეს ჩაწერა შეიძლება და არ არის ჩაწერილი Z–სნაირად გადახაზა პასტით(რომ ვინმემ რამე არ დაამატოს). ბოლოს ორ ადგილას ხელი მოგვაწერინა და გაგვიშვა.
ხო მართლა, ტესტში, თემის წინ იყო ადგილი შავი სამუშაოსათვის. მანდ არაფერი დამიწერია, რადგან ცალკე შავი ფურცლები დაგვირიგეს, და ცარიელზე კვატი დავახატე(ნამეტანი მხიარულად ვიყავი დილიდან.. )

. მაგაზე კი კურატორმა მიტხრა, რომ ეს შეიძლება რაიმე ნიშანი იყოს გამსწორებლისათვისო და საერთოდ არ შეგიმოწმონო.. უპს

მთავარი რჩევა:
ხალხო კვატები არ დახატოთ!

ეუფ, ერთი პულიცერის პრემია მეკუთნის რა..
This post has been edited by _Err0r_4o4_ on 11 Jul 2005, 15:25