LilacWineხო ქართული დავბდღვენი დღეს მაშა მაშა..
აუ რაღაც დაბნევა დამეტაკა უცებ.. 10 წუთი ვიხსენებდი ოთარაანთ ქვრივი ახალ წელს მოკვდა, აღდგომას თუ შობას.. და 2 წუთი და 15 წამი რომ იყო დარჩენილი შობა მივაჯღაპნე და WoOOhHOOoo!!!

კიზზზზზზ!!!!
აუ ნაროდ რა მაინტერესებს იცით? აი... ხალხში არ უნდა ვიკითხო ხო სად აბარებ და რაღაც ეგეთები? დღეს ასეთი სიტუაცია იყო: კიბეზე იდგა 100მდე სტუდენტი, მე ცოტა ქვევით ვიდექი(მეზარებოდა ჭყლეტვა) და ვიღაც ნაცნობი გაეძრო ერთ-ერთ მაღალ საფეხურზე და ლაპარაკი გავაბით. ხოდა ვკითხე სად აბარებ მეთქი და ჯერ ისეთი სახე დაკერა ბრრრრ... მერე ისე მიპასუხა ძლივს გავიგე.. მერე მეც მკითხა და მთელი კიბის ნაროდი შემომიტრიალდა რომ პასუხი გაეგოთ. ის გოგო სადმე რომ შემხვდება მგონი აღარ მომესალმება ისეთი სახე ქონდა...
დავაშავე რამე?
ისე დღეს მგონი ნაკლები სიმკაცრე იყო.. გუშინ ჩემს კლასელს დაჟე ნოვა ჩამოართვეს და რაღაც მასეთები.. მე კიდე ქუდი მედო მაგიდაზე და მერე შევწუხდი და ვთხოვე კურატორს შენ დაიდე მეთქი.
P.S. კურატორმა ნაწერს რომ გადახედა მითხრა ყოჩაღო
წარმატებებს გისურვებთ უნარებში!!!!!
P.P.S. მაგარ ადგილას მოვხვდი! ორპირი იყო და ჩრდილი.. დაჟე შემცივდა რაღაც მომენტში