---------------------------------------------------------
მწვერვალის საიდუმლო------------------------------------------------------------
-------------------(ეძღვნება
მერაბ ხაბაზისა და ზაალ ქიქოძის - ასევე ყველა დაღუპული ალპინისტის ხსოვნას)--------------------
არწივის შეკივლებამ გამოაღვიძა, მესამე მწვერვალის ავლის შემდეგ მცირე გზა ჰქონდათ გავლილი, ამინდიც ვერ იყო შესაბამისი და დროებით დაბანაკება გადაწყვიტეს. გამოღვიძებისთანავე სიზმარი მოაგონდა, რაც ამ ბოლო კალთას შეუდგნენ ეს სიზმარი არ შორდება თითქოს სიფხიზლეშიც ეზმანება მისი მეგობრები, რომლებიც 5 წლის წინ ზუსტად ამ პერიოდში ამავე მწვერვალის დალაშქვრისას ზუსტად ამ გზით ადიოდნენ და გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგენენ, 1 თვიანი სამაშველო ოპერაციების შემდეგ ძლივს მიაკვლიეს დაღუპულ მთასვლელებს, დაღუპვის მიზეზი არავის გამოუძიებია თითქოს ყველაფერი ნათელი იყო.
ზუსტად მათ ხედავდა სიზმარში, რაღაც ეუბნებოდნენ რაღაცას მიანიშნებდნენ, თითქოს რაღაცის ახსნა სურდათ.
რამოდენიმე დღის შემდეგ როდესაც იმ ტრაგიკულ ნიშნულს მიაღწიეს, დასვენება გადაწყვიტეს.
მას კვლავ ჩაეძინა და კვლავ მეგობრები ეზმანა, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი ნათლად ჩანდა და ყველაფერი კარგად ისმოდა:
მთას უხსოვარ დროს მის დასალაშქრად შემართული მთასვლელები 3 ძმა შეუწირავს მარტო იმიტომ რომ არანაირი ძღვენი არ მიურთმევიათ. ამ ბიჭების დედას მთა დაუწყევლია სანამ მისი შვილების საფლავზე არ ააღწევდა თუნდ ერთი მთამსველელი მასზე არცერთ არწივს ბუდე არ დაედო - და მთამსვლელების სამუდამო განსასვენებლად მთის წვერი აერჩია. მწვერვალმა კი მხოლოდ ამაყად გვერდზე გაიხედა და სამუდამოდ გაწირა მის დასაპყრობად შემზადებული ალპინისტები. მას მერე დიდი დრო გასულა და იმ მთის "სული" იმ ქვეყნად წასულა და წყევლაც შესაბამისად გაჰყვა და უვე იმ ქვეყნად იყო დაპყრობა საჭირო. რის გამოც ძლიერ იტანჯებოდა მთის დანატოვარი. და ამ მთის პატივსაცემად და დასახმარებლად თურმე ამ მწვერვალზე დაღუპული აპლინისტები სპეციალურად მიემართებიან იმ ქვეყნად რათა ეს ორი უდიდესი წყველა მოხსნან.
გამთენიისას - ბაზაზე სიგნალი აღარ მივიდა.
1 საათში გამოცხადდა მობილიზაცია და სამაშველო ოპერაცია დაიწყო.
- - - - - - - -
3 წლის შემდეგ ყველა ტელევიზია გადმოსცემდა ერთ სიახლეს ყველაზე ტრაგიკული მწვერვალი დალაშქრული - მის პიკზე სამი საფლავია. ალპინისტი რომელმაც ეს მოახერხა დაღუპული მთამსვლელებიდან ერთერთის პირდაპირი შთამომავალია.
- - - -
რაღაც მოვბოდე, მაგრამ ვინც ყოფილხართ სოელ ბეჩოში და უშბისათვის ქვემოდან აგიხედავთ დამერწმუნებით რომ მწვერალს მეორე ცხოვრეაც აქვს და წყველაც შეუძლია.
მადლობთ და უკაცარავად თუ არასათანადოდ შევძელი პატივის მიგება.
[B]Dead End.
Lonely In My Dead UNIVERSE![/B]