
მოკლედ რომ ითქვას

:
ბერი - მლოცველია მთელი სამყაროსათვის; უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა აძლევს ბერს სიყვარულს სულიწმიდასაგან და ამ სიყვარულისაგან ბერის გული გამუდმებით მწუხარებს ხალხზე, რადგან ყველა როდი გადარჩება. იგივე სულიწმიდა მისცა უფალმა მოციქულებს, წმიდა მამებს, ეკლესიის მოძღვრებს. ამაშია ჩვენი სამსახური სამყაროსადმი.
ერისკაცი ცოტას ლოცულობს, ბერი კი - განუწყვეტლივ. ბერების წყალობით დედამიწაზე არასოდეს წყდება ლოცვა; და ამაშია სარგებლობა - მთელი ქვეყნიერებისათვის, რამეთუ მსოფლიო ლოცვით დგას. თუ შესუსტდა ლოცვა, სამყარო დაიღუპება. მხოლოდ ერთი ფიქრი, მაამებელი ღვთისა, სასწაულს ახდენს.
ბერი უნდა ებრძოდეს თავის ვნებებს და ღმერთის დახმარებით დაამარცხოს ისინი. ბერი ხან ნეტარებს ღმერთში და ცხოვრობს როგორც ღმერთთან სამოთხეში, ხან კი ტირის მთელი ქვეყნიერებისათვის, რათა ყველა გადარჩეს. ასე ასწავლა მას სულიწმიდამ: უყვარდეს ღმერთი და უყვარდეს სამყარო. ....
...
ხოლო, კანონიკურ ნაწილს რაც შეეხება

ჯერ ადამიანი სტუმრობს მონასტერს... სწავლობს, საუბრობს მოძღვართან, მსჯელობს და ფიქრობს... შემდეგ, თუ მისი სული მოითხოვს_გახდება მორჩილი,...აქ იგი კვლავ გარკვეულ ეტაპს გადის... აქ იგი უკვე საკუთარ არსებას ებრძვის_მის ყოველ ბნელ მხარეს...

...(ბრძოლები აქვს)... ხოლო, შემდგომ (ეს პერიოდი განუსაზღვრელია, რადგან შეიძლება ძალიან მცირე ხანში სულმა შვება და განწმენდა ჰპოვოს, ან მორჩილი წლობით იყოს... ) მას ბერად აღკვეცავენ ....
...
უფრო დაწვრილებითი და კიდევ ბეეევრი საინტერესო ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ მართლმადიდებლურ საიტზე:
http://orthodoxy.ge/
მითხარი...