საყვირი:
ლითონის ჩასაბერი საკრავი, მაღალი რეგისტრის მქონე, გამოიყენება როგორც სოლო და საორკესტრო საკრავი, წარმოადგენს ერთხელ შემოხვეულ ცილინდრულ მილს, რომელიც ბოლოში უცებ ფართოვდება. უვენტილო, ნატურალური საყვირი პირველად ორკესტრში გამოიყენა მონტევერდიმ, XVII ს-ში. XIX ს-ში ვენტილებიანი საყვირის შექმნამ გააფართოვა საკრავის დიაპაზონიც და ტექნიკური შესაძლებლობებიც. აქვს ნათელი, კაშკაშა, მკვეთრი ხმოვანება.// ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004
# მონტევერდი, კლაუდიო (1567 - 1643)
ბეთჰოვენი, ლუდვიგ ვან(1770-1827)