მე დავპოსტავ, მანამდე არ მეცალა უბრალოდ თორემ არ დავაყოვნებდი მაგდენს.
ცუდია კრებაზე ცოტანი ვიყავი, რაც მეტი მიიღებდა მონაწილეობას მაგ საუბარში მით შეიძლება მეტი გაირკვეოდა მანდვე ან რამე აზრს მოგვაწვდიდა...
მოკლედ მოქმედების სქემა შემდეგია:
1) აუცილებლად გვჭირდება დიზაინი და რაც შეიძლება მალე. დიზაინის გარეშე ყოველივე შემდგომი მოქმედება უაზროა და არასერიოზული. ისე რომ თუ ვინმეს მართლა სურს მაგ სახის დახმარების გაწევა პროექტისთვის ნუ გადადებს ამ საქმეს, დრო ცოტა გვაქვს
2) უნდა მოველაპარაკოთ სტამბას. კარგი იქნება თუ რომელიმე სტამბა დათანხმდება პროქტში მონაწილეობის მიღებაზე. ანუ დაბეჭდონ იაფად ან საერთოდ უფასოდ. რათქმაუნდა ამ შემთხვევაში მათი სახელი(ან ლოგო) შეიძლება კალენდარზე დაიბეჭდოს.
3) უნდა გაირკვას იურიდიული მხარე. ანუ როგორ გაიყიდება კალენდრები, როგორ დაიბეგრება, როგორ გაფორმდება და სხვა...
4) უნდა დადგინდეს სად ვყიდით კალენდრებს,
4.1) თუ ეს მაღაზიებია მაშინ მოლაპარაკებაა საჭირო დიდი ფასი არ დაუმატონ ან საერთოდ არ დაუმატონ(აქაც განიხილება მსხვილი მაღაზიის როგორ პროექტის მონაწილეს უშუალო გათვალისწინება და მისი სახელის/ლოგოს დაბეჭდვა)
4.2) თუ კალენდრებს ვყიფით ფირმებში წინასწარ უნდა მოველაპარაკოთ ფირმებს რაოდენობაზე და ფასზე. თუ დათანხმდებიან წინასწარ თანხის შეტანაზე ეგ მთლა კაი

5) მატერიალური მხარე ანუ სპონსორი ან ფულის შეგროვება
მგონი ეგ იყო. დავალებები გავინაწილეთსავით მაგრამ თუ ვინმეს შეგიძლიათ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი პუნქტის გარკვევა/განხორციელება ძალიან კარგი იქნება. ყველა სახის დახმარებისთვის მადლობელები ვიქნებით.
მოკლედ პროექტის იდეა არის აქციის "ბიუდჟეტის გაზრდა", ანუ თუ ჩვენ ისე აქციისთვის გვიგროვდება ხოლმე მაგალითად 300 ლარი, მაგ 300 ლარით კალენდრები რომ დაიბეჭდოს და 400 რომ მივიღოთ მაინც ჩაითვლება რომ მიზანს მივაღწიეთ

თუკი დარწმუნებულები არ ვიქნებით აქციის წარმატებულობაში - ჯობია შეგროვილი თანხა ისე მოვახმაროთ ბავშვებს. არც სათამაშოდ არ გვცალია არავის და არც ფული გვაქვს ზედმეტი.
მგონი სულ ეს იყო

მადლობთ ყურადღებისთვის